//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
შემადგენლობა [25]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
ვიქტორ ვალდეს არიბასი - შემადგენლობა - Publisher - Barcamania
მთავარი » სტატიები » შემადგენლობა

ვიქტორ ვალდეს არიბასი

სახელი: ვიქტორ ვალდეს არიბასი
ნომერი: 1
დაბ. ადგილი: ჰოსპიტალეტ დე ლობრეგატი
დაბ. თარიღი: 14-01-1982
სიმაღლე: 183 სმ
წონა: 78 კგ

კარიერა

ვიქტორ ვალდესმა თავისი საფეხბურთო კარიერა “ბარსელონას” ახალგაზრდულ კლუბში დაიწყო, სადაც იგი 1992 წლის 1 ივნისს მივიდა. მაგრამ, იმავე წლის სექტემბერში იგი ოჯახთან ერთად ტენერიფეში გადავიდა საცხოვრებლად და კლუბიც დატოვა, რომელსაც მხოლოდ სამი წლის შემდეგ დაუბრუნდა. დაბრუნების შემდეგ მან მოახერხა სწრაფად მიეღწია სპორტული წარმატებებისათვის. 2002–03 წლებშ ვალდესი “ბარსელონას” პირველ გუნდში არგენტინელი მეკარის, რობერტო ბონანოს დუბლიორი იყო. თუმცა, არგენტინელის არადამაჯერებელმა თამაშმა და კლუბშ რადომირ ანტიჩის მოსვლამ, ვალდესს “ბარსელონას” კარში ადგილი მყარად დაუმკვიდრა.

2003–04 წლების სეზონში ვალდესი კლუბის ნომერ პირველ მეკარედ იქცა მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა შეიძინეს თურქი რუშთუ რექბერი, რომელსაც საკუთარ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის ბრიჯაოს მედალი ჰქონდა მოგებული. 2004–05 წლების სეზონშ ვალდესმა ესპანეთის ჩემპიონატში თითქმის ყველა მატჩი ითამაშა და გუნდს დაეხმარა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად მოეგო ქვეყნის პირველობა. მან ამ წელს ასევე მიიღო სამორას ჯილდო, რომელსაც იმსახურებს ის მეკარე, რომელიც ჩემპიონატში ყველაზე ნაკლებ გოლს გაუშვებს.

2005–06 წლების სეზონი ვალდესისთვის, ისევე როგორც “ბარსელონასთვის”, ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა. ვალდესმა კვლავ თითქმის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდს დაეხმარა ზედიზედ მეორედ მოეპოვებინა ესპანეთის საუკეთესო კლუბის ტიტული. მან ასევე ორჯერ იხსნა გუნდი ჩემიონთა ლიგის ფინალში ტიერი ანრის მიერ სახიფათოდ დარტყმული ბურთების შემდეგ. პარიზის ფინალში ნაჩვენები თამაშის შემდეგ ვალდესმა კლუბის მწვრთნელის, ფრანკ რაიკაარდისგან ძალზედ თბილი სიტყვები დაიმსახურა. სამორას ტიტულის მაძიებელთა შორის კი მან ამჯერად მესამე ადგილი დაიკავა ხოსე მანუელ პინტოს (ამჟამად მისი დუბლიორის) და სანტიაგო კანისარესის შემდეგ.

ვალდესი დღესაც “ბარსელონას” ნომერ პირველ მეკარედ ითვლება და ესპანეთის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

რეკორდები

2007 წლის 17 ივნისს, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ვალდესმა გაიმეორა “ბარსელონას” მეკარეების რეკორდი, რომელიც თავის დროზე ლეგენდარულმა ანდონი სუბისარეტამ დაამყარა. დღეისათვის მხოლოდ ვალდესი და სუბისარეტა არიან ის მეკარეები, რომლებმაც ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის ყველა მატჩში შეუცვლელად იასპარეზეს.

თვისებები

ვალდესი საკმაოდ თავდაჯერებული მეკარეა, მიუხედავად თავისი ახალგაზრდა ასაკისა, კლუბში გამოჩენის დღიდან იგი ყოველთვის კარგად წარმატღავდა გუნდის დაცვას. მისი რეფლექსები აძლევენ მას საშუალებას, რომ მოეგერიოს მეტოქის ფეხბურთელების მიერ დარტყმული ბურთები. ვალდესი ასევე კარგად თამაშობს, როდესაც მასთან მეტოქის ფეხბურთელი პირისპირ არის დარჩენილი. დღევანდელობის გათვალისწინებით იგი საკმაოდ კარგად თამაშობს ასევე გამოსვლაზეც და ხშირად იგებს ორთაბრძოლებს. მისი კუმირები არიან გერმანელი ოლივერ კანი და თანამემამულე სანტიაგო კანისარესი, რომელთაც ვალდესი ცდილობს მიბაძოს კიდეც თამაშის მანერით.

გუნდური მიღწევები

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული – 2005/06

ესპანეთის ჩემპიონი – 2004/05, 2005/06

ესპანეთის სუპერთასის მფლობელი – 2005/06, 2006/07

მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონი კლუბებს შორის – 2006

პირადი მიღწევები

სამორას ჯილდოს მფლობელი – 2004/05

კატეგორია: შემადგენლობა | დაამატა: ბექა (2009-08-02)
ნანახია: 1070 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg