მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ჩასატარებელი
დარჩა მხოლოდ და მხოლოდ 2 მატჩი, მატჩი მესამე ადგილისათვის და მთავარი
ფინალი, რომელიც 11 ივლისს იოჰანესბურგში გაიმართება. გთავაზობთ ფინალური
მატჩის პრევიუს.
ეს ორი გუნდი ერთმანეთს ისტორიის მანძილზე 8–ჯერ დაუპირისპირდა. 3–ჯერ
ესპანელებმა იმარჯვეს, 4–ჯერ ჰოლანდიელებმა, ერთხელ კი მატჩში
გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ანუ ის მატჩი ფრედ დასრულდა. გატანილი
ბურთების შეფარდება "ფურია როხას" მხარესაა 12:10 –ზე. ესპანეთი ფიფას
ოფიციალურ რეიტინგში მე–2 პოზიციას იკავებს, ჰოლანდია კი მე–4–ს.
ბუნებრივია ეს არაფერს წყვეტს. ამ მატჩის წინ თითქმის ყველა ფეხბურთის
მცოდნე ერთზე თანხმდება, რომ მატჩში ფავორიტის სტატუსით არც ერთი გუნდი არ
იასპარეზებს, ხოლო თვითონ მატჩი სანახაობრივი, გახსნილი და დაძაბული
იქნება.
|