ელისონ რიდი და ოთარ ჯაფარიძე
ვანკუვერის მთავარ სპორტულ დარბაზში მეოთხე ნომრად გამოვიდნენ და
თავისუფალი პროგრამა შეასრულეს. საერთო ჯამში, მათ 132 მთელი 32 მეასედი
ქულა დააგროვეს და 22-ე ადგილს დასჯერდნენ. საუკეთესო შედეგი მასპინძელი
ქვეყნის წარომამადგენლებმა დაიმსახურეს.
კანადელმა მოციგურავეებმა ვირტუ ტესამ და მოირ სკოტმა ჯამში 221 მთელი
57 მეასედი ქულა მიიღეს და ოლიმპიური ოქროს მედლები მოიპოვეს. საუკეთესო
სამეულში ამერიკელი და რუსი მოციგურავეები მოხვდნენ.