გუშინდელი დაძაბული მატჩის შემდეგ, თითოეულ ფეხბურთელს შეეძლო ერთი-ორი
სიტყვის თქმა. გუნდში იმედგაცრუება იგრძნობოდა არასასურველი შედეგის გამო,
მაგრამ ყველანი კმაყოფილები არიან თამაშისი ხარისხით.
როგორც მოსალოდნელი იყო, ლონდონის "ემირეითს სთედიუმზე” ადგილობრივმა
"არსენალმა” და კატალონიის "ბარსელონამ” გულშემატკივრებს სანახაობრივი
ფეხბურთი შესთავაზეს. როგორც პირველი, ასევე მე-2 ტაიმის დასაწყისის
გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ განმეორებითი მატჩის წინ,
არსენ ვენგერის გუნდის შანსები თეორიულზე მეტი იქნებოდა, მაგრამ
ლონდონელებმა გუშინდელი მატჩის და შესაბამისად, 1/2-ფინალში გასვლის
იმედის გადარჩენა შესძლეს. მართალია, "არსენალს” არც ახლა აქვს
კატალონიური ბარიერის დაძლევის დიდი შანსი, მაგრამ შეხვედრის
მიმდინარეობის გათვალისწინებით, ლონდონელები ნამდვილად კმაყოფილები უნდა
იყვნენ.