სახელი: დანიელ ალვეშ და სილვა
ნომერი: 2
დაბ. ადგილი: ჟუაზეირო (ბრაზილია)
დაბ. თარიღი: 06.05.1983
სიმაღლე: 173 სმ
წონა: 64 კგ
დანიელ ალვეში მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერეის მარჯვენა მცველია, რომელიც თავისი ფლანგის ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია ვიხილოთ. ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2008 წლის ზაფხულში, 25 წლის ასაკში გადავიდა მას შემდეგ, რაც ესპანურ “შევილიაში” 6 წელი გაატარა.
დანიელ ალვეშ და სილვა ბრაზილიაში, ბაიას შტატის ქალაქ ჟუაზეიროში დაიბადა 1983 წლის 6 მაისს. ახალგაზრდა ალვეშმა ფეხბურთის თამაში რეგიონის უძლიერეს კლუბში, “ესპორტე კლუბ ბაიაში” დაიწყო. აწ უკვე “ბარსელონას” ფეხბურთელმა თავისი პირველი კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და 18 წლის ასაკში პირველ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. ახალგაზრდა მცველს თავუს გამოჩენის შანსი “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ევარისტო დე მაჩედომ მისცა.
ალვეშის სადებიუტო შეხვედრა მისმა კლუბმა 3:0 მოიგო, ხოლო თავად ფეხბურთელმა შესანიშნავი შთაბეჭილება დატოვა. მან გამოიმუშავა თერთმეტმეტრიანი და ერთი საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.
პირველი ტიტული ალვეშმა 2001 წელს მოიპოვა, როდესაც მისმა გუნდმა ბაიას ჩემპიონატი მოიგო. ამას მოჰყვა 2001 და 2002 წლებში ნორთესტის თასის მოპოვებაც. ახალაგაზრდა ფეხბურთელის თამაში უყურადღებოდ არ დარჩენია ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელს, რომელმაც ალვეში გუნდში 2003 წლის იანვარში მიიწვია.
ამ დროისთვის ალვეში უკვე “სევილიაში” თამაშობდა იჯარის წესით და ვინაიდან თავი ესპანეთშიც კარგად წარმოაჩინა, ანდალუსიური კლუბის ხელმძღვანელობამ მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვიტა. 2003 წელს დანიმ ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ფინალში ალვეშის ბრაზილიამ ანდრეს ინიესტას ესპანეთს 1:0 სძლია, ხოლო თავად ალვეში ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დასახელდა.
2003/04 წლების სეზონში ალვეშმა “სევილიას” შემაგენლობაში 29 შეხვედრა ითამაშა და უეფას თასის საგზური მოიპოვა.
2005/06 წლების სეზონში ალვეში გუნდში როგორც დაცვითი, ასევე შემტევი ფუნქციების შესრულებით იყო დაკავებული და ანდალუსიელებს უეფას თასის მოგებაში დაეხმარა. “ბარსელონას” დღევანდელი მეორე ნომერი იმ გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო რამოდენიმე თვეში, მისმა “სევილიამ” ევროპის სუპერთასზე “ბარსას” 3:0 სძლია და ალვეში ამ შეხვედრაშიც საუკეთესო იყო.
მომდევნო სეზონში ალვეშმა “სევილიასთან” ერთად კიდევ ერთხელ მოიგო უეფას თასი და ზედ ესპანეთის თასიც დააყოლა. 2007/08 წლების დასწყისში ალვეშის გუნდმა მადრიდის “რეალს” ესპანეთის სუპერთასის მოსაპოვებლად გამართულ ორრაუნდიან ბრძოლაში სძლია, ხოლო იმავე სეზონში მარჯვენა მცველმა პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე. იმ სეზონში ალვეშმა ესპანეთის ჩემპიონატში 33 თამაში ჩაატარა და ამ მაჩვენებლით გუნდში ხესუს ნავასის შემდეგ მეორე იყო.
“ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ, პირველივე სეზონში, ალვეშმა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მან “ბარსას” რიგებში სულ რამოდენიმე შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ მათ შორის იყო რომში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალიც. მიუხედავად თავისი ამპლუისა, ალვეშმა პირველ კატალონიურ სეზონში, 54 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.
გარდა საკლუბო ფეხბურთისა, ალვეში წარმატებით ასპარეზობს ეროვნულ ნაკრებშიც. მან ბრაზილიის პირველ გუნდთან ერთად 2007 წელს კოპა ამერიკის, 2009 წელს კი კონფედერაციის თასის მოგება მოახერხა.
მიუხედავად იმისა, რომ ალვეში სიმაღლეში სულ რაღაც 173 სანტიმეტრია და 64 კილოს იწონის, იგი ფიზიკურად მაინც ძალზედ ძლიერია. იგი დაუღალავად დარბის თავის ფლანგზე და ხშირად ერთვება შეტევებში ისე, რომ არც უპირველეს მოვალეობას ივიწყებს. ბრაზილიელი მცველი კარგად ფლობს ორივე ფეხს, არის სტანდარტული მდგომარეობების კარგი შემსრულებელი და ხშირად ახორციელებს მეტოქის საჯარიმოში ბურთის სახიფათო ჩაწოდებებს.
გუნდური მიღწევები
ბარსელონა
ესპანეთის ჩემპიონატი – 2008/09
ესპანეთის თასი – 2008/09
ესპანეთის სუპერთასი – 2009/10
ჩემპიონთა ლიგა – 2008/09
ევროპის სუპერთასი – 2009/10
სევილია
ესპანეთის თასი – 2006/07
ესპანეთის სუპერთასი – 2007/08
უეფას თასი – 2006/07, 2007/08
ევროპის სუპერთასი – 2006/07
სპორტ კლუბ ბაია
ბაიას ჩემპიონატი – 2001
ნორთესტის თასი – 2001, 2002
ბრაზილიის ნაკრები
კონფედერაციის თასი – 2009
კოპა ამერიკა – 2007
მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატი – 2003
ინდივიდუალური მიღწევები
უეფას თასის საუკეთესო ფეხბურთელი – 2005/06
ევროპის სუპერთასის საუკეთესო ფეხბურთელი – 2006