Нарды - древняя восточноазиатская игра, завоевавшая популярность в христианском мире после Крестовых походов. Азартная, быстрая, требующая математической сообразительности и ловкости рук - она распространилась по всему земному шару. Очень часто в уличных кафе можно наблюдать, как пара игроков увлеченно стучит костями и фишками, а вокруг собирается группа восторженных зрителей. Познакомьтесь с нардами и вы!
თქვენ გაქვთ საშუალება გადათარგმნოთ დიდი ზომის ტექსტები და ასევე ცალკეული სიტყვები. აირჩიეთ ენები, რომლიდანაც რომელზე გსურთ ტექსტის გადათარგმნა და დააწექით ღილაკს "Translate"
სახელი: რაფაელ მარკეს ალვარესი ნომერი: 4 დაბ. ადგილი: ზამორა (მექსიკა) დაბ. თარიღი: 13-02-1979 სიმაღლე: 182 სმ წონა: 74 კგ
კარიერა
რაფაელ მარკესმა თავისი საფეხბურთო კარიერა
გვადალახარას “ატლასში” დაიწყო, სადაც მას დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა.
მან მექსიკურ კლუბში საკმაოდ წარმატებით ჩაატარა 77 შეხვედრა და 1997 წელს
მექსიკის ეროვნულ ნაკრებში მიწვევაც მიიღო. 1999 წელს მარკესი მექსიკიდან
6 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფრანგულ “მონაკოში” გადავიდა. მარკესს არც
საფრანგეთში გასჭირვებია თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა და უკვე
პირველივე წელს იგი გუნდს ქვეყნის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.
მიუხედავად დიდი კლუბების მხრიდან არსებული შეთავაზებებისა, მარკესი
“მონაკოში” 2003 წლამდე მაინც დარჩა. 2003 წელს კი მან ვერ გაუძლო
ცდუნებას, რომელიც გამოწვეული იყო “ბარსელონას” შეთავაზებით და 5 მილიონი
ევროს სანაცვლოდ კატალონიურ კლუბში გადაბარგდა. პირველ სეზონში მარკესმა
ესპანეთის ჩემპიონატში 21 მატჩი ჩაატარა და გუნდს მეორე ადგილის
მოპოვებაში დაეხმარა. ის სეზონი მარკესი დაცვის ცენტრში თამაშობდა.
2004–05 წლების სეზონში მარკესი ძირითადად საყრდენი ნახევარმცველის
პოზიციაზე თამაშობდა, რადგან ტრამვები აწუხებდათ ტიაგო მოტას, ედმილსონს
და ჯერარდს. ეს სეზონი მარკესმა ბრწყინვალედ ჩაატარა და “ბარსელონას” მიერ
ესპანეთის ჩემპიონატის მოგების ერთ–ერთ შემოქმედად იქცა.
სახელი: ლიონელ ანდრეს მესი ნომერი: 10 დაბ. ადგილი: სანტა ფე (არგენტინა) დაბ. თარიღი: 24-06-1987 სიმაღლე: 169 სმ წონა: 67 კგ
არგენტინელმა თავდამსხმელმა საფეხბურთო კარიერა 1995 წელს,
“ნიუელ ოლდ ბოიზში” დაიწყო, სადაც 2000 წლამდე გამოდიოდა. 13 წლის ასაკში
ლიონელს ატლანტიკის ოკეანის გადალახვა მოუწია იმისათვის, რომ
“ბარსელონაში” ჩარიცხულიყო.
თავდაპირველად მესი “ბარსას” 14 წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა მას
შემდეგ არნახული პროგრესი განიცადა. სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების
შემდეგ იყო “ბარსა ც”, შემდეგ “ბარსა ბ” და ბოლოს კატალონიური კლუბის
პირველი გუნდიც.
2003–2004 წლების სეზონში, როდესაც მესი ჯერ მხოლოდ 16 წლის იყო,
პირველ გუნდთან ერთად “პორტუს” წინააღმდეგ, “დრაგაოს” სტადიონის გახსნით
მატჩში მიიღო მონაწილეობა. ოფიციალურ მატჩში კი მესი მოედანზე 2004 წლის
16 ოქტომბერს გამოვიდა “ესპანიოლთან” შეხვედრაში.
სახელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნომერი: 9 დაბ. ადგილი: მალმიო (შვედეთი) დაბ. თარიღი: 03.10.1981 სიმაღლე: 195 სმ წონა: 95 კგ
ზლატან
იბრაჰიმოვიჩი დაიბადა შვედეთში, ქალაქ მალმიოში 1981 წლის 3 ოქტომბერს.
მისი მამა იყო ბოსნიელი, დედა კი ხორვატი. ახმახი შვედი თავდამსხმელი
“ბარსელონას” თავისი კარიერის პიკზე შეუერთდა. დღესდღობით იბრაჰიმოვიჩი
მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია. იგი კარგად თამაშობს მეორე
სართულზე, არის სწრადი, შედეგიანი, ეფექტური. მისი სათამაშო სტილი
თანაგუნდელებს უკეთ თამაშის საშუალებას აძლევს.
საფეხბურთო
კარიერა იბრაჰიმოვიჩმა “მალმიოში” დაიწყო, 2001 წელს კი “აიაქსში”
გადაბარგდა, სადაც დღევანდელ პარტნიორთან, მაქსველთან ერთად უწევდა
ასპარეზობა. ამსტერდამულ კლუბში იბრაჰიმოვიჩმა დაიწყო იმ თამაშს ჩვენება,
რომლის წყალობითაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. “აიაქსში” შვედის
მწვრთნელი, წარსულში “ბარსელონას” ვარსკვლავი, რონალდ კუმანი იყო.
სახელი: დანიელ ალვეშ და სილვა ნომერი: 2 დაბ. ადგილი: ჟუაზეირო (ბრაზილია) დაბ. თარიღი: 06.05.1983 სიმაღლე: 173 სმ წონა: 64 კგ
დანიელ ალვეში მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერეის მარჯვენა მცველია, რომელიც
თავისი ფლანგის ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია ვიხილოთ. ბრაზილიელი
ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2008 წლის ზაფხულში, 25 წლის ასაკში გადავიდა
მას შემდეგ, რაც ესპანურ “შევილიაში” 6 წელი გაატარა.
დანიელ ალვეშ და სილვა ბრაზილიაში, ბაიას შტატის ქალაქ ჟუაზეიროში
დაიბადა 1983 წლის 6 მაისს. ახალგაზრდა ალვეშმა ფეხბურთის თამაში რეგიონის
უძლიერეს კლუბში, “ესპორტე კლუბ ბაიაში” დაიწყო. აწ უკვე “ბარსელონას”
ფეხბურთელმა თავისი პირველი კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და 18
წლის ასაკში პირველ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. ახალგაზრდა მცველს თავუს
გამოჩენის შანსი “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ევარისტო დე მაჩედომ
მისცა.
ნომერი: 2 დაბ. ადგილი: მონტევიდეო (ურუგვაი) დაბ. თარიღი: 07-04-1987 სიმაღლე: 182 სმ წონა: 77 კგ
ხოსე-მარტინ კასერესი დაიბადა 1987 წელს
17 მარტს, ქალაქ მონტევიდეოში. 183სმ. 77კგ. კონტრაქტით კლუბთან არის
2012წლამდე დაკავშირებული.
2007წლის თებერვალში ურუგუაული “დეფენსერ
სპორტინგ”_იდან, “ვილიარეალ”_ში, მაგრამ ამ კლუბის მაისურით მას არცერთი
მატჩი არ უთამაშია, მან თავისი სადებიუტო სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა
ეპანეთის პრემერადივიზიონში “რეკრიატივო”_ს შემადგენლობაში.
მან თავისი თამაშით მადრიდის “რეალი”_ს,
“ჩელსი”_ს და სხვა ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია, 2008წლის 4
ივნისს მან კონტრაქტი მოაწერა “ბარსელონა”_სთან მოაწერა, 16 მილიონი ევროს
სანაცვლოდ, კონტრაქტის პირობების თანახმად, თუ “ვილიარეალ”_ს მისი
გამოსყიდვა მოუნდება 50 მილიონი ეურო უნდა გადაუხადოს კატალონიურ გრანდს.
ის მე_14 ურუგუაელი ფეხბურთელია ვისაც კი
“ბარსელონა”_ს მაისური მოურგია, “ბარსელონა”_ს ისტორიაში ყველაზე ცნობილი
ურუგუაელი ფეხბურთელი იყო ხული-სესარ ბენიტესი, რომელიც, 1968 წელს
ღვიძლის ცეროზით გარდაიცვალა.
სახელი: ვიქტორ ვალდეს არიბასი ნომერი: 1 დაბ. ადგილი: ჰოსპიტალეტ დე ლობრეგატი დაბ. თარიღი: 14-01-1982 სიმაღლე: 183 სმ წონა: 78 კგ
კარიერა
ვიქტორ ვალდესმა თავისი საფეხბურთო კარიერა
“ბარსელონას” ახალგაზრდულ კლუბში დაიწყო, სადაც იგი 1992 წლის 1 ივნისს
მივიდა. მაგრამ, იმავე წლის სექტემბერში იგი ოჯახთან ერთად ტენერიფეში
გადავიდა საცხოვრებლად და კლუბიც დატოვა, რომელსაც მხოლოდ სამი წლის
შემდეგ დაუბრუნდა. დაბრუნების შემდეგ მან მოახერხა სწრაფად მიეღწია
სპორტული წარმატებებისათვის. 2002–03 წლებშ ვალდესი “ბარსელონას” პირველ
გუნდში არგენტინელი მეკარის, რობერტო ბონანოს დუბლიორი იყო. თუმცა,
არგენტინელის არადამაჯერებელმა თამაშმა და კლუბშ რადომირ ანტიჩის მოსვლამ,
ვალდესს “ბარსელონას” კარში ადგილი მყარად დაუმკვიდრა.
2003–04 წლების სეზონში ვალდესი კლუბის ნომერ პირველ
მეკარედ იქცა მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა შეიძინეს თურქი რუშთუ
რექბერი, რომელსაც საკუთარ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის ბრიჯაოს
მედალი ჰქონდა მოგებული. 2004–05 წლების სეზონშ ვალდესმა ესპანეთის
ჩემპიონატში თითქმის ყველა მატჩი ითამაშა და გუნდს დაეხმარა ბოლო ექვსი
წლის განმავლობაში პირველად მოეგო ქვეყნის პირველობა. მან ამ წელს ასევე
მიიღო სამორას ჯილდო, რომელსაც იმსახურებს ის მეკარე, რომელიც ჩემპიონატში
ყველაზე ნაკლებ გოლს გაუშვებს.