//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
საბერძნეთი-საქართველო 1:1. - 4 სექტემბერში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 4 » საბერძნეთი-საქართველო 1:1.
საბერძნეთი-საქართველო 1:1.
1:11 PM



საქართველოს ეროვნული ნაკრები ელადიდან ხელცარიელი არ გვიბრუნდება - თემურ ქეცბაიას გუნდმა ევროპის ჩემპიონსა და ბოლო მუნდიალის მონაწილეს სტუმრად ქულა აართვა და ყოველგვარი კამათის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე წარმატებაა. შედეგზე არანაკლებ მნიშვნელოვანი თამაშის ის ხარისხია, რომელსაც საქართველოს ნაკრებისგან გადავეჩვიეთ. ბუნებრივია, იყო შეცდომებიც, მაგრამ მთლიანობაში, ჩვენი ქვეყნის უმთავრესმა საფეხბურთო გუნდმა მაღალ დონეზე ითამაშა. პირეოსულ ფრეზე მეტად, სწორედ ეს სასიამოვნო ფაქტორი გვაძლევს უკეთესი მომავლის იმედს. თუმცა ეს ქულა სატურნირო თვალსაზრისითაც უდავოდ ძვირფასია და თუ წარმატებული სვლა განვაგრძეთ, უთუოდ წაგვადგება.

ქეცბაიასთვის საკმარისზე მეტი მოტივაცია ის იყო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა. წაუგებელი სერიის გაზრდაზე მას მეტად რთულ გარემოში უნდა ეზრუნა. მართალია, სტადიონი სანახევროდაც არ შევსებულა, მაგრამ ჩვენი მწვრთნელისა და "ოლიმპიაკოსის" ფანებს შორის არცთუ გულთბილი ურთიერთობიდან გამომდინარე, იმთავითვე ნათელი იყო, რომ ქართველებს განსაკუთრებით არაკეთილგანწყობილ გარემოში მოუწევდათ ბრძოლა. ქეცბაიას გვარის გამოცხადებას პუბლიკა სტვენით შეხვდა, თუმცა მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ობსტრუქციის ადრესატი უკვე მასპინძელი გუნდი გახლდათ...

მოლოდინისამებრ, ბერძნებმა 4-4-2 სისტემით ითამაშეს. მათ ძირითად შემადგენლობაში ზუსტად ის 11 ფეხბურთელი მოხვდა, რომელთაც იქაური პრესა ვარაუდობდა. განსაკუთრებული სიურპრიზი არც საქართველოს ნაკრებში ყოფილა. კარში ნუკრი რევიშვილი ჩადგა და, საბედნიეროდ, გუშინ მეკარის ყბადაღებული პრობლემა არ გაგვხსენებია; ქეცბაიამ ორ ცენტრალურ მცველს პოზიციები შეუცვალა და ვფიქრობთ, სწორადაც მოიქცა. კახა კალაძემ დაცვის ცენტრიდან მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა და ამ გადაადგილებამ უთუოდ გაამართლა, ისევე, როგორც ზურაბ ხიზანიშვილის გამწესებამ ნახევარდაცვის ცენტრში.

დაცვის ცენტრი კი მალხაზ ასათიანმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა საიმედოდ გაამაგრეს; ალბათ, უფრო მიკროტრავმის გამო, ჯანო ანანიძე თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, ძირითადის ნახევარმცველებმა კი, სხვების მსგავსად, ბევრი იშრომეს და საერთო წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს; თავდასხმაში ალექსანდრე იაშვილისა და ვლადიმერ დვალიშვილის წყვილი მოქმედებდა და თავი არც მათ დაუზოგავთ.

შრომას არავის ვუკარგავთ და ამასთან, ჩვენი ნაკრებიდან არც არავის გამოვყოფთ - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ხეირიან სტარტში წონადი წვლილი მოედანზე მყოფმა თითოეულმა მოთამაშემ შეიტანა, მწვრთნელის დამსახურებაზე კი ბევრი საუბარი აღარც ღირს, ისედაც ყველაფერი ნათელია...

ბუნებრივია, სწრაფმა გოლმა ჩვენი წარმატება დიდად განაპირობა. ანგარიში ბერძენთა უხეში შეცდომების წყალობით გაიხსნა. იაქტიურა კვირკველიამ, ვისგანაც ბურთი იაშვილისკენ წავიდა, ეს უკანასკნელი კი (ორ მცველს დაასწრო) მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, იმარჯვა კიდეც და სიფაკისს ბურთი ფეხებშუა გაუძვრა... აქვე ვთქვათ, რომ ქართველთა შემტევს პაპადოპულოსიც "წაეხმარა". მოკლედ, დავწინაურდით - 1:0.

ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყრუ დაცვაში არ ჩამჯდარა და ხშირად ცდილობდა მეტოქის შეწუხებას. გამოსარჩევია ხიზანიშვილის სახიფათო შორეული დარტყმა, მაგრამ პირველი ტაიმის დასკვნითმა ნაწილმა მაინც ფერნანდო სანტუშის შეგირდთა კარნახით ჩაიარა. ჩვენებმა დაწოლა გადაიტანეს და შესვენებაზე თავაწეულები გავიდნენ.

უჩვეულოდ შემტევ და კომბინაციურ სტილში ათამაშებული საბერძნეთი შესვენების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა, მაგრამ ჩვენი მეკარე და დაცვა კარგა ხანს შეუცდომლად მოქმედებდა...

ალბათ, სალპინგიდისი ახლაც ვერ ხვდება, რა დაემართა, როცა საქართველოს ნაკრების ცარიელი კარის წინ მარტოდმარტო აღმოჩნდა, რევიშვილიც უძლური იყო, მაგრამ... ბერძენთა ფორვარდს დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს ჩვენი კიპერი დაეუფლა. გადავრჩით.
სამწუხაროდ, ბოლომდე მაინც ვერ დავდექით. საქართველოს ნაკრების უკანა ხაზში შეიქმნა ქაოსი, რომელსაც გოლი მოჰყვა. ასათიანმა ბურთი ცუდად მოიგერია, მერე კალაძემაც ვერ დააზღვია თანაგუნდელი და მართალია, ბერძენთა ერთ საგოლე მცდელობას ლამის კარის ხაზზე მდგომი ასათიანი გაუმკლავდა, მაგრამ სპიროპულოსის დარტყმას წინ ვეღარავინ აღუდგა - 1:1.

ჩვენებს ყურები არ ჩამოუყრუიათ და გამარჯვებაზე ფიქრი არც წონასწორობის აღდგენის შემდეგ შეუწყვიტავთ. კობიაშვილს სახიფათო პასი ჩაუჭრეს, მოედნის ცენტრს ოდნავ გადაცდენილმა ხიზანიშვილმა კი კარიდან წინ გამოსული სიფაკისი შენიშნა და ეგრევე დასცხო შორი მანძილიდან - ბერძენთა მეკარემ ბურთი რის ვაი-ვაგლახით მოიგერია.

მერე უკვე ჯანოს დრო დადგა. მან რამდენჯერმე სცადა თამაშის გამწვავება, ხოლო ორ ეპიზოდში უკვე თავად მიეცა გოლის გატანის შანსი - ჯერ მის მიერ შესრულებული ჯარიმა (რომელიც მისსავე ეფექტურ გარღვევას მოჰყვა) მოიგერია "ცოცხალმა კედელმა", მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე კი კვირკველიას ეფექტური გადაცემა მიიღო, სივრცე გაეხსნა და ბურთი მეკარისთვის რომ გადაეგდო თავზე, მატჩის გმირიც გახდებოდა.

ბოლოს მაინც ბერძნებმა წაიშინეს თავში ხელი. შეცვლაზე შესული მიტროღლუს ადგილზე ოდნავ უფრო კლასიანი თავდამსხმელი ულაპარაკოდ გაგვიტანდა...

გუშინდელი საღამო ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შევაფასოთ. რა თქმა უნდა, დაგვრჩა უკმარისობის გრძნობაც - გამარჯვებასთანაც ხომ ვიყავით ახლოს... თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ფორტუნამ ჩვენც გადმოგვხედა მოწყალე თვალით - შეიძლება, უფრო მეტადაც, ვიდრე ბერძნებს...

ასე რომ, აღარ ღირს ხელიდან გაშვებულ შანსებზე წუწუნი და დროა, ისრაელთან დაპირისპირებაზე გადავერთოთ. 7 სექტემბერს ერთობ სერიოზულ მეტოქეს ვეთამაშებით...

მატჩის შემდეგ

ფერნანდო სანტუში: "საქართველოზე უკეთესი გუნდი გვყავს, მაგრამ ეს ამ მატჩში ვერ დავამტკიცეთ. პირველ ტაიმში ჩემმა ფეხბურთელებმა განსაკუთრებით ინერვიულეს. შესვენებისას ისინი შეძლებისდაგვარად დავამშვიდე და შეხვედრის მეორე ნახევარი გაცილებით მაღალ დონეზე ჩავატარეთ... შემდეგ მატჩს ხორვატიის წინააღმდეგ ჩავატარებთ და საკუთარი ძალის დამტკიცებას იქ შევეცდებით".
თემურ ქეცბაია: "ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს! მათ ძლიერ მეტოქეს არაფერი დაუთმეს და დამსახურებულ ფრეს მიაღწიეს. ობიექტურად ვიტყვი, რომ სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა".

საბერძნეთი-საქართველო    1:1
03.09. პირეოსი. გეორგიოს კარაისკაკისი. 5 000 მაყურებელი
საბერძნეთი: სიფაკისი – სეიტარიდისი (71. მიტროღლუ), პაპადოპულოსი, პაპასტრატოპულოსი, სპიროპულოსი – კარაგუნისი, კაცურანისი, სამარასი (59. ნინისი), ტოროსიდისი – სალპინიდისი, გეკასი
სათადარიგოები: ცორვასი, კონე, ციოლისი, ვინტრა, კაფესი
საქართველო: რევიშვილი – ლობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე – გოგუა (87. მერებაშვილი), ხიზანიშვილი, კობიაშვილი, კვირკველია – იაშვილი (54. ანანიძე) – დვალიშვილი (60. გელაშვილი)
სათადარიგოები: ლორია, სალუქვაძე, აფციაური, სირაძე
გოლები: 0:1 იაშვილი (3), 1:1 სპიროპულოსი (72)
გაფრთხილება: სამარასი (37), ლობჟანიძე (44), კაცურანისი (74), ხიზანიშვილი (81), პაპადოპულოსი (83)
არბიტრი: კ. გომესი (ესპანეთი)

მეტოქეები

ლატვია-ხორვატია    0:3
ლატვია: ვანინსი - კლავა, ივანოვსი, გორსკსი, რაფალსკისი - ლაიზანსი (87. ასტაფიევსი), მიჰადიუკსი, კაუნა, კარლსონსი (63. რუდნევსი) - რუბინსი (85. ჟიგაევსი), ვერპაკოვსკისი.
ხორვატია: რუნიე - სტრინიჩი, შიმუნიჩი, ვოკოიევიჩი (70. პრანიჩი), ჩორლუკა - სრნა, კრანჩარი, რაკიტიჩი, პეტრიჩი (84. მანძუკიჩი) - ედუარდო (62. იელავიჩი), ოლიჩი.
გოლები: 0:1 პეტრიჩი (43), 0:2 ოლიჩი (51), 0:3 სრნა (82).
გაფრთხილება: ვუკოიევიჩი (37), ვერპაკოვსკისი (73), მიჰადიუკსი (76), სრნა (90)
მაყურებელი: 4 500
კატეგორია: ქართული ფეხბურთი | ნანახია: 1171 | დაამატა: beqa | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg