თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ, მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
მესი
1
პედრო
0
კეიტა
0
ვილია
1
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Esperando Contenido Widget ...
ლაპორტა: “გასულ ზაფზულს, მორატის ვუთხარი, რომ მესი არ იყიდება” - 14 ნოემბერში 2009 - Barcamania
მთავარი » 2009»ნოემბერი»14 » ლაპორტა: “გასულ ზაფზულს, მორატის ვუთხარი, რომ მესი არ იყიდება”
ლაპორტა: “გასულ ზაფზულს, მორატის ვუთხარი, რომ მესი არ იყიდება”
1:15 AM
იტალიურ გაზეთთან ინტერვიუში
ბარსელონას პრეზიდენტი ხუან ლაპორტა აღიარებს, რომ კარგი ურთიერთობა აქვს
მილანის ინტერის პრეზიდენტ, მასიმო მორატისთან. "მორატის საერთო მეგობრის – ქუვეითის ელჩის სახლში შევხვდი მადრიდში, 2005 წელს. მთელი ღამე ვსაუბრობდით და ჩვენი მეგობრობაც იქედან დაიწყო,” აცხადებს ლაპორტა, "ის ძალიან კარგი პრეზიდენტი და ჯენტლმენია. მას უყვარს ფეხბურთი და იცის, როგორ მართოს საფეხბურთო კლუბი. გასაკვირი არ არის, რომ უკანასკნელი ოთხი იტალიის ჩემპიონატი მოიგო და მეხუთეს მოგებასაც ვუსურვებ.” "ჩვენმა ურთიერთობამ ნამდვილად გაამარტივა გარკვეული საკითხები. როცა დონეცკში მივფრინავდი, უკვე ვიცოდი, რომ ჩიგრინსკის საქმე მოგვარებული იყო.” – ლაპორტას ეს აღიარება, სავარაუდოდ ეტოო-იბრაჰიმოვიჩის საქმესაც ეხება. "ვუთხარი, რომ ვისურვებდი იბრას შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას, რომელიც ივნისის თვიდან მიმდინარეობდა. მან სახლში დამპატიჟა და იმ მომენტში უკვე ვიცოდი, რომ ტრანსფერი გამოვიდოდა.” თუმცა არის რაღაც, რასაც მეგობრობაც კი ვერ მოაგვარებს, მათ შორის, მესის ტრანსფერი. მორატის არასოდეს დაუმალავს სურვილი იხილოს ეს ფეხბურთელი ინტერის რიგებში. თუმცა კითხვაზე, არის თუ არა ეს თეორიულად მაინც შესაძლებელი, ლაპორტას პასუხი უარყოფითი იყო: "მესი არ იყიდება, დაივიწყეთ. მორატის ეს უკვე ვუთხარი.”