1899 წლის 29
ნოემბერს, შვეიცარიელმა ემიგრანტმა – ჰანს გამპერმა, თერთმეტ ენთუზიასტთან
ერთად კატალონიის დედაქალაქში, სადაც ფეხბურთი ჯერკიდევ თითქმის უცნობი
სპორტის სახეობა იყო, ჩამოაყალიბა საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა”.
იგი ალბათ ვერასეოდეს წარმოიდგენდა, თუ რა დიდი სამსახურს გაუწევდა
შემდგომში მსოლფიო ფეხბურთს მისი ეს ინიციატივა. “ბარსელონას”
ჩამოყალიბებიდან ას წელზე ცოტა მეტ ხნის შემდეგ კლუბი არამარტო ფეხბურთის,
არამედ ზოგადად სპორტის ფარგლებსაც გასცდა და წარამტებით განახორციელა
იდეა, რომელსაც ეწოდება “მეტი ვიდრე კლუბი”.
“ბარსელონა” მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს აერთიანებს და
არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არ ამედ საზოგადოებრივი, პოლიტიკური და
კულტურული თვალსაზირისითაც. კატალონიელი ხალხის ძნელბედობის ჟამს
“ბარსელონა” ყოველთვის იყო თავისუფლების გამოხატულება, რომლის
დახმარებითაც კატალონიელები მთელს მსოფლიოს აუწყებდნენ, რომ მათ ჯერ კიდევ
შერჩენილი ჰქონდათ მათთვის დამახასიათებელი თვისებები. თითქმის
დაარსებიდან მოყოლებული, “ბარსელონა” ასოცირდება ხალხზე, განსაკუთრებით კი
ბავშვებზე ზრუნვასთან, რამაც თავის განვითარება 21–ე საუკუნეშიც ჰპოვა
“იუნისეფთან” გაფორმებული უპრეცედენტო ხელშეკრულების სახით.