//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
ფინალი: ბარსა-ესტუდიანტესი - 19 დეკემბერში 2009 - Barcamania
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 19 » ფინალი: ბარსა-ესტუდიანტესი
ფინალი: ბარსა-ესტუდიანტესი
7:39 PM


დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე აბუ დაბიში, "ზაიედ სპორტს სიტის” სტადიონზე გასამართ შეხვედრაში გაირკვევა, ფეხბურთის არაერთი გულშემატკივრის მიერ საუკეთესოდ აღიარებული "ბარსელონა” ოფიციალურად მოიპოვებს თუ არა მსოფლიოში საუკეთესო გუნდის ტიტულს.
კატალონიელებს ეს ტურნირი არასდროს მოუგიათ. სამი წლის წინ ისინი ასევე ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულ გუნდთან დამარცხდნენ მინიმალური სხვაობით. სხვათაშორის, "ბარსელონა” არის პირველი გუნდი, რომელიც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მეორედ ითამაშეებს.
რაც შეეხება "ესტუდიანტესს”, მართალია არგენტინული კლუბი ლიბერტადორესის თასის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული კოლექტივია, მაგრამ ამ გუნდს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობის შანსი პირველად წელს მიეცა.
"ესტუდიანტესი” დღეს შეეცდება არა მხოლოდ საკუთარ, არამედ არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოიპოვოს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის ტიტული. "ბარსა” კი საკლუბო მუნდიალზე ევროპელთა სამხრეთ ამერიკელებთან გათანაბრებას ეშურება. ტურნირის პირველი სამი გათამაშება ბრაზილიურმა კლუბებმა მოიგეს, ბოლო ორი კი ევროპის წარმომადგენლებმა.
"ბარსელონას” შემადგენლობაში მოედანზე გასვლის შანსი აქვს იმ ოთხ ფეხბურთელს, რომლებმაც ითამაშეს სამი წლის წინ, პორტუ ალეგრის "ინტერნასიონალთან” გამართულ ფინალში. ესენი არიან: ვიქტორ ვალდესი, რაფაელ მარკესი, კარლეს პუიოლი და ხავი ერნანდესი. იმ მატჩში ასევე ითამაშა ანდრეს ინიესტამ, მაგრამ დღეს "ბარსას” მე-8 ნომერი გუნდს ვერ დაეხმარება.
ინიესტასგან განსხვავებით, მოედანზე გამოსვლის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს მესის, რომელმაც ნახევარფინალური მატჩი ტრავმის გამო სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით თამაშში მაინც ჩაერთო და გოლიც გაიტანა. "ატლანტესთან” გამართული შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა სეიდუ კეიტამ, მაგრამ მალელმა ფეხბურთელმა ფინალისთვის ბოლომდე გამოჯანმრთელება მოახერხა.
მატჩის წინ კომენატერები გააკეთეს გუნდების ნახევარდაცვის ლიდერებმა, ვერონმა და ხავიმ.
ვეტერანი არნგენტინელი ფეხბურთელი შემდეგს აცხადებს: "რთული სათქმელია, თუ რა შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს ამ ტიპის თამაშში. ჩვენს წინაში უდიდესი რეპუტაციის მქონე კლუბია. ჩვენი მიზანი მათი შეტევების შეჩერება და ჩვენს კართან შექმნილი სახიფათო მომენტების მინიმუმამდე დაყვანაა, ასევე ჩვენი შანსების მაქსიმალურად გამოყენება”.
მეტოქეს აქებს ხავიც: "ესტუდიანტესთან” თამაში საკმაოდ რთული იქნება. ფინალურ მატჩს საკმაოდ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, რადგან არგენტინელებს მებრძოლი გუნდი ჰყავთ. ჩვენი მიზანია ამ ტიტულის მოგება. კლუბისთვის ამ ტურნირს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ ენიჭება, რომ აქამდე არასდროს მოუგია იგი. ასევე იმიტომ, რომ სამი წლის წინ ფინალში ერთხელ უკვე დავმარცხდით”.

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1035 | დაამატა: ბექა | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg