//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
სუპერვარსკვლავი შალკეში - 29 ივლისში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » ივლისი » 29 » სუპერვარსკვლავი შალკეში
სუპერვარსკვლავი შალკეში
0:29 AM



გუშინ, გელზენკირხენის "შალკესთვის" ისტორიული დღე იყო: ლევან ყენიას კლუბმა მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილი ლეგენდარული თავდამსხმელი რაული ოფიციალურად წარადგინა. "შალკეს" ხელმძღვანელებმა და გულშემატკივრებმა 33 წლის ესპანელს გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.

რაულმა "ფელტინს არენა აუფ შალკეს" მინდორზე ლურჯი ხალიჩის გავლით შეაბიჯა და ალბათ ცოტათი გაკვირვებული იყო იმით, რომ მის ოფიციალურ წარდგენას 1000-ზე მეტი ფანი არ დაესრო. ზოგადად, "შალკეს" ევროპაში ფანების ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს და ამდენად ორმაგად გასაოცარია, რომ რაულის პრეზენტაციამ მხოლოდ 1000 ქომაგის თვალწინ ჩაიარა. შედარებისთვის: შარშან, დორტმუნდის "ბორუსიამ" ლუკას ბარიოსი რომ წარადგინა, ამ "ღონისძიებას" "დორტმუნდის" 13 000 ქომაგი დაესწრო. თუმცა "აუფ შალკეზე" შეკრებილმა ქომაგებმა ის მაინც მოიფიქრეს, რომ რაულს ესპანეთის დროშებით დახვდნენ...

"დღეს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული დღეა, - ასე დაიწყო რაულმა დამსწრე საზოგადოებისთვის მიმართვა, - 16 წლის შემდეგ, მადრიდის "რეალი" დავტოვე. 16 წელია, სხვა კლუბის ფორმა არ მცმია და დღეს პირველად უნდა ჩავიცვა კლუბის მაისურა, რომელიც ლურჯია. "შალკე" ჩემთვის ახალი, უდიდესი გამოწვევაა. ასე რომ არ იყოს, ახლა აქ არ ვიქნებოდი. დღეს ძალიან ბევრმა ნაცნობმა თუ მეგობარმა დამირეკა და მკითხა, რატომ გადმოვდივარ "შალკეში". ეს არის კლუბი, რომელმაც ჩემი გადაბირებისთვის ყველაზე მეტი გააკეთა, ყველაზე მეტად მოინდომა და მე ვაფასებ ამ მონდომებას. მივხვდი, რომ "შალკეს" ძალიან ვჭირდებოდი და მეც სწორედ იქ მინდა ყოფნა, სადაც ყველაზე მეტად ვარ საჭირო. ბუნდესლიგა ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო, ეს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა. გერმანიაში კლუბები მომხიბვლელ ფეხბურთს თამაშობენ. ამიტომაც ვარ აქ."

ამ სიტყვების შემდეგ, გელზენკირხენული კლუბის თავკაცმა ფელიქს მაგათმა რაულს შვიდნომრიანი მაისურა გადასცა და თქვა: "ბედნიერი ვარ, რომ დღეს შეგვიძლია, ფანებს ისეთი სუპერვარსკვლავი წარვუდგინოთ, როგორიც რაულია. მისი შესაძლებლობები, წარმატებები და მისი პერსონა მაძლევს უფლებას, ვთქვა, რომ ეს ფეხბურთელი "შალკესთვის" უდიდესი შენაძენია. 1958 წლის შემდეგ "შალკე" გერმანიის ჩემპიონი აღარ ყოფილა. იმედი მაქვს, რომ ამას რაულთან ერთად მოვახერხებთ!"

ამის შემდეგ, მაგათმა სიტყვა კვლავ რაულს გადასცა, რომელმაც მიზნებზე უფრო კონკრეტულად ისაუბრა: "ცხადია, ჩვენი მიზანი გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ "შალკე" ჩემპიონთა ლიგაშიც თამაშობს. იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაშიც კარგად ვიასპარეზებთ და მინიმუმ ჯგუფიდან გავალთ. ფაქტი ერთია: ეს სეზონი "შალკესთვის" ძალიან ენერგიული იქნება. იმედია, წარმატებულიც!"

გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, თითქოს რაულს "რეალის" წინააღმდეგ თამაშის უფლება არ ექნება (თუკი მადრიდული კლუბი "შალკეს" შეხვდება), რაც რაულმა და მაგათმა ერთხმად უარყვეს. "კონტრაქტში არანაირი პუნქტი არ არსებობს, რომელიც რაულს რამეს უკრძალავს," - თქვა მაგათმა და იქვე დასძინა, ყველაზე კარგი ის იქნებოდა, რომ "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში შევხვედროდითო.

პირველი ვარჯიში 2000 ფანის თვალწინ

რაული და "შალკე" ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ხელშეკრულება გუშინვე გაფორმდა. დილას, რაულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, "აუფ შალკეზე" წარდგენის შემდეგ კი, გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. აი, ვარჯიშს კი უკვე 2000 ქომაგი დაესწრო.
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ რაულის დებიუტი "შალკეში" ამავე შაბათს შედგება - "ლიგა ტოტალის" თასზე, "ჰამბურგის" წინააღმდეგ მატჩში. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, იმის გამო, რომ ესპანელმა გოლეადორმა "შალკეს" უფასოდ მიაშურა, მისი ხელფასი საკმაოდ დიდი იქნება - გონსალეს ბლანკო გელზენკირხენულ კლუბში წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს. ეს ბუნდესლიგის მასშტაბებით მართლაც უდიდესი ხელფასია, მაგრამ რაული ამაზე ნაკლებს არც იმსახურებს. თავად განსაჯეთ: 228 გოლი პრიმერადივიზიონის 550 მატჩში და 66 გოლი ჩემპიონთა ლიგაში - რაული ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გოლეადორია.

შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს, რომ რაულ გონსალეს ბლანკო ხუთი შვილის მამაა და "რეალის" ღირსებას 1992 წლიდან იცავდა. შესაძლოა, არც ის იცოდეს ვინმემ, რომ 33 წლის ლეგენდარულ გოლეადორს კარიერის განმავლობაში არასდროს მიუღია წითელი ბარათი...
"შალკეში" გადასვლის მთავარი მიზეზი კი რა თქმა უნდა, ის არის, რომ "რეალში" აღარ ათამაშებდნენ. გასულ სეზონში რაული უმეტესად სათადარიგოთა სკამს ხეხავდა და ასე იქნებოდა მომავალ სეზონშიც. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უკვე 33 წლისაა, "რეალი" დატოვა და "შალკეში" ახალ თავგადასავლებს ეძებს. მაგათი ასი პროცენტით დარწმუნებულია, რომ რაული მის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მონდომებული ფეხბურთელი იქნება. გონსალეს ბლანკო თვითონაც ამბობს, ერთი მისია მაქვს შესასრულებელი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ მიზანსაც მივაღწიოო. საქმე იმასია, რომ მას ევროტურნირების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა უნდა. ამ დროისთვის რაული იტალიელ ფილიპო ინძაგისთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. რაულს და ინძაგის ევროტურნირებზე 68 გოლი აქვთ გატანილი.

რაული ექვსჯერ იყო ესპანეთის ჩემპიონი, სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (1998, 2000, 2002) და ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი (1998, 2002). სამაგიეროდ, ის ხელმოცარული დარჩა ესპანეთის ნაკრებში, სადაც ტიტული არ მოუგია. 2008 წელს ესპანეთი ევროპის ჩემპიონი გახდა და რაული იმ დროს ნაკრების წევრი უკვე აღარ იყო (აღარაფერს ვამბობთ "ფურია როხას" წლევანდელ ტრიუმფზე). თუმცა მანამდე რაულმა ესპანეთის ნაკრებში 102 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა, რითაც ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

"შალკეს" ხელმძღვანელებმა რაული პირველ რიგში იმის გამო შეიძინეს, რომ გელზენკირხენულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით იასპარეზოს. "რეალიდან" "შალკეში" გადასული კიდევ ერთი ფეხბურთელი, კრისტოფ მეტცელდფერი ამბობს, რაული ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგას 17 წლის ასაკიდან იცნობს და თუ ვინმემ იცის, რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგა, ეს პირველ რიგში რაულზე ითქმისო.
ამბობენ, რომ მეტცელდერს რაულის ტრანსფერში ლომის წვლილი მიუძღვის, მაგრამ თვითონ კრისტოფის თქმით, მან მხოლოდ კონტაქტი დაამყარა და ცოტა ითარჯიმნა, რაულის "შალკეში" გადასვლა კი მთლიანად ფელიქს მაგათის დამსახურებააო. სწორედ "დესპოტმა ფელიქსმა" დაარწმუნა ესპანელი იმაში, რომ ის მადრიდის "რეალიდან" გელზენკირხენის "შალკეში" უნდა გადასულიყო.
ჩვენ კი დავძენთ, რომ იმედია, ლევან ყენია მალე გამოჯანმრთელდება, ფორმაში ჩადგება და რაულს იდეალური პასებით მოამარაგებს...
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1015 | დაამატა: beqa | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg