//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
რაული: “ინგლისის, ან გერმანიის პირველობაზე ვითამაშებ” - 28 ივლისში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » ივლისი » 28 » რაული: “ინგლისის, ან გერმანიის პირველობაზე ვითამაშებ”
რაული: “ინგლისის, ან გერმანიის პირველობაზე ვითამაშებ”
2:34 PM



მადრიდის "რეალში”, ლეგენდარული რაულის ერა დასრულდა. 33 წლის ფეხბურთელმა, რომელიც "სამეფო კლუბში” 1994 წლიდან გამოდიოდა, ახალი სეზონის წინ, გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. 16 წლის განმავლობაში, ფორვარდმა ყველა რანგის ტურნირში "რეალის” მაისურით 723 შეხვედრა ჩაატარა და 324 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლებით, მადრიდული კლუბის ისტორიაში მას ვერავინ შეედრება. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის არსებობის ისტორიაში, 228 გოლით, რაული მესამეა - უგო სანჩესსა (254) და ტერმო ზარას (251) ჩამორჩება. ლა ლიგაში ჩატარებული მატჩების (550) რაოდენობით, ის მხოლოდ ანდონი სუბისარეტას (622) ჩამორჩება. ჟურნალისტებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ, რაული აპლოდისმენტებით გააცილეს, ის კლუბის გენერალურ დირექტორს, ხორხე ვალდანოს გადაეხვია და როგორც "რეალის”, ასევე ესპანეთის ნაკრების მაისურებზე ბოლო ავტოგრაფები დატოვა.
- რატომ მიდიხართ?
- საამისო დრო დადგა. ადამიანი ყოველთვის გრძნობს წასვლის მომენტს. მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მაისურს დიდი ხანი ვატარებდი და ამ დროის განმავლობაში ბევრი პარტნიორი, მწვრთნელი თუ კლუბის მომსახურე პერსონალი გამოვიცვალე, რომლებიც ყოველთვის წარმოუდგენლად კარგად მეპყრობოდნენ. 33 წლის ვარ და მიმდინარე ზაფხულში, საზღვარგარეთ თამაშის შანსი პირველად მომეცა. ამ გადაწყვეტილების შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი და ის, ოჯახთან ერთად მივიღე. კლუბმა მხარი დამიჭირა და მოსაფიქრებლად დრო მომცა. თამაშის გაგრძელება და ძალების მოსინჯვა ესპანეთის ფარგლებს გარეთ მსურს. მინდა სხვა ქვეყნის ფეხბურთი და კულტურა გავიცნო. მივდივარ, მაგრამ არ ვამბობ "მშვიდობით”, არამედ, "მომავალ შეხვედრამდე”. თავს რეალელად ვთვლი და სადაც არ უნდა ვიყო, ამ გუნდს ყოველთვის ვუგულშემატკივრებ.  
 - რა გრძნობა დაგეუფლებათ, "სანტიაგო ბერნაბეუზე” "რეალის” მეტოქე გუნდის შემადგენლობაში რომ დაბრუნდეთ?
- შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაში "რეალის” წინააღმდეგ თამაში მომიწიოს. დავიცადოთ და ვნახოთ. თუმცა, "ბერნაბეუზე” სხვა კლუბის მაისურში დაბრუნება, ჩემთვის ძალიან ძნელი იქნება.    
- "რეალში” თქვენს ადგილს ვინ დაიკავებს?
- იკერ კასილასს კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და კაპიტნობას თავს კარგად გაართმევს. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდში კიდევ ბევრი ახალი ფეხბურთელი მივა. "რეალის” კანტერა კარგად მუშაობს და გვსურს, რომ მადრიდში რაც შეიძლება მეტი ჩვენი აღზრდილი ვიხილოთ.  
 - გსურდათ, რომ მადრიდულ კლუბს გუტისთან ერთად დამშვიდობებოდით?
- ჩვენ ერთად ვიზრდებოდით და გუნდში მასზე ერთი წლით ადრე მივედი. თუმცა, ყველას თავისი ისტორია აქვს. გუტი თავისი გაცილების დროსა და დღეს იმსახურებდა. მისი გაცილებისას გრძნობები მომერია, რადგან გუტისთან ერთად უამრავი სასიხარულო წუთი განმიცდია. ამ ბიჭმა "ბერნაბეუზე” გულშემატკივრების ოვაციების დამსახურება შეძლო. ის ნამდვილი გენიოსია და ძალიან დამაკლდება.   
 - მომავალში, მადრიდის "რეალის” მთავარ მწვრთნელად, წარმოგიდგენიათ თავი?
- განვლილ სეზონში, ხალხი ყველა ამპლუაში განმიხილავდა, მოთამაშის გარდა, არადა, მსურს, რომ ჩემში ჯერ კიდევ ფეხბურთელი დაინახონ. ახალი მიზნებისთვის დრო კიდევ მექნება, მაგრამ ამჟამად,  ფეხბურთის თამაში მინდა. სულ სხვაა, როდესაც გუნდში თამაშობ და სხვაა, როცა მწვრთნელი, ან სპორტული დირექტორი ხარ. დროთა განმავლობაში, ყველაფერი იქნება და ყოველთვის მზად ვარ "რეალს” ვემსახურო, თუ კლუბს დავჭირდები.
- თქვენი ახალი კლუბი "შალკე” იქნება? ის ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული თქვენი შეძენით...
- "შალკე” მართლა იყო დაინტერესებული და ამ კლუბთან პროდუქტიული მოლაპარაკება მქონდა. ასევე, სხვა გუნდებთანაც გავმართე მოლაპარაკება, მაგრამ "შალკემ” ყველაზე დიდი ინტერესი გამოიჩინა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა შემიძლია ზუსტად ვთქვა, რომ ინგლისის, ან გერმანიის პირველობაზე ვითამაშებ. დანარჩენი გამოვრიცხე.
- კლუბში გატარებული პერიოდის განმავლობაში, ყველაზე კარგად, რა გახსენდებათ?
- გასახსენებელი ბევრია და ერთი რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება. თუმცა, საუკეთესო ის დღე იყო, როდესაც პარასკევს, 28 ოქტომბერს სახლში მივედი და დედას ვუთხარი, რომ "რეალის” პირველ გუნდთან ერთად სარაგოსაში თამაშზე უნდა გავფრენილიყავი. ამის გამგონე დედამ, ვერც კი ივახშმა. ყოველთვის მემახსოვრება თუ როგორი ბედნიერები იყვნენ მაშინ ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები. ეს საუცხოო მოგონებაა, რომელსაც პირველ ადგილზე დავაყენებდი.  
- ჟოზე მოურინიოსთან საუბრის შემდეგ, თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი ხომ არ შეგეპარათ?
- რა თქმა უნდა, ვინაიდან ის არა მხოლოდ საუცხოო მწვრთნელია, რომლის მიწვევაც კლუბის მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯი იყო, არამედ, ეს ადამიანი ყოველთვის მომწონდა და ჩემი ყოფილი პარტნიორებიდან ვისაც მასთან უმუშავია, მოურინიოზე მხოლოდ კარგს ამბობენ. ასე რომ, გადაწყვეტილების მიღება რთული იყო. უფრო იოლი იქნებოდა დავრჩენილიყავი, რადგან მასთან მუშაობა მსურდა, ისევე როგორც მოურინიოს ჩემთან, მაგრამ გარემოებები სხვაგვარი აღმოჩნდა. სიტუაციის გლობალურად განხილვა მომიხდა და ბევრი რამ იმაზე იყო დამოკიდებული, უნდოდა თუ არა, მოურინიოს ჩემი ძირითად შემადგენლობაში ხილვა. გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე თვე ვიფიქრე ოჯახურ წრეში და საბოლოოდ, ასეთი ნაბიჯი გადავდგი.
- კარიერის განმავლობაში ვისთანაც გითამაშიათ, საუკეთესო პარტნიორად რომელ ფეხბურთელს მიიჩნევთ?
- ეროვნულ ნაკრებში ასეთი ხოსეპ გვარდიოლა იყო, რომელთან ერთადაც ბევრი დასამახსოვრებელი დღე გამიტარებია და ის მაშინაც, მოედანზე, უკვე მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, ნაკრებში პირველი გოლის გატანისას, პასი სწორედ მან მომცა. ერთმანეთს საუცხოოდ ვუგებდით. "რეალში” არაერთი პარტნიორი მყავდა და თითოეულ მათგანთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ვინმეს გამორჩევა რომ მთხოვონ, ძალიან გრძელი სია გამომივა. შესაძლოა, ფერნანდო რედონდო გამოვარჩიო, რადგან იყო დრო, როდესაც შეკრებაზე ოთახში ორნი ვცხოვრობდით და მასთან ერთად უფრო მეტ დროს ვატარებდი, ვიდრე მეუღლესთან. თუმცა, საერთო ჯამში, ყველას გამოვარჩევდი.  
- როგორ გსურთ, რომ გულშემატკივრებს დაამახსოვრდეთ?
- დრო გვაჩვენებს როგორ დამიმახსოვრებენ. მშვიდად მივდივარ, რადგან ვიცი, რომ კლუბს ყველაფერი მივეცი, რაც შემეძლო. როგორც ადამიანი, ვცდილობდი უბრალო და კულტურული ვყოფილიყავი, გულშემატკივრებიც ზუსტად ასე მპასუხობდნენ. დრო თითოეულ ჩვენთაგანს თავის ადგილზე დააყენებს.
- თქვენს კრიტიკოსებს რას ეტყვით?
- კრიტიკამ ზრდისა და პროგრესირების საშუალება მომცა. შეხედეთ ჩემს კარიერას - ვცდილობდი ყველასთვის პატივი მეცა და არავისთან პრობლემა არ მქონია. რითაც ვამაყო
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 938 | დაამატა: beqa | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg