//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
შოთა არველაძე: მთავარი იყო ბურთის კონტროლი და ჩვენ ეს შევძელით - 13 სექტემბერში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » შოთა არველაძე: მთავარი იყო ბურთის კონტროლი და ჩვენ ეს შევძელით
შოთა არველაძე: მთავარი იყო ბურთის კონტროლი და ჩვენ ეს შევძელით
3:03 PM


თურქულ სუპერლიგაში შოთა არველაძის "ქაისერისფორი" კვლავ დაუმარცხებელია. შაბათს 37 წლის ქართველმა სპეციალისტმა და მისმა გუნდმა სეზონის პირველი დიდი გამოცდა ჩააბარეს - სახელგანთქმულ "ფენერბაჰჩეს" შინ 2:0 მოუგეს. 4 ტურის შემდეგ "ქაისერი" 10 ქულით მეორე ადგილზეა და ჩემპიონ "ბურსასფორს" 2 ქულით ჩამორჩება...
შოთას გუშინ თურქეთში დავუკავშირდით და "ფენერბაჰჩესთან" გამარჯვებაზე ვესაუბრეთ...

- განვლილი მატჩის შეფასებით დავიწყოთ...
- "ფენერბაჰჩე" ვიცე-ჩემპიონია, ამ გუნდში ახლაც ჩინებული ფეხბურთელები არიან, ბრაზილიელები - ალექსი და ბარონი, სენეგალელი მამადუ ნიანგი, მეკარე ვოლქან დემირელი.... ბელოზოღლუ, ალქანი და სხვები თურქულ სუპერლიგაში ცნობილი ფიგურები არიან. "ფენერის" თავკაცი კოსამანი ფეხბურთელობისას თავდამსხმელი იყო და შემტევი ფეხბურთის მიმდევარია. მისი გუნდი შემტევ სტილში თამაშობს და საკმაოდ წარმატებითაც. ასე რომ, ჩვენც დიდი ჯაფა დაგვადგა ამ თამაშის მოსაგებად... ერთი სიტყვით, მეტად ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით... ისე, კარგია, რომ ამ მატჩამდე სანაკრებო პაუზა იყო და საკმაო დრო გვქონდა მოსამზადებლად. როგორც ხედავთ, ეს პატარა შესვენება კარგად გამოვიყენეთ და მეტად მნიშვნელოვანი თამაშიც მოვიგეთ.
- თამაშის შინაარსზე რას გვეტყოდით?
- ფეხბურთელებს შემართება და მონდომება არ აკლდათ, ბოლომდე ვიბრძოლეთ, საგოლე მომენტები გამოვიყენეთ და მოვიგეთ კიდეც - სხვა რაღაა ფეხბურთი? ბურთის გატანა მეტოქესაც შეეძლო, მაგრამ ჩვენმა მეკარემ და მცველებმა კარგად ითამაშეს.
- "ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელებს ხომ არ ეგონათ, რომ ქაისერში იოლად მოიგებდნენ?
- არა მგონია, რადგან მანამდეც არ გვქონდა წაგება. ჩემი მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ მეტოქე კარგად გვყავდა შესწავლილი.
- წეღან მეკარისა დ მცველების კარგი თამაში აღნიშნეთ. ალბათ, საქართველოს ნაკრების მცველ ალექსანდრე ამისულაშვილსაც მიუძღვის წვლილი "ქაისერისფორის" წარმატებაში...
- ცხადია. ის მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჩვენი დაცვის საიმედოობას. ამას გარდა, მონაწილეობს შეტევით ოპერაციებშიც და გეცოდინებათ, გოლიც აქვს გატანილი. ამისულაშვილი "ფენერბაჰჩესთანაც" კარგი იყო და წინა მატჩებშიც.

- ბრძოლა და შემართება კარგია, მაგრამ მრისხანე "ფენერბაჰჩეს" დასამარცხებლად მარტო ეს არ იქნებოდა საკმარისი... მაინც რა უთხარით შეგირდებს ისეთი, რამაც გამარჯვება მოგაპოვებინათ? რა იყო ამ წარმატების მთავარი გასაღები?
- განსაკუთრებული არაფერი მითქვამს. თავიდანვე ვგრძნობდი, რომ თუ ბურთის კონტროლს ვერ შევძლებდით, ამ მატჩს ვერ მოვიგებდით. მეტიც - დიდი იყო შანსი, დავმარცხებულიყავით... შესაბამისად, ფეხბურთელებს სწორედ ეს დავავალე - ბურთის მკაცრი კონტროლი. მათ კარგად შეასრულეს ეს დავალება და ვფიქრობ, სწორედ ეს ფაქტორი გახდა გადამწყვეტი ჩვენი გამარჯვების საქმეში. ბურთის კონტროლი ის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, რამაც ეს თამაში მოგვაგებინა.
- კლუბის ხელმძღვანელებმა რა გითხრეს?
- რა თქმა უნდა, ყველა ბედნიერი იყო. დიდი ზეიმი აჩუქე ჩვენს კლუბს და მთლიანად ჩვენს ქალაქსო, ასე მითხრეს.
- კონკრეტულ მატჩში გასაგებია, მაგრამ ზოგადად რაში მდგომარეობს "ქაისერის" წარმატების საიდუმლო? 4 მატჩიდან 3 მოგება გაქვთ...
- დისციპლინა, სათამაშოც და ზოგადიც, საქმისადმი პროფესიული მიდგომა, შემართება და თავდადება, კლუბის ხელმძღვანელობის მონდომება, ერთგული ქომაგი... და რა თქმა უნდა, იღბალიც.
- მაინც რა მიზნისთვის იბრძოლებს "ქაისერისფორი"?
- გასულ სეზონს თუ არ ჩავთვლით, "ქაისერისფორი" ყოველთვის მოწინავე 6 გუნდს შორის იყო. ამჯერადაც პირველ 5-6 გუნდში და ევროტურნირებზე გვინდა მოხვედრა. ვნახოთ... იმედია, ჩანაფიქრს განვახორციელებთ.
- თავდასხმა "იუვენტუსში" ნათამაშები ურუგვაელი მარსელო სალაიეტათი გააძლიერეთ. შეგიძლიათ, თქვათ, რომ წინა ხაზის პრობლემა გარკვეულწილად გადაჭერით?
- ერთი თვის წინ თავდასხმაში, ცოტა არ იყოს გვიჭირდა, მაგრამ ახლა სალაიეტას გარდა სანტანა და სხვა ფეხბურთელებიც დავიმატეთ, ასე რომ, წინა ხაზი ახლა უკეთ გამოიყურება.
- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჰაიფას "მაქაბიდან" საქართველოს ნაკრების ფორვარდ ლადო დვალიშვილის გადაბირებაზე მუშაობდით, მაგრამ ეს ტრანსფერი აქამდე არ შემდგარა. ზამთარში ხომ არ მიუბრუნდებით ამ საკითხს? ან სხვა ქართველის ტრანსფერს ხომ არ გეგმავთ?
- დვალიშვილის აყვანაზე არ გვიმუშავია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე რამდენიმე თვეა და ვნახოთ...
- თვის ბოლოს თქვენს ყოფილ გუნდ "ტრაბზონსფორს" უმასპინძლებთ. ალბათ ეს მატჩი თქვენთვის განსაკუთრებული იქნება...
- "ტრაბზონსფორში" ტკბილი წლები გავატარე და ამ გუნდს ჩემს გულში მართლაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ტრაბზონში ახლაც ბევრი მაფასებს და მეც პატივს ვცემ მათ, თუმცა ეს ფეხბურთია... ახლა "ქაისერისფორის" მწვრთნელი ვარ და ყველა მატჩში ამ გუნდის წარმატებისთვის უნდა ვიზრუნო.
კატეგორია: ქართული ფეხბურთი | ნანახია: 1118 | დაამატა: beqa | რეიტინგი: 3.0/2 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg