//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
რეალი ყველაზე მეტს ხარჯავს - 10 აგვისტოში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » აგვისტო » 10 » რეალი ყველაზე მეტს ხარჯავს
რეალი ყველაზე მეტს ხარჯავს
5:49 PM
                                       
მაშინ, როცა "ბარსელონამ" საუკეთესო შენაძენში არაფერი დახარჯა (ლეო მესი), რომან აბრამოვიჩმა "ჩელსის" გაძლიერებისათვის 8 სეზონის განმავლობაში 650 მილიონი ევრო დააბანდა. მაგრამ დედამიწის ზურგზე არ არსებობს საფეხბურთო კლუბი, რომელიც ტრანსფერებში მადრიდის "რეალზე" მეტს ხარჯავს. ბოლო დეკადაში "სამეფო კლუბმა" ტრანსფერებში ჯამში მილიარდი (!) ევრო გადაიხადა...

ასეთი დასკვნა გამოაქვეყნა ყოველდღიურმა "მარკამ". ფლორენტინო პერესი "რეალის" პრეზიდენტი 2000 წლის ზაფხულში გახდა და მას შემდეგ ტრანსფერებში მილიარდზე  22 მილიონით მეტი დაიხარჯა. ამ ხნის განმავლობაში სამი სეზონი (2006-2009) კლუბის პრეზიდენტი რამონ კალდერონი იყო, შემდეგ კი ისევ პერესი დაბრუნდა. ნიშნულს "რეალი" მას შემდეგ გადაცდა, რაც ახალ სატრანსფერო სეზონში დი მარიაში, კანალესში, პედრო ლეონში და ხედირაში ჯამში 53,5 მილიონი ევრო დახარჯა. 

10 წლის განმავლობაში 1 მლიარდ 22 მილიონი ევრო "რეალმა" ჯამში 48 ფეხბურთელის შესაძენად დახარჯა. სეზონების მიხედვით "სამეფო კლუბის" ხარჯები და ტოპ-შენაძენები ასე გამოიყურება: 2000/01: 122 მილიონი ევრო (ფიგუ - 60); 2001/02: 72 მილიონი (ზიდანი - 72); 2002/03: 45 მილიონი (რონალდო - 45); 2003/04: 35 მილიონი (ბექჰემი - 35); 2004/05: 59,5 მილიონი (სამუელი - 24); 2005/06: 96 მილიონი (რამოსი - 27); 2006/07: 105 მილიონი (მ. დიარა - 26); 2007/08: 117 მილიონი (რობენი - 36); 2008/09: 64 მილიონი (ჰუნტელაარი - 20); 2009/10: 254 მილიონი (რონალდო - 96); 2010/11: 53,5 მილიონი (დი მარია - 25).

შედარებისთვის თუკი პერესმა და კალდერონმა ჯამში მილიარდზე მეტი დახარჯეს, ზუსტად დროის ამ მონაკვეთში "ბარსელონას" პრეზიდენტებმა გასპარმა და ლაპორტამ სულ 713 მილიონი ევრო გაიღეს კლუბის სალაროდან ახალი ფეხბურთელების შესაძენად. დავუბრუნდეთ "რეალს", კლუბის ისტორიაში სამი ყველაზე ძვირი შენაძენი ასე გამოიყურება: კრიშტიანო რონალდო - 96 მილიონი ევრო, ზინედინ ზიდანი - 72 მილიონი და კაკა - 64 მილიონი. ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და სამუელ ეტოოს ტრანსფერებს (და ახლა დავიდ ვილიასაც) თუ არ ჩავთვლით,  "ბარსელონას" ტოპ ტრანსფერები თითქმის არ განუხორციელებია. 

"რეალმა" აბსოლუტური რეკორდი შარშან დაამყარა, რომელსაც, ალბათ, კარგა ხანს ვერავინ მოხსნის - ფლორენტინო პერესი დაბრუნდა და თქვა, წელს იმდენი უნდა დავხარჯოთ, რომ სამი სეზონის ჩაგდება ავინაზღაუროთო და... ჯამში 254 მილიონი ევრო დახარჯა! ამ ორ ესპანურ გრანდს ევროპაში ძნელად თუ ეპაექრება, რომელიმე კლუბი - მაგალითად, რომან აბრამოვიჩმა 8 სეზონში "ჩელსიში" 650 მილიონი ევრო დააბანდა, მაგრამ ბოლო წლებში რუსი ოლიგარქი გაცილებით ხელმომჭირნეა, ვიდრე "კარიერის" დასაწყისში. ერთადერთი "შეიხთა" "მანჩესტერ სიტია", რომელიც ბოლო დროს ძალიან ბევრს ხარჯავს ტრანსფერებში - სამი წლის განმავლობაში "სიტიმ" 400 მილიონი ევრო გაიღო. "სიტი" საშუალოდ 135 მილიონ ევროს ხარჯავს ტრანსფერებში სეზონში, ამ მხირვ კი ალბიონური კლუბი მსოფლიოში პირველია...
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1054 | დაამატა: vitali8 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg