საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ჭანტურიამ 26 აგვისტოს “ბარსელონაში” ივარჯიშა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა და ისევე როგორც ფეხბურთელისთვის, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში დღემდე ქართველს არასდროს უვარჯიშია. ჭანტურიასთვის კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას დაინტერესებაც მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა 16 წლის ქართველი თავდამსხმელისთვის.
|