მომავალ უქმეებზე გასამართი "ელ კლასიკოს” წინ, ესპანეთის პრიმერა
დივიზიონში ლიდერი შეიცვალა. მადრიდის "რეალმა”, რომელიც მეთერთმეტე ტურის
წინ მხოლოდ ქულით ჩამორჩებოდა "ბარსელონას”, კატალონიელთა ბასკური
წაფორხილებით ისარგებლა და "რასინგის” ძლევით სათავეში ჩაუდგა გათამაშების
ცხრილს.