კატალონიური სპორტული გაზეთი Sport წერს, რომ გაბრიელ მილიტო გუნდს უბრუნდება, მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი იანვარია. მილიტოს პირველი ოპერაცია წელიწად-ნახევრის წინ გაუკეთდა. გამოჯანმრთელების დრო 6-9 თვე იყო, თუმცა 29 აპრილს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე, მანჩესტერ იუნაიტედთან შეხვედრაში მან ტრავმა მიიღო.