მაშინ როცა პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთი გრანდი "რეალი" კალიფორნიაშია,
ჩემპიონი "ბარსელონა" სამხრეთ კორეაში დაბანაკდა. კატალონიური კლუბი აზიურ
ტურნეზე ნორვეგიიდან გაემართა, სადაც "ვალერენგასთან" ამხანაგური მატჩი
გამართა და 4:2 მოიგო. სულ ბოლოს გუნდს ლეო მესი და დანი ალვეში
შეუერთდნენ, მაგრამ ბოიან კრკიჩი და ჟეფრენი დააკლდნენ, რადგან ისინი
ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს. ამგვარად ხოსეპ გვარდიოლას
განკარგულებაში პირველი გუნდის 9 წევრი და 17 სარეზერვო გუნდის ფეხბურთელი
დარჩა.
გუარდიოლამ აარჩია 28 ფეხბურთელი აზიის ტურნესთვის. მესი, ალვეში და სხვა 9 პირველი გუნდის მოთამაშე და 17 ბარსა ბ-ს ფეხბურთელი. ხეფრენი და ბოიანი ტურნეს გამოტოვებენ, რადგან ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში არიან გამოძახებულნი. სრულიადში შემადგენლობა
პეპ გუარდიოლას მიერ შერჩეული შემადგენლობა სამშაბათს ნორვეგიაში
გაემგზავრება, სადაც გამართავენ სეზონის წინ ამხანაგურ მატჩს ვალერენგას
წინააღმდეგ. 8 ფეხბურთელი ძირითადისაა , ხოლო 14 რეზერვის. პირველი გუნდიდან , პინტო,ადრიანო,იბრაჰიმოვიჩი,კეიტა,მაქსველი,მილიტო და ვიქტორ სანჩესი. რეზერვიდან მინიო,არმანდო,ბენია,დალმაუ,ედუორიოლი,ილიე,ჟონათან დოს სანტოსი,ჟონათან სორიანო,მარტი რივეროლა,მუნიესა,ნოლიტო,სერხი გომესი,სერხი რობერტო და ტელო.
გუშინ, გელზენკირხენის "შალკესთვის" ისტორიული დღე იყო: ლევან ყენიას
კლუბმა მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილი ლეგენდარული თავდამსხმელი რაული
ოფიციალურად წარადგინა. "შალკეს" ხელმძღვანელებმა და გულშემატკივრებმა 33
წლის ესპანელს გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.
რაულმა "ფელტინს
არენა აუფ შალკეს" მინდორზე ლურჯი ხალიჩის გავლით შეაბიჯა და ალბათ ცოტათი
გაკვირვებული იყო იმით, რომ მის ოფიციალურ წარდგენას 1000-ზე მეტი ფანი არ
დაესრო.
რაული: “ინგლისის, ან გერმანიის პირველობაზე ვითამაშებ”
|
დაამატა:
beqa |
(ოთხშაბათი)
962. |
სიახლეები
მადრიდის "რეალში”, ლეგენდარული რაულის ერა დასრულდა. 33 წლის
ფეხბურთელმა, რომელიც "სამეფო კლუბში” 1994 წლიდან გამოდიოდა, ახალი
სეზონის წინ, გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. 16 წლის განმავლობაში,
ფორვარდმა ყველა რანგის ტურნირში "რეალის” მაისურით 723 შეხვედრა ჩაატარა
და 324 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლებით, მადრიდული კლუბის ისტორიაში მას
ვერავინ შეედრება. - კარიერის განმავლობაში ვისთანაც გითამაშიათ, საუკეთესო პარტნიორად რომელ ფეხბურთელს მიიჩნევთ?
- ეროვნულ ნაკრებში ასეთი ხოსეპ გვარდიოლა იყო, რომელთან ერთადაც ბევრი
დასამახსოვრებელი დღე გამიტარებია და ის მაშინაც, მოედანზე, უკვე
მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, ნაკრებში პირველი გოლის გატანისას, პასი
სწორედ მან მომცა. ერთმანეთს საუცხოოდ ვუგებდით.
ესპანეთისა და საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის
ფინალში არიან. ლუის მილიას ესპანეთმა იოლად დაძლია ნახევარფინალური
ბარიერი, ინგლისის ნაკრები სერხიო კანალესის შოუს წყალობით 3:1 დაამარცხა.
"ფურია როხიტამ" ჯგუფური ეტაპი სამივე გამარჯვებით დაასრულა, ინგლისელები
კი სასწაულებრივ გავიდნენ ნახევარფინალში. ამიტომაც მატჩის ფავორიტი
მილიას გუნდი იყო. "როხიტამ" უპირატესობა მე-12 წუთზევე დაამტკიცა, როცა
ნაკრების ლიდერმა სერხიო კანალესმა მარჯვენა ფლანგზე გაინავარდა და
საჯარიმოს მარცხენა კუთხეში დანი პაჩეკოს უპასა. "ლივერპულის" ახალგაზრდა
ფორვარდმა კი არ დაახანა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. ეს პაჩეკოს
მე-4 გოლი იყო ევროპის ჩემპიონატზე.
30 ივლისს ლეო მესი და დანი ალვეში ბარსას შეუერთდებიან, მათი არდადეგები დასასრულს უახლოვდება. რაც შეეხება მესის, მან გვარდიოლასგან მიიღო ნებართვა მაშინ ჩამოსულიყო, როცა მოისურვებდა. გავიხსენოთ, რომ გასულ სეზონზე არგენტინელმა თითქმის ყველა შესაძლო პრიზი მიიღო, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ დონეზე, ამასთან, მესი გვარდიოლას გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა.
18 წლის ესპანელი ინტერნაციონალის, პაბლო სარაბიას ბარსაში გადასვლის
შესახებ მოლოდინი არ გამართლდა. სარაბიამ მადრიდის რეალთან ახალი
კონტრაქტი გააფორმა და 2013 წლამდე გააგრძელა ამ გუნდში მოღვაწეობა.