მონაკოში კატალონიელებმა მოახერხეს მესამე ევროპის სუპერ თასის
დასაკუთრება კლუბის ისტორიაში, რაც ნიშნავს, რომ ისინი ”ლივერპულს”
შეურთდნენ, რომელსაც ასევე ეს თასი სამჯერ აქვს მოგებული და ამ ტიტულის
მფლობელებში მეორე ადგილს ინაწილებენ მათთან ერთად. მწვერვალზე კი
“მილანი” იმყოფება. “ბარსელონა” აგრძელებს
ელიტალურ ევროპულ ფეხბურთში ადგილის გამაგრებას. მაისში პეპ გუარდილას
შეგირდები მესამე ჩემპიონთა ლიგის ტიტულით იმ მცირე ჯგუფს შეუერთდნენ,
რომელთაც ჩემპიონთა თასი სამჯერ აქვთ მოგებული, ხოლო გუშინ კი “უეფას”
სუპერ თასის აღებით “მილანის” შემდგომ მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ. გუშინ
ამ თასის მოპოვებისთვის ერთმანეთში უძლიერესის ვინაობას ამჟამინელი
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ “ბარსელონა და “უეფას” თასის გამარჯვებული
“შახტარი” არკვევდნენ. ამ მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი კატალონიური
კლუბის აღზრდილი პედრო როდრიგესი გახლდათ.
“მილანი” სიის თავში
გუშინდელი გამარჯვებით, “ბარსას” იმდენივე ევროპული სუპერ თასის ტიტული
დაუგროვდა, რამდენიც “ლივერპულს.” სწორედ ეს ორი გუნდი ინაწილებს მეორე
ადგილს “მილანის” შემდგომ. მხოლოდ იტალიურ კლუბს შეუძლია იამაყოს
აღნიშნული გათამაშების ყველაზე მეტჯერ მოგებით. ამ სამი გუნდის შემდეგ
ორ-ორი გამარჯვებით “ვალენსია”, “აიაქსი”, “ანდერლეხტი” და “იუვენტუსი”
დგანან. ხოლო იმ კლუბთა რაოდენობა, რომლებმაც ეს დაპირისპირება ერთხელ
მოიგეს, 15 -ს აღწევს.
პირველი გამარჯვება გერმანელებთან
მას შემდეგ, რაც “ბარსამ” პირველად იასპარეზა “უეფას” სუპერ თასის
გათამაშებაში 19 წელი გავიდა პირველ მოგებამდე. ეს ყველაფერი 1973 წელს
დაიწყო. კატალონიელებს ფინალში “ნოტინგემ ფორესტი” შეხვდათ, სადაც
სამწუხაროდ არაესპანური გუნდისთვის დაფიქსირდა სასიკეთო ანგარიში. შემდეგ
იყო “ასტონ ვილასთან” დამარცხება 1982 წელს, შემდეგ ”მილანთან” – 1989
წელს. პირველ გამარჯვებას “ასულგრანას” ფეხბურთელებმა იოჰან კრუიფის
მწვრთნელობის პერიოდში მიაღწიეს 1992 წელს ბრემენის “ვერდერის” წინააღმდეგ
ბრძოლაში. ამ დროს გუნდები ორი მატჩის ჯამში არკვევდნენ გამარჯვებულის
ვინაობას. “ბარსამ” პირველი შეხვედრა სტუმრად ჩაატარა და მხოლოდ ფრეს,
1:1 -ს, დასჯერდა. “ნოუ კაპმზე” კი “ოცნების გუნდმა” სტუმრებს 2:1 სძლია
და პირველად დაესაკუთრა ამ ტიტულს. 1997 წელს ლუის ვან გაალის
ხელმძღვანელობით “ბარსამ” იგივეს განმეორება მოახერხა დორტმუნდის
“ბორუსიას” წინააღმდეგ. ეს იყო ბოლო ორ მატჩიანი დაპირისპირება ამ
გათამაშების ისტორიის მანძილზე. კატალონიელებმა პირველი მატჩი საკუთარ
კედლებში 2:0 იმარჯვეს. მართალია სტუმრად გამარჯვება ვერ მოიპოვეს (1:1),
მაგრამ თასი თავს ზემოთ ლუის ვან გაალის შეგირდთა კაიტანმა ასწია.
ჯილდოები
5 ტიტული – მილანი
3 ტიტული – ბარსელონა და ლივერპული
2 ტიტული – აიაქსი, ვალენსია, ანდერლეხტი და იუვენტუსი
1 ტიტული – პორტუ, მანჩესტერ იუნაიტედი, მადრიდის რეალი, კიევის
დინამო, ნოტინგემ ფორესტი, სევილია, ასტონ ვილა, აბერდინი, ბუქარესტის
სტიაუა, მაჩელენი, პარმა, ჩელსი, ლაციო, გალათასარაი და ზენიტი.
წყარო www.fcbarcelona.cat
|