კატალონიური სპორტული გამოცემა “El Mundo Deportivo” იტყობინება, რომ
“ლევერპულის” საყრდენი ნახევარმცევლი, 25 წლის ხავიერ მასკერანო უახლოეს
დღეებში შეხვდება “ბარსელონას” ხელმძღვანელობას.დღეს
მასკერანო ჩაფრინდა “ბარსელონაში”, რადგან მისი ამჟამინდელი კლუბი
“ლივერპული” ხვალ გამართავს ამხანაგურ მატჩს ადგილობრივ “ესპანიოლთან”.
ამ სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში კატალონიელთა მთავარ სამიზნეს
წარმოადგენს პრემიერ ლიგაში მოთამაშე ორი ფეხბურთელი, ესენი არიან: ხავიერ
მასკერანო და ცესკ ფაბრეგასი. მერსისიაიდელები ხავიერში 50 მილიონ ევროს
ითხოვენ, ხოლო კატალონიელები არ აპირებენ 30 მილიონ ევროზე მეტის გადახდას.
გასულ თვეში, მასკერანოს აგენტი შეხვდა ჩიკი ბეგირისტიანს და გავრცელდა
ინფორამაცია, რომ მათ შორის პრინიციპული შეთანხმება იქნა მიღწეული, რომლის
მიხედვითაც, ხავიერი “ბარსელონას” რიგებში გაატარებს 5 სეზონს და
წელიწადში მიდი ხელფასი იქნება 5 მილიონი ევრო. შესაძლებელია, რომ
მოლაპარკებები ახალ ფაზაში გადავიდეს, რადგან დღეს ან ხვალ მასკერანო
აპირებს შეხვდეს კატალონიელთა წარმომადგენლებს.სავარაუდოდ ყველაფერი
მომავალ კვირაში გაირკვევა, რადგან ამჟამად “ბარსელონას” ხელმძღვანელობა
გუნდათ ერთად წასულია ამერიკულ ტურნეში.
წყარო: fcbtransfers.blogspot.com
|