"ბარსელონამ" გერმანიის ნაკრებისა და ბრემენის "ვერდერის" ახალგაზრდა
გამთამაშებელ მესუთ იოზილს დაადგა თვალი. მესუთი მსოფლიოს ჩემპიონატზე
იმდენად კარგად ასპარეზობს, რომ გასაკვირი არაა, კატალონიური გიგანტის
შეფები მისი ტრანსფერით რომ დაინტერესდნენ. ჩვენი ესპანელი და გერმანელი
კოლეგების ცნობით, "ბარსელონა" მზადაა, "ვერდერს" ძალიან საინტერესო
წინადადებით მიმართოს. ცნობილია, რომ იოზილის ოცნების გუნდი სწორედ
"ბარსელონაა".
ფერნანდო ტორესი : ''მთავარია მოვიგოთ და ვინ გაიტანს რა მნიშვნელობა აქვს''
|
დაამატა:
beqa |
(ორშაბათი)
1661. |
ფეხბურთელები
ფერნანდო ტორესი მიიჩნევს, რომ გერმანიის ნაკრებთან ნახევარფინალური მატჩი
მისი გუნდისთვის ფინალის ტოლფასია. ფიფას ოფიციალურ საიტს მან განუცხადა,
რომ დიდი იმედით ელის ევრო-2008-ის ფინალის გამეორებას. შეგახსენებთ, რომ
"ელ ნინიომ" იმ მატჩის ერთდაერთი გოლი გაიტანა და "ლა როხას" ბოლო 44 წლის
განმავლობაში პირველი ტიტული მოუპოვა.