//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
სამქულიანებით გაგუდული პოლონეთი - 9 აგვისტოში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » აგვისტო » 9 » სამქულიანებით გაგუდული პოლონეთი
სამქულიანებით გაგუდული პოლონეთი
1:36 PM


გუშინ ჩვენს ჯგუფში მესამე ტურის მატჩები გაიმართა: ბულგარეთმა პოლონეთს უმასპინძლა, ხოლო პორტუგალიამ - ბელგიას.  საქართველოს ნაკრებმა დაისვენა, რაც პორტუგალიასთან მატჩის წინ ენერგიის აღსადგენად აუცილებელიც იყო...

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები პორტუგალიელებს 11 აგვისტოს უმასპინძლებს. პირენეელები 2 აგვისტოს შემდეგ სამ დღეში ერთხელ თამაშობენ და თამამად შეიძლება ითქვას, 11 აგვისტოს მატჩს მათზე ენერგიულად შევხვდებით.

მანამდე ორიოდე სიტყვა ბულგარეთი-პოლონეთის შეხვედრაზე. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ინტერნეტით იყო შესაძლებელი. თამაშის მსვლელობისას გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო ნიუანსი. დავიწყოთ ბულგარელთა სათამაშო სტილით: თუ პოლონელები შეტევებისას წინახაზელებსა და უკანახაზელებს თანაბრად ტვირთავდნენ, ბულგარელები თამაშს უმთავრესად უკანახაზელებზე აგებდნენ - ტანდაბალი მასპინძლები ან სამქულიანებით ცდილობდნენ ხეირის ნახვას, ან დრიბლინგებით შედიოდნენ პოლონელთა ფარქვეშ. მასპინძელთა მწვრთნელმა, როსენ ბარჩოვსკიმ ფარქვეშ ძირითადად სტეფან გეორგიევი ათამაშა, რომელიც 206 სმ. სიმაღლისაა. ძმები ივანოვები პერიმეტრზეც ადიოდნენ და ფარქვეშაც ხშირად ჩნდებოდნენ. მოკლედ, ბულგარელებმა მობილური კალათბურთი ითამაშეს.
მეოთხე პერიოდამდე პოლონელებიც კარგად გამოიყურებოდნენ, შორეულ ტყორცნებსაც აგდებდნენ და ფარქვეშიდანაც ყოჩაღობდნენ. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3 წამით ადრე ტომას კელატიმ ბულგარელთა კალათი სამქულიანით შეარხია და პოლონელები 55:44 დააწინაურა.

ბულგარელებმა მეოთხე პერიოდში თამაშის გადასარჩენად ტემპსაც უმატეს და სამქულიან ტყორცნებსაც მოუხშირეს. ასეთ თამაშში მათ პოლონელები ვერ აჰყვნენ და ფილიპ ვიდენოვის მიერ მეოთხე რაუნდში რეალიზებული მესამე სამქულიანის შემდეგ ბულგარეთი წინ გაიჭრა - 63:60. ემოციურად აფეთქებულ მასპინძლებს ტრიბუნებმაც მხარი აუბეს და პოლონელებმა თბილისის შემდეგ მეორე მარცხი იწვნიეს.
მატჩიდან ნათლად გამოჩნდა, რომ პოლონეთის ნაკრები ფიზიკურად ბულგარეთზე უკეთ მომზადებული არ არის. დავინახეთ ისიც, რომ თუ ტანმაღლებს უკანახაზელებმაც არ აუბეს მხარი, მიზნის მიღწევა შეუძლებელია (თუმცა, არც იმის თქმა შეიძლება, რომ პოლონელი მეფარეები თანამემამულე ტანდაბლებზე უკეთ გაისარჯნენ)... კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ მეოთხე პერიოდში სტუმარ გუნდებს მასპინძელი გულშემატკივრის გარდა, მსაჯების წინააღმდეგობის დაძლევაც უხდებათ. ამიტომ, თუ საქართველოს ნაკრებს ბულგარეთში მოგება სურს, მეოთხე პერიოდს საკმარისი უპირატესობით უნდა შეხვდეს.

პორტუგალიასთან და პოლონეთთან მატჩების შემდეგ მართალია, ბულგარეთს 4 ქულა აქვს, მაგრამ აშკარაა, რომ იგი დაუმარცხებელი გუნდი არ არის. მასაც მოსდის შეცდომები და პერიმეტრის გადაკეტვის შემთხვევაში სოფიაში წარმატებაზე ფიქრიც შეიძლება - პოლონეთთან ბულგარელებმა მეოთხე პერიოდში 18 ქულა შორეული ტყორცნებით მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 14 აგვისტოს ეწვევა.

8 აგვისტო, სოფია (ბულგარეთი)
3 000 მაყურებელი
ბულგარეთი-პოლონეთი 74:70
12:21, 16:14, 16:20, 30:15
ბულგარეთი: დ. ივანოვი (5ქ, 4მ, 2დ), კ. ივანოვი (3ქ, 6მ, 2პ), კოსტოვი (8ქ, 4მ, 2ჩ), ვიდენოვი (26ქ, 6მ, 2პ), კალუეი (12ქ, 4მ, 2პ), ს. გეორგიევი (12ქ, 3მ), ველიკოვი (1ქ, 3პ), ზ. გეორგიევი (7ქ, 3მ), ვრბანოვი (3მ)
პოლონეთი: ჩილინსკი (5ქ, 4მ, 2პ, 2ჩ, 5ფ), ბერიშა (6ქ, 2პ), ლამპე (18ქ, 11მ, 2პ), დილევიჩი (5ქ), ჰრიჩიანიუკი (2ქ), მაიევსკი, კელატი (17ქ, 3მ, 2პ), გორტატი (10ქ, 12მ, 2დ), კოზარეკი (7ქ, 5პ)
მსაჯები: ს. პულკი (სლოვენია), მ. იურასი (სერბეთი), ს. ზაშჩუკი (უკრაინა)

კატეგორია: კალათბურთი | ნანახია: 1129 | დაამატა: beqa | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg