//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
ვისენტე დელ ბოსკე: “ჩემპიონობას ესპანეთიც იმსახურებს და ჰოლანდიაც” - 10 ივლისში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » ივლისი » 10 » ვისენტე დელ ბოსკე: “ჩემპიონობას ესპანეთიც იმსახურებს და ჰოლანდიაც”
ვისენტე დელ ბოსკე: “ჩემპიონობას ესპანეთიც იმსახურებს და ჰოლანდიაც”
4:44 PM




ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის დღესვე, ვისენტე დელ ბოსკე გულშემატკივრებს "ფურია როხას” ახალ-ახალ წარმატებებს დაჰპირდა. როგორც არ უნდა დამთავრდეს 11 ივლისის ფინალი, მადრიდის "რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, მიცემული სიტყვა უკვე შეასრულა – დელ ბოსკეს მეთაურობით, პირენეელთა უპირველესმა გუნდმა 32 მატჩიდან 30 მოიგო, ხვალ კი, მუნდიალის გადამწყვეტ შეხვედრას ჩაატარებს...


- ესპანეთის ნაკრებს, მუნდიალის მონაწილეთაგან საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ნამდვილად ჰყავს. თქვენც ამ მომენტს მიიჩნევთ წარმატების უმთავრეს საწინდრად?
- ჩვენი წარმატების ძირითადი განმსაზღვრელი მომენტი სიმშვიდე და ურთიერთდახმარებაა. ჩვენ დასახული მიზნისკენ მივდივართ და ამ გზიდან ვერაფერმა გადაგვახვევინა. არც ერთ მომენტში კონცენტრაცია არ დაგვიკარგავს, წონასწორობა შევინარჩუნეთ, რასაც ესპანეთში არსებულმა მდგომარეობამაც ხელი შეუწყო. ჩვენს ქვეყანაში სპორტს უდიდესი ყურადღება ექცევა, რამაც სასიკეთო ნაყოფი გამოიღო. ფეხბურთს თავი რომ დავანებოთ, კალათბურთში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ვართ, ჩოგბურთელები კი დევისის თასს ფლობენ. ნუ მიწყენენ სპორტის სხვა, თუნდაც ძალიან პოპულარული სახეობის წარმომადგენლები, მაგრამ პრაქტიკულად ნებისმიერი ესპანელისთვის, ფეხბურთი მაინც ნომერ პირველ სახეობად რჩება და რაოდენ სასიხარულოა, რომ ბოლო დროს, "ფურია როხა” გულშემატკივრებს სულ უფრო და უფრო ახარებს. მსოფლიოს თასის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯიღა გვაკლია. ესპანური ფეხბურთისთვის გადამწყვეტი მომენტი დადგა, ამასთან, ძალიან ძნელია, ჩვენ ხალხს მოგებას დავპირდე, მაგრამ გამარჯვებისთვის არაფერს რომ არ დავიშურებთ, საამისო პირობას ვდებ. თქვენ კითხვას რაც შეეხება, ცხადია, მაღალი დონის შემსრულებლები გვყავს. ამის გარეშე, წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია. ერთ მოსაზრებას კი ვერ დავეთანხმები. ბევრის აზრით, "ფურია როხას” კარგ თამაშს "რეალისა” და "ბარსელონას” მოთამაშეები განსაზღვრავენ. ამ ადამიანების არგუმენტები განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ნახევარფინალში გერმანიასთან სასტარტო შემადგენლობაში კასტილიური და კატალონური გრანდების 10 ფეხბურთელი დავაყენე და მხოლოდ ხუან კაპდევილა წარმოადგენდა "ვილიარეალს”. მე კი ჩემი მიდგომა მაქვს – ბევრი ესპანური კლუბი მუშაობს ნაკრების საკეთილდღეოდ, მათი წვლილი დიდია "ფურია როხას” საერთო წარმატებაში. ამ საქმეში უამრავი ადამიანია ჩართული, რომელთა სახელები, ხშირად, ფართო საფეხბურთო საზოგადოებისთვის უცნობი რჩება.
- ჰოლანდიელების ყველაზე ძლიერ მხარედ რას მიიჩნევთ?
- ჰოლანდიელები, ტრადიციულად ძალიან ძლიერები არიან და შემადგენლობაში ყოველთვის ჰყავთ მსოფლიო დონის მოთამაშეები. ესპანეთის მსგავსად, ნიდერლანდელებიც არასდროს ყოფილან მუნდიალის გამარჯვებულები, ამიტომაც, მათაც განსაკუთრებული მოტივაცია ამოძრავებთ. ჩემი ღრმა რწმენით, ჩემპიონობას ჩვენც ვიმსახურებთ და ბერტ ვან მარვიიკის გუნდიც. "ფურია როხა” კი გააფთრებით იბრძოლებს. შვეიცარიელებთან წაგებამ გული გვატკინა და მას შემდეგ მოყოლებული, დასახული მიზნისკენ ჯიუტად მივიწევთ. საკუთარი ძალის რწმენა გვაქვს და ფინალში იმედადაც ჩვენი ოსტატობა გაგვყვება და არა რვაფეხა პაულის წინასწარმეტყველება.
- ფერნანდო ტორესს სასტარტოში დააყენებთ?
- ფერნანდო კარგი ბიჭი და "ფურია როხას” მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გეტყვით, 11 ივლისს იგი თამაშში დასაწყისიდან ჩაერთვება თუ არა. მასთან გერმანიასთან მატჩის წინ არ მისაუბრია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისი სათადარიგოთა სკამზე დატოვებას გაგებით შეხვდა.

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1024 | დაამატა: beqa | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg