მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრების
ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია მოაწყვეს, რომელსაც გუნდის თავკაცი თემურ
ქეცბაია და მისი თანაშემწეები სოსო ჭედია და მამუკა აბუსერიძე ესწრებდნენ.
”ლევან გვაზავას გარდა ყველა ფეხბურთელი ჩამოვა ნაკრებში, ლევანს ჯერ
არ შეუძლია საქართველოს პასპორტის აღება, ჩვენ მის პოზიციას გაგებით
ვეკიდებით. ლევანს სურს საქართველოს ნაკრებში თამაში. გვაზავას ნაცვლად
ნაკრებში ალეკო კოშკაძე გამოვიძახეთ. სასიხარულოა, რომ ტრავმის მიუხედავად
მოლდოვაში თამაშს ლაშა სალუქვაძე აპირებს”, - გააცხადა ქეცბაიამ
|