კატალონიური სპორტული გაზეთი
Sport წერს, რომ გაბრიელ მილიტო გუნდს უბრუნდება, მისი დაბრუნების
სავარაუდო თარიღი იანვარია. მილიტოს პირველი ოპერაცია წელიწად-ნახევრის
წინ გაუკეთდა. გამოჯანმრთელების დრო 6-9 თვე იყო, თუმცა 29 აპრილს
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე, მანჩესტერ იუნაიტედთან შეხვედრაში მან
ტრავმა მიიღო.
უმოქმედობის წელიწადნახევრის შემდეგ მილიტომ ნელ-ნელა ვარჯიში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ იმდენად ვერ იტვირთება, როგორც მისი თანაგუნდელები, მისი მიზანია რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს, თუმცა მისი დაბრუნების ოფიციალური დრო ჯერ არ არის განსაზღვრული.
მილიტო გუნდის წვრთნაში ჩაერთვება ამ წელს, ხოლო მომავალი წლის დასაწყისიდან, სავარაუდოდ, შეძლებს სრული დატვირთვით თამაშს. სანამ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, მილიტომ კოპა დელ რეიზე უნდა დააგროვოს გამოცდილება და ძალები აღიდგინოს.
საბედნიეროდ, მილიტოს გამოჯანმრთელება გეგმიურად მიდის, ის რეგულარულად ვარჯიშობს თანაგუნდელებთან ერთად და მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსები არ ჩქარობენ მის მოედანზე გაშვებას, სავარაუდოა, რომ მილიტოს მალე ვიხილავთ ბარსას რიგებში.