//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
სტოიჩკოვი: "ჩემი გული ბარსელონაში დარჩება" - 10 ოქტომბერში 2009 - Barcamania
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 10 » სტოიჩკოვი: "ჩემი გული ბარსელონაში დარჩება"
სტოიჩკოვი: "ჩემი გული ბარსელონაში დარჩება"
11:55 AM

1996 წელს "კამპ ნოუს" სტადიონზე ტრადიციული წინასასეზონო გუნდის წარმოდგენა გაიმართა. სტადიონის ოვაციებში ტრიბუნის ქვეშა ოთახებიდან გამორბოდნენ "ბლაუგრანის" ლიდერები – ხოსეპ გვარდიოლა და მიგელ ანხელ ნადალი, აგრეთვე ახალი ფეხბურთელებიც, – რონალდო და პიცი, ჯოვანი და ვიტორ ბაია. გუნდი მთელი შემადგენლობით წარსდგა მაყურებლის წინაშე და ცენტრალური წრის ირგვლივ მოეწყო. ჩამოვარდა სიჩუმე – მინდორზე არ გამოვიდა მხოლოდ ერთი მოთამაშე. ალბათ ის, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდნენ.

ის კი ამ დროს ჩაცუცქული იჯდა "კამპ ნოუს" კატაკომბებში და არ შეეძლო მინდორზე გამოსვლა. ფეხბურთელს გადამეტებული ემოციებით გამოწვეული ცრემლები ახრჩობდა. გვერდით მდგომი დაცვის თანამშრომლები კი თვალს არიდებდნენ მას, – ისინი არ იყვნენ ნაჩვევი "ბარსელონას" მრავალწლიანი ლიდერის ასეთ მდგომარეობაში ხილვას. ის კი იჯდა და ტიროდა და ვერაფერს უხერხებდა თავის თავს; მხოლოდ სველი ლაქები, როგორც წვიმა ფარავდა მოლურჯო–ბროწეულისფერ ფორმას. ბოლოს ადგა, შეიმშრალა სველი თვალები, თავისებურად გაიღიმა, და კატალონიურ ნაციონალურ კოსტუმებში გამოწყობილ ქალს და მამაკაცს ხელკავი გაუკეთა.

სტადიონი უკვე აფორიაქებას იწყებდა, მოლოდინი ძალიან გრძელი და მოუთმენელი იყო, სამხრეთი ტრიბუნა სკანდირებდა: "გამოდი, გამოდი!", მაგრამ ის პირველად ცენტრალურმა სექტორმა შეამჩნია. როდესაც საყვარელი სილუეტი დაინახეს, რომელიც ასე ნაცნობი, ოდნავ დათვისებური სიარულის მანერით მოაბიჯებდა, ცენტრალური სექტორის მაყურებლები თავისი ადგილებიდან წამოხტნენ. და როდესაც ის კატალონიურ ნაციონალურ კოსტუმებში გამოწყობილ წყვილთან ერთად გამოჩნდა მოედანზე, მთელი სტადიონი ადგა თავისი ადგილებიდან. ფეხბურთელმა მისალმების ნიშნით ასწია ხელი, შემოტრიალდა ვიპ–ლოჟისკენ, "ბარსას" ემბლემას მკერდზე აკოცა და თავი დაუხარა ხოსე ლუის ნუნიესს. "ნოუ კამპის" მიერ გამოხატული ოვაცია ისეთი ხანგრძლივი იყო, რომ დიქტორს ერთწუთიანი პაუზის გაკეთება მოუწია. და როდესაც ტრიბუნები ცოტა ჩაწყნარდა, გაისმა ასეულობით დინამიკებით გაძლიერებული ელვისებური ხმა: "ნომერი რვა, ხრისტო"... "სტოიჩკოვი!!!" – ისეთ ექსტაზში წამოიძახეს ტრიბუნებმა, რომ დიქტორის ხმაც კი ჩაახშო.

ერთი წლის განშორების შემდეგ ყველა დროის უდიდესი ბულგარელი ფეხბურთელი "ბარსელონაში" დაბრუნდა.

* * *

1990 წელს, როდესაც სტოიჩკოვი პირველად მივიდა "ბარსელონაში", კატალონიის დედაქალაქში ამ შენაძენმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. 50–60 წლებში ესპანურ ფეხბურთში ლეგენდარული აღმოსავლეთ ევროპული ექსპანსიის შემდეგ, ფეხბურთელებს აღმოსავლეთ ევროპიდან აქ მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე თუ იხსენებდნენ. მაგრამ ნუნიესმა კროიფს მთელი კარტ–ბლანში მისცა და "მფრინავმა ჰოლანდიელმაც" ისარგებლა ამით. კატალონიელ პუბლიკას ჯერ კიდევ არ ჰყავდა საქმეში ნანახი სტოიჩკოვი და მის მიმართ უკვე სიმპათიით იყო განწყობილი. ხალხის ყურამდე მიაღწია იმ ფაქტმა, რომ ბულგარელმა ფორვარდმა 7.000 დოლარი (ეს თანხა იმ დროისთვის ძალიან დიდი იყო) გაუგზავნა თავის პირველ მწვრთნელებს, – ოგნიან ატანასოვს და სავი სავოვს. ამას გარდა, ენის შესასწავლად სტოიჩკოვმა ერთის მაგიერ ორი სპეციალისტი დაიქირავა. ესპანურის გარდა, მას სურდა, რომ კატალონიურიც საფუძვლიანად შეესწავლა. მაგრამ კიდევ უფრო ძლიერად შეიყვარა მაყურებელმა სტოიჩკოვი მისი "რეალის" შესახებ გამოთქმებისთვის, რომლებსაც ანალოგი არ ჰქონდა. თავის პირველ ინტერვიუში, "რეალის" შესახებ კითხვაზე, სტოიჩკოვმა ცუდ ესპანურზე უპასუხა: "მე შესანიშნავად ვიცი კატალონიის ისტორია. მე ვიცი, რა არის "რეალი" "ბარსასთვის" და "ბარსა" "რეალისთვის". თუ ხვალ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც მადრიდში ატომურ ბომბს ჩამოაგდებს, მე მას უბრალოდ ხელს ჩამოვართმევ". დედაქალაქის გამოცემებმა იქვე მონათლეს სტოიჩკოვი ბულგარელ–კატალონიელ ნაციონალისტად და შოვინისტად.

1992 წელთან სტოიჩკოვს აკავშირებს საუკეთესო მოგონებებიც და უდიდესი უსამართლობაც. ამ წელს სპეციალისტების მიერ აღიარებულმა ფავორიტმა "ოქროს ბურთი" დაუთმო მარკო ვან ბასტენს, რომელმაც მთელი კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ 20 მატჩი ითამაშა, სამაგიეროდ დეკემბერში, ხმის მიცემის წინ, შვედეთის "გეტებორგის" კარში 4 გოლი გაიტანა.

– მარკო უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ის ჩემზე მეტად არ იყო "ოქროს ბურთის" ღირსი, – იტყვის შემდეგ სტოიჩკოვი.

სკანდალური ელფერი მიიღო "ბარსას" და მოსკოვის "სპარტაკის" ორთაბრძოლამ. სტოიჩკოვმა ინტერვიუში გაიხსენა საბჭოთა ტანკების შესვლა სოფიაში და განაცხადა, რომ ისე გადაუვლიდა "სპარტაკს", როგორც იმ ტანკებმა გადაუარეს მის ქვეყანას.

1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არაორდინალური სტოიჩკოვი "აფეთქდა", როდესაც ფედერაციამ გაანთავისუფლა ნაკრების მწვრთნელი დიმიტარ პანოვი. მან მარტომ გამოხატა პროტესტი ამ უსამართლობის მიმართ და მთელი წლის განმავლობაში უარს ამბობდა ნაკრებში თამაშზე.

ლუი ვან გაალთანაც ვერ გამოძებნა სტოიჩკოვმა საერთო ენა. ჰოლანდიელი მწვრთნელი მას როგორც ფეხბურთელს, არ აღიქვამდა, შემდეგ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და სტოიჩკოვი დაცვის მარცხენა ფლანგზე ათამაშა. ამის შემდეგ დაუმორჩილებელი სტოიჩკოვის შეჩერება ვერავინ შეძლო და ბულგარელმა ფეხბურთელმა კლუბთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

7 სეზონის განმავლობაში მოლურჯო–ბროწეულისფერ მაისურში ხრისტო სტოიჩკოვმა მოწინააღმდეგის კარი 120–ჯერ აიღო. ის იყო ერთ–ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი "ნოუ კამპზე". გულშემატკივრების გულებში ის ყოველთვის დარჩება როგორც პირდაპირი და დაუმორჩილებელი ფეხბურთელი, რომელიც სულ წინ მიიწევდა, უკომპრომისო ხასიათით და ცხელი გულით. გამოირჩეოდა მუდმივი კამათით არბიტრებთან, რის შედეგადაც მოლურჯო–ბროწეულისფერ კარიერის განმავლობაში 55 ყვითელი და 10 წითელი ბარათი დაიმსახურა. ერთ–ერთი საუკეთესო მემარცხენე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. შედის მეოცე საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. "ბარსას" საიუბილეო მე–100 გოლის ავტორი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.

სტოიჩკოვი მხოლოდ 2000 წელს შეურიგდა იოჰან კროიფს და აღიარა, რომ ასეთი მწვრთნელის გარეშე არასდროს შედგებოდა, როგორც დიდი ფეხბურთელი. ვან გაალს კი ახლაც არ აღიქვამს მწვრთნელად. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში სტოიჩკოვი ვან გაალზე წერს:

– ვან გაალს არასდროს ესმოდა, რა პოსტი ეჭირა მას კლუბში. მართალია ის ჯილდოებს იგებდა, მაგრამ ამავდროულად ანგრევდა ატმოსფეროს გუნდში. იმ დროს კი ეს "ბარსას" ერთ–ერთი ძლიერი მხარე იყო. ვნანობ თუ არა რამეზე? კი, მაგრამ მე არასდროს არ ვეცემი სულით. მე რომ შემეძლოს თავიდან ყველაფრის დაწყება, არაფერს შევცვლიდი. ისევ იმ ადამიანად დავრჩებოდი.

ხრისტო სტოიჩკოვი ახლანდელ მსოფლიო ჩემპიონატს მოსაწყენად და უინტერესოდ თვლის და მიაჩნია, რომ ისეთი ფეხბურთი, რომელსაც მის დროს თამაშობენ, აღარ არის. საკმაოდ კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს ფეხბურთელების შესახებაც. კერძოდ, მისი ერთხელ კრიტიკის ქვეშ მოექცა ბრაზილიელი ემერსონი, რომელიც "თავისი სულელობით" მიღებული ტრავმის გამო არ გაჰყვა ნაკრებს ჩემპიონატზე.

– მე ვთვლი, რომ ემერსონი ყველაზე დიდი იდიოტია პლანეტაზე, – თქვა სტოიჩკოვმა.

2004 წელს საბავშვო საფეხბურთო სკოლის საზეიმო გახსნაზე ბარსელონაში, მას ჰკითხეს: "რატომ გადაწყვიტეთ სკოლის გახსნა მაინდამაინც აქ?".

– იმიტომ რომ ზუსტად აქ, ბარსელონაში, სამუდამოდ დარჩება ჩემი გული, – უპასუხა სტოიჩკოვმა, რომელმაც ამგვარი სკოლა ჩიკაგოშიც გახსნა.

კარიერის შემდეგ სტოიჩკოვმა თავი სამწვრთნელო კარიერაშიც სცადა, მაგრამ მისი ხასიათის პატრონი ვერც წარმატებებს აღწევდა და ურთიერთობებსაც იფუჭებდა ფეხბურთელებთან. ამის გამო მისი სამწვრთნელო კარიერა დიდად წარმატებული არ გამოდგა.

ერთი კვირის წინ სტოიჩკოვი სამხრეთაფრიკული კლუბის "მამელოდი სანდაუნსის" ხელმძღვანელი გახდა.

კატეგორია: ფეხბურთელები | ნანახია: 1068 | დაამატა: barcaman | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 1
http://s47.radikal.ru/i115/1006/dd/31e99825efe4.gif
რეიტინგი: 0
Имя: Tarnum


დაამატა: | თარიღი: 2009-10-12, 10:24 PM 


კაი სტატიაა, ყოჩაღ:)
0  
1

 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg