მონაკოში კატალონიელებმა მოახერხეს მესამე ევროპის სუპერ თასის
დასაკუთრება კლუბის ისტორიაში, რაც ნიშნავს, რომ ისინი ”ლივერპულს”
შეურთდნენ, რომელსაც ასევე ეს თასი სამჯერ აქვს მოგებული და ამ ტიტულის
მფლობელებში მეორე ადგილს ინაწილებენ მათთან ერთად. მწვერვალზე კი
“მილანი” იმყოფება. “ბარსელონა” აგრძელებს
ელიტალურ ევროპულ ფეხბურთში ადგილის გამაგრებას. მაისში პეპ გუარდილას
შეგირდები მესამე ჩემპიონთა ლიგის ტიტულით იმ მცირე ჯგუფს შეუერთდნენ,
რომელთაც ჩემპიონთა თასი სამჯერ აქვთ მოგებული, ხოლო გუშინ კი “უეფას”
სუპერ თასის აღებით “მილანის” შემდგომ მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ. გუშინ
ამ თასის მოპოვებისთვის ერთმანეთში უძლიერესის ვინაობას ამჟამინელი
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ “ბარსელონა და “უეფას” თასის გამარჯვებული
“შახტარი” არკვევდნენ. ამ მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი კატალონიური
კლუბის აღზრდილი პედრო როდრიგესი გახლდათ.