//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
საქართველო ევრობასკეტზე დაუშვეს!!! - 6 სექტემბერში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 6 » საქართველო ევრობასკეტზე დაუშვეს!!!
საქართველო ევრობასკეტზე დაუშვეს!!!
0:03 AM


გინდ დაიჯერეთ და გინდ არა - საქართველოს ნაკრები გაისად, სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს! ევრო-2011 ლიტვაში გაიმართება და იქ საქართველოს ნაკრები ყოველგვარი დამატებითი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დაუშვეს, სამართალმა პური ჭამა!

აგვისტოში საქართველოს ნაკრებმა C საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა (5 მოგება, 3 წაგება) და ეს სწორედ ყველაზე უარესი მეორე ადგილი გამოდგა და, წესით, 6-გუნდიან საკვალიფიკაციო ტურნირში უნდა ეთამაშა. მაგრამ ჩვენს ფედერაციაში ფიბასგან ფაქსი მიიღეს, რომლის თანახმადაც ამ დამატებით საკვალიფიკაციო ეტაპზე 6-ის ნაცვლად 10-ვე ხელმოცარულ ნაკრებს უნდა ეთამაშა, რადგან წლევანდელი სეზონიდან ევრობასკეტის B დივიზიონი გაუქმდა. თქმა არ უნდა, ეს იქნებოდა ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება, განსაკუთრებით საქართველოს ნაკრების მიმართ, რომელმაც ბევრი იბრძოლა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. მაშინვე ითქვა, რომ ფიბა საბოლოო ფორმატს 5 სექტემბერს ჩამოაყალიბებდა.

სიმართლე გითხრათ, სადღაც გულის სიღრმეში გვჯეროდა, რომ ასე არ დაგვჩაგრავდნენ, მაგრამ მაინც თვალებს არ დავუჯერეთ, როცა იტალიის კალათბურთის ფედერაციის საიტზე შავით თეთრზე ამოვიკითხეთ - ფიბამ ევრობასკეტ 2011-ზე გუნდების რიცხვი 24-მდე გაზარდა და მომავალი წლის საკვალიფიკაციო ტურნირი საერთოდ გააუქმაო. საქართველომ, იტალიამ, ბოსნიამ, უკრაინამ, ლატვიამ, პოლონეთმა და ბულგარეთმა ყოველგვარი რეპეშაჟის გარეშე მიიღეს ევრო-2011-ის საგზური - იტყობინებოდა იტალიის კალათბურთის ფედერაციის საიტი. შემდეგ ინფორმაცია სხვა საიტებზეც გავრცელდა.

ჩვენ იგორ კოკოშკოვის ასისტენტ დავით უსტიაშვილს დაუკავშირდით: "ეს არის ისტორიული მოვლენა - პირველად გუნდურ სახეობებში საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეს უდიდესი წარმატებაა. ნაკრებს შრომა და ბრძოლა დაუფასდა. ჩვენ ხომ ძალიან ახლოს ვიყავით საგზურთან და საკმარისი იყო იტალიას ერთით მეტი ორქულიანი ჩაეგდო ისრაელთან მატჩში, ან ბრიტანეთს ორი ოვერტაიმიდან თავი ვერ დაეძვრინა და ფინალურ ეტაპზე ისედაც გავიდოდით. ჯერ არ ვიცით, როდის იქნება ფინალური ეტაპის კენჭისყრა. დღემდე ველოდით, თუ რა სისტემით ჩატარდებოდა დამატებითი საკვალიფიკაციო ეტაპი, ახლა კი ველით, როგორი სისტემით იქნება ფინალური ტურნირი. ახლა მთავარია, ნაყოფიერი შეკრება გავიაროთ და ეჭვიც არ მეპარება, ყველა კალათბურთელი დაეხმარება გუნდს ლიტვაში. ერთი ახლავე შემიძლია ვთქვა, ნაკრები საქართველოს ნამდვილად არ შეარცხვენს".

ქართული სპორტის გულშემატკივრებს ფანტასტიკური შემოდგომა გველის 2011 წელს - სექტემბერში ლიტვაში საკალათბურთო ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო "ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიაში სარაგბო მსოფლიო თასზე გამოვლენ...
კატეგორია: კალათბურთი | ნანახია: 1021 | დაამატა: beqa | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg