//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
პირველმა უნდა იპირველოს - 10 სექტემბერში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 10 » პირველმა უნდა იპირველოს
პირველმა უნდა იპირველოს
3:07 PM



20 წლის ოქსანა კალაშნიკოვა (189) პოლონეთშია, სადაც ქალაქ კატოვიცეში "ბანკ პოლსკის" საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობს. შეჯიბრების საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია, ხოლო ჩვენი თანამემამულე პირველ ნომრად არის განთესილია. იგი ამერიკის ღია პირველობაზე მარცხის შემდეგ პირველად ასპარეზობს. ოქსანას არ გასჭირვებია "უაილდ ქარდით" მიწვეული 19 წლის გერმანელი კიმ-ალის გრაიდეკის (893) დამარცხება - 6:3, 6:3. წყვილთა ბადეში ოქსანა უკრაინელ ტეტიანა არეფიევასთან (311) ერთად მე-2 ნომრად განთესეს. პირველ წრეში მათ 6:4, 6:3 მოუგეს მასპინძელთა დუეტს (დომაგალა, ზაგორსკა) და მეოთხედფინალში გავიდნენ.
საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი (149) კანადაში გაემგზავრება, სადაც ორშაბათიდან კვებეკის ტურნირ "ბელ ჩელენჯში" გამოვა. ტურნირის საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარია, ქართველი ძირითად ბადეშია.

ერევანში გრძელდება "პრეზიდენტის თასი" ახალგაზრდა ჩოგბურთელთა შორის. გოგონათა ბადეში კიდევ ექვსმა ქართველმა ითამაშა პირველ წრეში (მანამდე ხუთმა ითამაშა) და უმეტესობამ მოიგო. ბარბარე ერისთავი სამ სეტში გაუმკლავდა პირველ ნომრად განთესილ რუს ელენა მალცევას (627) - 6:4, 3:6, 6:4. შესანიშნავი დებიუტია - 15 წლის ბარბარე პირველად თამაშობს 18-წლამდელთა სერიაში. მე-7 ნომრად განთესილმა ირინა თოიძემ ქსენია გაიდარჟის (რუსეთი) მოუგო - 5:7, 6:4, 6:2. წინ მიიწევს მე-3 ნომრად განთესილი ბაბილინა მაჩაიძეც (794), 15 წლის ჩოგბურთელმა ანა პომიატინსკაიას აჯობა - 6:2, 6:2. მე-6 ნომრად განთესილი ანა თუმანიანი (რუსეთი) გამოაგდო გათამაშებიდან თამარ კომახიძემ - 6:1, 6:1. წააგეს ანი გოგვაძემ (პოლინა ნოვოსელოვასთან - 2:6, 6:1, 4:6) და თამარ ცხაკაიამ (ანაიტ განჯალიანთან - 3:6, 2:6). 11 ქართველი მონაწილიდან მერვედფინალში 5 გავიდა, მერვედფინალის შემდეგ კი ორი ჩვენებურიღა დარჩა.

ბარბარე ერისთავმა აჯობა უკრაინელ ანასტასია შესტაკოვას - 4:6, 6:4, 7:5. მე-4 ნომრად განთესილმა ნინო სუჯაშვილმა (934) მარია ცაკანიანს (რუსეთი) მოუგო - 7:6 (4), 7:5. ირინა თოიძემ ნუნე ხაჩატრიანთან (სომხეთი) დათმო - 2:6, 1:6; ბაბილინა მაჩაიძემ - პოლინა ნოვოსელოვასთან - 6:3, 4:6, 3:6; თამარ კომახიძემ - ანაიტ განჯალიანთან - 3:6, 3:6.

მეოთხედფინალში ბარბარე ერისთავი მასპინძელ ნუნე ხაჩატრიანს ეთამაშება, ხოლო ნინო სუჯაშვილი ანი ამირაღიანს (სომხეთი) ხვდება.

ბიჭების მერვედფინალში ხუთი ქართველი ჩაება, ბრძოლას სამი მათგანი აგრძელებს: ლუკა ფილფანმა დანილ კვაჩს (რუსეთი) მოუგო - 6:2, 6:2; ნიკა დოლიძემ - მიხაელ ავეტისიანს (სომხეთი) - 6:3, 6:2; მიხეილ ხმიადაშვილმა - ნიკიტა გურას (რუსეთი) - 6:2, 6:4. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი საკვალიფიკაციო ბადიდან მოხვდა ძირითადში. დავით ხუბუამ ფიოდორ ანდრეენკოსთან (რუსეთი) წააგო - 3:6, 2:6, ხოლო შოთა მეფარიძემ მე-4 ნომრად განთესილ არტიომ ოგანესიანთან (რუსეთი) - 2:6, 1:6. მიხეილ ხმიადაშვილის მეტოქე ესტონელი დანილ პროსკურაა (236), ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ჩოგბურთელი. დოლიძე ოგანესიანს გაეჯიბრება, ფილფანის მეტოქე მე-8 ნომრად განთესილი ოლექსანდერ ბიელინისკია (უკრაინა).
კატეგორია: ქართული ჩოგბურთი | ნანახია: 1027 | დაამატა: beqa | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg