//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
საბერძნეთის შემდეგ და ისრაელამდე. იმედიანი რეალობა - 7 სექტემბერში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 7 » საბერძნეთის შემდეგ და ისრაელამდე. იმედიანი რეალობა
საბერძნეთის შემდეგ და ისრაელამდე. იმედიანი რეალობა
2:35 PM



საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წაუგებლად უკვე მეოთხე მატჩი ჩაატარა, უკანასკნელად როდის გვქონდა მსგავსი შედეგი? როდის, და... 9 წლის წინათ! საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად ზედიზედ ორჯერ მოიგო და პლეი-ოფში გასვლის შანსსაც ინარჩუნებს; უკანასკნელად როდის ჰქონდა ჩვენ 21-წლამდელთა ნაკრებს მსგავსი შედეგი? როდის და... არც არასდროს!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმას ნამდვილად არ ვამტკიცებთ, რომ, არიქა, ქართულ ფეხბურთში აყვავების ხანა იწყებაო; მაგრამ ბოლოდროინდელი ქრონიკული წარუმატებლობების ფონზე, "რაღაც" კი არა, სერიოზული წინსვლა რომ გვაქვს, ფაქტია. თან ნუ დაგვავიწყდება ეს მივიწყებულ-გადაჩვეული წარმატებები რის "ფონზე" ხდება: ეროვნული ჩემპიონატის დონე კვლავაც დაბალია, მატჩების უმრავლესობა, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ ტარდება, ჩვენი მოედნების მდგომარეობა კატასტროფულია და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობთ იმ მართლაც უცნაურზე-უცნაურ ფაქტზე, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საკუთარი ბაზა თუ სავარჯიშო მოედანი არ გააჩნია! უფრო სწორედ, გვაქვს (თან - ორი) და, წესითა და რიგით, თემურ ქეცბაიას ასარჩევად უნდა ჰქონოდა საქმე: სანაკრებო მატჩების წინ შეკრება "ბასაზე" გაევლო თუ საგურამოში...

თუმცა ამ ორივე ბაზას, უკვე წლებია... საზეიმოდ ვხსნით და ვხსნით (რაღა თქმა უნდა, საპატიოზე-საპატიო სტუმართა თანდასწრებით), მაგრამ, სინამდვილეში ჩვენ უპირველეს გუნდს წინასამატჩოდ ცხოვრება ხან რომელ სასტუმროში უწევს, ხან - რომელში; ანალოგიური სიტუაციაა სავარჯიშო პირობების შემთხვევაშიც: ხან - დიღმის საწვრთნელი ბაზაო, ხან - "ოლიმპიკიო", ხან - თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიის" მოედანიო და ასე შემდეგ. იმედი დავიტოვოთ, რომ ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელობა ამ პრობლემას რაც შეიძლება მალე მოაგვარებს და ჩვენ უპირველეს გუნდს სანაკრებო მატჩებისათვის მოსამზადებლად სამუშაო პირობებს შეუქმნის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და ჩვენი ფეხბურთელები ამას ნამდვილად იმსახურებენ.

..."იმედის დაბრუნება", - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას დანიშვნას სწორედ ასე გამოვეხმაურეთ. რაღა თქმა უნდა, იმის ილუზია არავის გვქონდა, რომ ახალგაზრდა მწვრთნელი სამშობლოში "ჯადოსნური ჯოხით" დაბრუნდებოდა და საქართველოს ნაკრებიც უცბად გახდებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი; ისიც კარგად ვიცოდით, რომ ქართულ ფეხბურთში არსებული ადამიანური რესურსის დეფიციტის პირობებში, ქეცბაიასთვის ულტიმატუმი არ უნდა წაგვეყენებინა: გინდა თუ არა, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უნდა გაიყვანოო!..

მაგრამ, ყველაფერ ამასთან ერთად, ჩვენც და ალბათ, ქართული ფეხბურთის ქომაგთა აბსოლუტური უმრავლესობა მაინც იმედის თვალით შევცქეროდით თემურ ქეცბაიას საქართველოს ნაკრებში მოსვლას. ვაღიაროთ: ჯერჯერობით, ეს იმედი მართლდება; ვინმე სკეპტიკოსი (სამწუხაროდ, ასეთები ჯერ კიდევ მრავლად არიან) შესაძლოა ჩუმად ქირქილებდეს კიდეც (აბა, საჯაროდ ამას ვერ გაბედავენ): რა დიდი ამბავი მოხდა, სამი ამხანაგური მატჩი არ წავაგეთ და ერთიც ოფიციალურიო; მაგრამ, ამ სკეპტიკოსებს კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ საქართველოს ნაკრებს ამხელა წაუგებელი სერია... 2001 წლის მერე აღარ ჰქონია! ისიც გვინდა "ვიღაც-ვიღაცებმა" დაინახონ, რომ ჩვენი ნაკრები "საექსპერიმენტო პოლიგონი" კი არა, ის გუნდია, სადაც ყველა საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალება აქვს.

რა თქმა უნდა ჩვენ ნაკრებში, სულ მცირე, სამი-ოთხი პოზიცია გაძლიერებას აშკარად საჭიროებს; ისიც ფაქტია, რომ ობიექტური მიზეზების (საკლუბო პრობლემებიდან გამომდინარე, თან საბედნიეროდ, უკვე მოგვარებულის) გამო ზოგიერთი ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფება, მაგრამ იმას ხომ ვერ იტყვის ვინმე, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი ნაკრებში მიწვევის ღირსია და ქეცბაია არ იძახებსო? ანუ, დღესდღეობით არც ერთი "დაჩაგრული" ქართველი ფეხბურთელი არ გვახსენდება (თუ სხვამ იცის, შეგვახსენოს) და რატომღაც იმაშიც ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მომავალშიც ასე იქნება; ანუ, ნაკრებში მხოლოდ და მხოლოდ ისინი ითამაშებენ, რომლებიც საერთაშორისო დონის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

ბოლოს და ბოლოს, ნამდვილად არა ვართ განებივრებულნი მაღალი კლასის შემსრულებლების სიმრავლით და იმის გახსენებაც გვზაფრავს, პირადული თუ ვერ გეტყვით რა მოტივებით, ნაკრებს ახლოს რომ არ აკარებდნენ მალხაზ ასათიანსა თუ ალექსანდრე ამისულაშვილს, ლაშა სალუქვაძესა თუ დავით კვირკველიას, ხოლო გოგიტა გოგუა ქეცბაიას წინამორბედ ექტორ რაულ კუპერს ერთხელაც არ უნახავს! არადა, გოგუა რომ ჩვენი ნაკრებისთვის შეუცვლელი და უაღრესად საჭირო ფეხბურთელია, ესტონეთთან, მოლდოვასთან და საბერძნეთთან ჩატარებულმა მატჩებმაც დაადასტურა (კამერუნთან შეხვედრა გამოტოვა), თანაც, თემურ ქეცბაია მაქსიმალურად იყენებს ამ დაუღალავი ფეხბურთელის უნივერსალურ თვისებებს: ესტონეთთან... გამთამაშებლად დააყენა, მოლდოვასთან - მარჯვენა ნახევარმცველად, საბერძნეთთან თამაში სულაც მეორე ფორვარდად დააწყებინა; ამას გარდა, სამივე დასახელებული მატჩის მსვლელობისას გოგუას არაერთხელ შეუცვლია პოზიცია.

საერთოდაც, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ სხვადასხვა პოზიციაზე ასპარეზობა: კახა კალაძეს - მარცხენა ფლანგზე თუ დაცვის ცენტრში; მალხაზ ასათიანს - დაცვის ცენტრში თუ საყრდენად, ზურაბ ხიზანიშვილს - ნახევარდაცვის ცენტრშიც და დაცვაშიც; ალექსანდრე იაშვილს - შეტევის ნებისმიერ რგოლში, ლაშა სალუქვაძეს - დაცვაში ნებისმიერ ადგილზე, დავით კვირკველიას - დაცვაში და ნახევარდაცვაში მარცხენა ფლანგზე; იმავეს ვიტყოდით ქართული ფეხბურთის მარგალიტზე, ჯანო ანანიძეზე, ხოლო ლევან კობიაშვილს, ერთადერთი, ალბათ, მეკარეობა არ უნდა მოვთხოვოთ...

...თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩატარებულ ოთხ მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 27 ფეხბურთელი მონაწილეობდა. თუმცა, ფაქტობრივად გამოკვეთილია 18-კაციანი ბირთვი. ანუ ძირითადმა შემადგენლობამ სტაბილური სახე მიიღო და იმ 4 შეხვედრაში ერთი და იგივე 8-9 ფეხბურთელი იწყებდა თამაშს; ოღონდ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ნაკრების ტაქტიკური განლაგება მუდამ იცვლება (მეტოქიდან გამომდინარე) და ეს ტაქტიკური მრავალფეროვნებაც ძალიან გვახარებს. ანუ, ისე აღარ არის, როგორც, მაგალითად, კუპერის დროს იყო: 16-ვე მატჩი ჩვენი ნაკრები ერთი და იგივე განლაგებით (4-3-2-1) ასპარეზობდა!
...საბერძნეთთან ოფიციალური მატჩი იყო და შესარჩევი ციკლი წაგებით რომ არ დავიწყეთ, ესეც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

თუმცა საქმე მხოლოდ სასურველ შედეგში არ არის (მით უფრო, იმ მატჩის წაგებაც შეიძლებოდა და მოგებაც): ბერძნებთან შეხვედრაში ჩვენი ნაკრების თამაშში დადებითი უფრო მეტი იყო, ვიდრე უარყოფითი; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რამდენჯერმე ვნახეთ ისეთი ეპიზოდები (განსაკუთრებით - პირველ ტაიმში), როცა დაცვიდან შეტევაში უსწრაფესად გადავდიოდით, როცა საკუთარი საჯარიმოდან ბურთი დროულად და, რაც მთავარია, ზუსტად "ამოგვქონდა", როცა მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს ვუზღუდავდით, როცა მაქსიმალურად ვცდილობდით "ერთი შეხებით" თამაშს, როცა ნებისმიერი მანძილიდან ბურთს მეტოქის კარისკენ ვგზავნიდით (ხიზანიშვილის ორი შორეული გასროლა გახსოვთ?) და ასე შემდეგ.

თუმცა დასახვეწიც ჯერ კიდევ ბევრია, განსაკუთრებით - წინა ხაზში და სტანდარტული მდგომარეობების შესრულებისას. მაგრამ, ყველაფერი ერთ და ორ თვეში არ "მოვა"; ამას გარდა, თვითკმაყოფილებასაც არ უნდა მივეცეთ და მიღწეულითც არ დავკმაყოფილდეთ; 4 წაუგებელი მატჩი ჩავატარეთ? მეხუთეზე, მეექვსეზე და მეშვიდეზე ვიფიქროთ, - ყოველ შემთხვევაში, როცა ოთხი შესარჩევი მატჩი ჩატარებული იქნება, ქულათა სოლიდური მარაგით თავი მოვიწონოთ; თორემ, ხომ გვახსოვს როგორ იყო-ხოლმე: შესარჩევი ციკლი დაიწყებოდა და... უკვე მაშინათვე აუტსაიდერები ვხდებოდით! რომ ვთქვათ, ამ მოკლე ხანში ყველაფერი შეიცვალაო, მართალი არ ვიქნებით; მაგრამ ბევრად სასიკეთო ცვლილებას ნამდვილად ვხედავთ, - რაც მთავარია, იმედი დაგვიბრუნდა!..
კატეგორია: ქართული ფეხბურთი | ნანახია: 1370 | დაამატა: beqa | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg