18 წლის ესპანელი ინტერნაციონალის, პაბლო სარაბიას ბარსაში გადასვლის შესახებ მოლოდინი არ გამართლდა. სარაბიამ მადრიდის რეალთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და 2013 წლამდე გააგრძელა ამ გუნდში მოღვაწეობა. ხელშეკრულება პარასკევს დილით გაფორმდა, როცა ფეხბურთელი აგენტთან ერთად კლუბის ოფისს ესტუმრა. გუნდის მენეჯმენტი ჩქარობდა კონტრაქტის განახლებას და ცდილობდა თავიდან აეცილებინა მისი დაკარგვით გამოწვეული სირთულეები. თუმცა ამბობენ, რომ ფეხბურთელის გადაბირება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. სარაბიათი ბევრი ელიტარული გუნდი იყო დაინტერესებული. მათ შორის ბარსელონა, არსენალი და ლივერპული, რომლებიც ფეხბურთელს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ.