რაული: “ინგლისის, ან გერმანიის პირველობაზე ვითამაშებ”
|
დაამატა:
beqa |
(ოთხშაბათი)
956. |
სიახლეები
მადრიდის "რეალში”, ლეგენდარული რაულის ერა დასრულდა. 33 წლის
ფეხბურთელმა, რომელიც "სამეფო კლუბში” 1994 წლიდან გამოდიოდა, ახალი
სეზონის წინ, გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. 16 წლის განმავლობაში,
ფორვარდმა ყველა რანგის ტურნირში "რეალის” მაისურით 723 შეხვედრა ჩაატარა
და 324 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლებით, მადრიდული კლუბის ისტორიაში მას
ვერავინ შეედრება. - კარიერის განმავლობაში ვისთანაც გითამაშიათ, საუკეთესო პარტნიორად რომელ ფეხბურთელს მიიჩნევთ?
- ეროვნულ ნაკრებში ასეთი ხოსეპ გვარდიოლა იყო, რომელთან ერთადაც ბევრი
დასამახსოვრებელი დღე გამიტარებია და ის მაშინაც, მოედანზე, უკვე
მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, ნაკრებში პირველი გოლის გატანისას, პასი
სწორედ მან მომცა. ერთმანეთს საუცხოოდ ვუგებდით.
კვლავ არ წყდება საუბრები სესკ ფაბრეგასზე, რომელიც შესაძლოა გადმოვიდეს ბარსაში,ბარსელონა მის ტრანსფერს უკვე ორი თვეა ცდილობს მაგრამ
ჯერჯერობით უშედეგოდ, თუმცა დღესდღეობით არის ინფორმაცია რომ საიდუმლო
შეთანხმება მიღწეულია. ყველაფერი კი ამ პარასკევს ოფიციალურად გადაწყდება
წავა თუ არ წავა სესკი ბარსაში. პარასკევს შედგება შეხვედრა სანდრო
როსელის და არსენალის პრეზიდენტის , ასევე ფაბრეგასი შეხვდება ვენგერს და
საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ესპანეთისა და საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის
ფინალში არიან. ლუის მილიას ესპანეთმა იოლად დაძლია ნახევარფინალური
ბარიერი, ინგლისის ნაკრები სერხიო კანალესის შოუს წყალობით 3:1 დაამარცხა.
"ფურია როხიტამ" ჯგუფური ეტაპი სამივე გამარჯვებით დაასრულა, ინგლისელები
კი სასწაულებრივ გავიდნენ ნახევარფინალში. ამიტომაც მატჩის ფავორიტი
მილიას გუნდი იყო. "როხიტამ" უპირატესობა მე-12 წუთზევე დაამტკიცა, როცა
ნაკრების ლიდერმა სერხიო კანალესმა მარჯვენა ფლანგზე გაინავარდა და
საჯარიმოს მარცხენა კუთხეში დანი პაჩეკოს უპასა. "ლივერპულის" ახალგაზრდა
ფორვარდმა კი არ დაახანა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. ეს პაჩეკოს
მე-4 გოლი იყო ევროპის ჩემპიონატზე.
|
დაამატა:
beqa |
(ოთხშაბათი)
1005. |
ქართული ფეხბურთი
ბოლო ორი წელიწადია, რაც საქართველოს ნაკრების მცველ ზურაბ ხიზანიშვილს
"ბლექბერნის" თავკაცი სემ ელერდაისი აღარ ენდობა. ჩვენებური სათამაშო
პრაქტიკას ითხოვს, მას ბლექბერნელთა გუნდში თამაში არ უწევს და ერთობლივი
შეთანხმებით, ზურა ჯერ "ნიუკასლში" იყო განათხოვრებული, მერე კი
"რიდინგში". სწორედ ამ უკანასკნელ კლუბში ჩაამთავრა ხიზანიშვილმა წინა
სეზონი. თუმცა წლევანდელ 30 ივნისამდე, ჩვენებური კონტრაქტით "ბლექბერნს"
ეკუთვნოდა და ზურაც "რიდინგიდან" ელერდაისის გუნდში დაბრუნდა