ამერიკული ტრიუმფალური დუბლით დასრულდა ქალ სამთო მოთხილამურეთა დაშვების რბოლა. გამარჯვება ლინდსი ვონმა მოიპოვა. მეორე ადგილზე კი მისი ბავშვობის მეგობარი და მეტოქე, ჯუ- ლია მანკუზო გავიდა. რბოლისას რამდენიმე მოთხილამურე დაეცა. მათ შორის შვედი ანია პერსონი, ვინც ბოლო ტრამპლინზე მეტისმეტად მაღლა ახტა და ფინიშის ხაზი წაქცეულმა, თავით წინ გადაკვეთა მესამეზე ავსტრიელი ელიზაბეთ გიორგლი გავიდა. ასპარეზობა მხოლოდ მერვე შედეგით დაასრულა ვონის გერმანელმა მეგობარმა და ერთ-ერთმა მთავარმა მეტოქემ მარია რიშმა.