ბარსელონას ფეხბურთელებმა: იაია ტურემ, ხერარდ პიკემ, ტიერი ანრიმ და ენრიკემ მონაწილეობა მიიღეს გუშინ ჩატარებულ მატჩში სიეტლის საუნდერის წინააღმდეგ და შთაბეჭდილებები გაუზიარეს კლუბის ოფიციალურ მედიას.
ტურე “კარგად ვითამაშეთ. მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება, ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ. ჩვენი შემდეგი მოწინააღმდეგე გუადალახარას ჩივასი ასევე კარგი გუნდია.”
პიკე “საამაყოა ასეთი სავსე სტადიონის ნახვა. მინდორი არ იყო საუკეთესო მდგომარეობაში, მაგრამ ხალხმა კარგი თამაში იხილა. ორი გოლით, მესიმ აჩვენა, რომ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”
ანრი “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ დაშავდა, რადგან მინდორი საშინელი იყო. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ბარსას შესანიშნავი ახალგაზრდული აკადემია ჰყავს. მათ ნამდვილად მოსწონთ თამაში და თამაშობენ, როცა ამის შანსი აქვთ.”
ენრიკე “ვფიქრობ, გუნდს კარგი თავდაცვა და თავდასხმა ჰყავს. მესი? ის შესანიშნავი მოთამაშეა. როცა თამაშობს, ყოველთვის ბედნიერია. აქ უამრავი მაღალი ხარისხის ფეხბურთელია. ვერც შევადარებ ჩემ ყოფილ გუნდებს.”