"ბარსელონას” ჟუვენილ ბ-ს 16 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი
ჭანტურიამ ისევ იყოჩაღა, თანაც, ამჯერად, დუბლი მიითვალა. ეს მოხდა "ვის
რიუპრიმერთან” მატჩში, რომელიც "ბარსას” ჟუვენილ ბ-მ 4:0 მოიგო და ამის
შედეგად, საკმაო უპირატესობით ლიდერობს "კან-ტერას” ლიგას.
"ვის
რიუმპრიმერთან” ჭანტურიამ შეუცვლელად ითამაშა, პირველ ტაიმში ანგარიში
გახსნა, მეორეში კი წერტილი დასვა – ანუ, დაიწყო და დაამთავრა. წინა ტურის
შეხვედრაში გიორგის გუნდმა 3:0 სძლია "ესპანიოლის” ჟუვენილ ბ-ს, თუმცა,
მაშინ ქართველს გოლი არ შეუგდია.
|