კატალონიურ RAC1-თან ინტერვიუში, ბარსას თავდამსხმელმა ბოიან კრკიჩმა განაცხადა,რომ მას ნებისმიერ შემტევ პოზიციაზე შეუძლია თამაში.
''მე ვფიქრობ , რომ სეზონის დასასრულს მოვახდინე ამ ყველაფრის დემონსტრირება.'' ''მისტერ გუარდიოლამ მათამაშა, როგორც მობილური ფრთის მოთამაშე. ბოიანმა განაცხადა, რომ მას ასევე უნდა პირველად მოიგოს ესპანეთის სუპერთასი. '' ეს შესანიშნავი დასაწყისი იქნება თუ სეზონს გამარჯვებით დავიწყებთ'' ასევე მან განაცხადა , რომ უმთავრესია ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება.
|
დაამატა:
beqa |
(სამშაბათი)
1035. |
ქართული ფეხბურთი
მოსკოვის "სპარტაკში" მოასპარეზე ვუნდერკინდმა ჯანო ანანიძემ, გასულ
კვირაში "სიბირთან" მატჩში მორიგი შოუ შესთავაზა გულშემატკივარს.
ჩვენებურმა რუსეთის პრემიერლიგაში დუბლი მიითვალა და ქომაგებს შთამბეჭდავი
თამაშით დაამახსოვრა თავი. ჯანოს გამორჩეული ოსტატობა რუსეთს მიღმაც არ
დარჩენიათ შეუმჩნეველი. ვებგვერდ sports.ru-ს ინფორმაციით, ესპანური
"სევილიის" სკაუტებმა "სპარტაკს", "სიბირთან" ჩატარებული მატჩის DVD
ჩანაწერი შეუკვეთეს.
|
დაამატა:
beqa |
(სამშაბათი)
1032. |
ქართული ფეხბურთი
სწორედ ასე დაასათაურა სააგენტო Soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის მე-14
ტურის ცენტრალური მატჩის მიმოხილვა, რომელშიც მოსკოვის ცსკა-მ ნალჩიკის
"სპარტაკს” უმასპინძლა, თამაში კი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა
ბენეფისად იქცა. დავით სირაძემ და გოგიტა გოგუამ "არმიელთა” კარი
პირველივე ტაიმში დალაშქრეს, რისი წყალობითაც ნალჩიკელებმა ფავორიტად
მიჩნეული მეტოქე 2:1 დაამარცხეს. წყარო: soccer.ru