სახელი: ლიონელ ანდრეს მესი
ნომერი: 10
დაბ. ადგილი: სანტა ფე (არგენტინა)
დაბ. თარიღი: 24-06-1987
სიმაღლე: 169 სმ
წონა: 67 კგ
არგენტინელმა თავდამსხმელმა საფეხბურთო კარიერა 1995 წელს, “ნიუელ ოლდ ბოიზში” დაიწყო, სადაც 2000 წლამდე გამოდიოდა. 13 წლის ასაკში ლიონელს ატლანტიკის ოკეანის გადალახვა მოუწია იმისათვის, რომ “ბარსელონაში” ჩარიცხულიყო.
თავდაპირველად მესი “ბარსას” 14 წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა მას შემდეგ არნახული პროგრესი განიცადა. სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების შემდეგ იყო “ბარსა ც”, შემდეგ “ბარსა ბ” და ბოლოს კატალონიური კლუბის პირველი გუნდიც.
2003–2004 წლების სეზონში, როდესაც მესი ჯერ მხოლოდ 16 წლის იყო, პირველ გუნდთან ერთად “პორტუს” წინააღმდეგ, “დრაგაოს” სტადიონის გახსნით მატჩში მიიღო მონაწილეობა. ოფიციალურ მატჩში კი მესი მოედანზე 2004 წლის 16 ოქტომბერს გამოვიდა “ესპანიოლთან” შეხვედრაში.
ვინაიდან იმ დროისთვის პირველი გუნდის არაერთი ფეხბურთელი იყო ტრავმირებული, მწვრთნელს ხშირად უწევდა სარეზერვო გუნდიდან მოთამაშეების გამოძახება და მესიც ნელ–ნელა იქცა პირველი გუნდის წევრად. 2005 წლის 1 მაისს მესი გახდა კლუბის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში მოახერხა გოლის გატანა. ეს მოხდა “ალბასეტესთან” გამართულ შეხვედრაშ. იმ დროისთვის მესი მხოლოდ 17 წლის, 10 თვის და 7 დღის იყო. თუმცა ეს რეკოდრი მოგვიანებით ბოიან კრკიჩმა დაამხო.
მესიმ გაიბწყინა მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატზეც, რომელიც ჰოლანდიაში გაიმართა. ის ჩემპიონაის ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთლების ტრიუმფით დასრულდა, ხოლო მესი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა. 18 წლის ასაკში მესი უკვე ითვლებოდა მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად. ცოტა ხანში კი მას არგენტინის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი უნგრეთის წინააღმდეგ.
მესის, როგორც “ბარსელონას” პირველი გუნდის უცვლელ წევრად გადაქცევას ადგილი 2005–2006 წლების სეზონში ჰქონდა, რომელიც არგენტინელმა ფეხბურთელმა გამპერის თასზე, “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართული შესანიშნავი თამაშით დაიწყო. მესი ასევე მონაწილე გახდა “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსელონას” მიერ 3:0 მოგებული შეხვედრისა. ასევე, “სტემფორდ ბრიჯზე”, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით “ჩელსის” წინააღმდეგ გამართული თამაშისა. სამწწუხაროდ მესის სეზონის ბოლომდე ჩამთავრება ტრავმამ არ დააცადა. იმ სეზონში ლიონელმა ესპანეთის ჩემპიონატში 17, ჩემპიონთა ლიგაში 6 და ესპანეთის თასზე 2 შეხვედრა ჩაატარა და მთლიანობაში 8 გოლის გატანა მოახერხა.
მომდევნო სეზონში მესიმ მთელი მსოფლიო განაცვიფრა, გაიტანა რა დაუჯერებელი გოლი “ხეტაფეს” კარში ესპანეთის თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში. მიუხედავად იმია, რომ 2006–2007 წლების სეზონში “ბარსელონა” ტიტულის გარეშე დარჩა, მესი ფიფას ვერსიით მაინც გახდა მსოფლიოს მეორე საუკეთესო ფეხბურთელი. იმავე წელს, “ფრანს ფუტბოლის” დაჯილდოებაზე მესიმ მესამე ადგილი დაიკავა. არგენტინელ ფეხბურთელს არც ამის შემდეგ შეუწყვიტავს პროგრესირება და 2007–2008 წლების სეზონში ჩატარებულ 40 შეხვედრაში თავი 16 გოლით და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩნა. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” კვლავ უტიტულოდ განაგრძობდა გამოსვლა, 2008 წელს მესიმ ზედიზედ მეორედ დაიკავა მეორე ადგილი ფიფას მიერ წლის ფეხბურთელის გამოსავლენად გამართულ ცერემონიალზე.
არგენტინის ნაკრებთან ერთად მესიმ მონაწილეობა მიიღ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე და კოპა ამერიკის 2007 წლის გათამაშებაზე. ამ უკანასკნელ ტურნირში არნგენტინამ ფინალამდეც მიაღწია, მაგრამ იქ ბრაზილიას ვეღარ აჯობა.
თვისებები
მესი განსაკუთრებული ფეხბურთელია. იგი არის შემოქმედი, რომელსაც მცველების იოლად მოტყუების დიდი შესაძლებლობები აქვს.ლიონელი არის ცაცია ფეხბურთელი, რომელსაც თანაბარი სიძლიერით შეუძლია როგორც მოედნის ცენტრში, ასევე ფლანგზე თამაში.
მესი არის საკმაოდ სწრაფი და მიუხედავად სიდაბლისა, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ ტანით მასზე დიდ მოწინააღმდეგეებთან გამართული ორთაბრძოლები მოიგოს. არგენტინელ ფეხბურთელს ეხერხება დაუჯერებელი მდგომარეობებიდან თავის დაძვრენა, კუთხურების, ჯარიმების და თერთმეტმეტრიანების შესრულება.
გუნდური მიღწევები
ესპანეთის ჩემპიონი – 2004/05, 2005/06, 2008/09
ესპანეთის თასი – 2008/09
ესპანეთის სუპერთასი – 2005/06, 2006/07, 2009/10
ჩემპიონთა ლიგა – 2005/06, 2008/09
ევროპის სუპერთასი – 2009/10
ოლიმპიური ჩემპიონი – 2008
20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონი – 2005
ინდივიდუალური მიღწევები
მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომარდირი – 2005
მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2005
ევროპსი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2007
კოპა ამერიკის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2007
არგენტინის წლის ფეხბურთელი – 2005, 2007
FIFPro–ს ვერსით წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2005/06, 2006/07, 2007/08
World Soccer–ს ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთლი – 2005/06, 2006/07, 2007/08
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი – 2006/07, 2008/09
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლათინო–ამერიკელი ფეხბურთელი – 2006/07, 2008/09
უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი – 2008/09
უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი – 2008/09
უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი – 2008/09