//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
ორმოც წუთში შეწყვეტილი სიმღერა - 6 აგვისტოში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » აგვისტო » 6 » ორმოც წუთში შეწყვეტილი სიმღერა
ორმოც წუთში შეწყვეტილი სიმღერა
2:20 PM
http://azartas.net/public/Image/bet-at-home/UEFA_Europa_League_logo.jpg


ერთი კვირის წინ გრაცში ორი მშრალი ბურთით წაგების შემდეგ, "დინამო" საპასუხო მატჩში შინ ბრძოლას დაგვპირდა და ბოლომდე იბრძოლა კიდეც. თუმცა ავსტრიული ბარიერის გადალახვა მაინც არ მოხერხდა. არა და, "შტურმის" გამოგდება შეუძლებელი ნამდვილად არ იყო. ფლეი ოფში ავსტრიელები გავიდნენ, მაგრამ იქნებ ასე არც მომხდარიყო, გუშინდელი მატჩის სერბ არბიტრ მირალდ მაჟიჩის შეცდომებს სტუმართა წისქვილზე რომ არ დაესხა წყალი. ეს მით უფრო დასანანია იმიტომ, რომ გუშინ ყველაფერი კარგად დაიწყო, "სწრაფი გოლი" მე-10 წუთზე და მინიმუმამდე შემცირებული სხვაობა, თბილისელებმა მეორე გოლიც მოამწიფეს და კიდევ გაიტანდნენ ბურთს და იქნებ გასვლაზე რეალურადაც გვებრძოლა, მაგრამ...

მე-40 წუთზე ყველაფერს წერტილი დაესვა, 40 წუთში დინამოს ევროსიმღერა ერთი წლის შეწყდა... არბიტრის არასწორი გადაწყვეტილების გამო, თამაში მოკვდა. მე-40 წუთზე მომხდარი ეპიზოდი, საკვანძო იყო ამ შეხვედრაში. სტუმართა შეტევისას ბურთი ძელს მოხვდა, ასხლეტილ ბურთს სამირ მურატოვიჩი ფაქტობრივად ცარიელ კარში ურტყამდა, მაგრამ გიორგი კახელიშვილმა "შტურმის" ფეხბურთელს უკნიდან მაისურაზე მოქაჩა და არ დაარტყმევინა. არბიტრმაც არ დაახანა, კახელიშვილი მოედნიდან გააძევა და თბილისელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. დაზარალებულმა მურატოვიჩმა პენალტი გოლად აქცია და ანგარიშიც ასე გათანაბრდა, 1:1.

ტრიბუნიდან დანახულით ძნელია, ამ ეპიზოდზე გადაჭრით რაიმეს თქმა, მაგრამ ყველა ერთს ამტკიცებდა და იგივე თქვა დინამოელთა თავკაცმა კახა კაჭარავამ - პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ წითელ ბარათს კახელიშვილი არ იმსახურებდა, გაფრთხილებაც საკმარისი იყო, რადგან ეს ე. წ. ბოლო იმედის ჯარიმა ნამდვილად არ ყოფილა. ამას გარდა, არბიტრმა სხვა ეპიზოდებშიც შესცოდა სტუმართა სასარგებლოდ, დინამოელებმა მაინც ბოლომდე იბრძოლეს და მოედანზე დარჩენილმა 9 ფეხბურთელმა მაინც იმდენი გააკეთა, რომ თამაში არ წავაგეთ. მართალია გამოვვარდით, მაგრამ ეს ფრე რეიტინგში მცირედს მაინც შეგვმატებს.

ერთიც უნდა აღინიშნოს, "დინამო" ახალგაზრდული გუნდია და ბიჭებს "სისხლი უდუღთ". იმაშიც ვეთანხმებით ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას, რომ ეს ბიჭები კიდე მოუმატებენ, უკეთესად ათამაშდებიან, "დაღვინდებიან" კიდეც... თუმცა ერთს მოკრძალებულად მაინც შევნიშნავთ, უკეთესი იქნება, თუ ფეხბურთელები დისციპლინას მეტ ყურადღებას მიაქცევენ.
რაც შეეხება მატჩის მსვლელობას, თამაში დუნედ დაიწყო, მერე კი ტემპმა იმატა. პირველად კარისკენ სტუმრებმა გაისროლეს, მაგრამ მურატოვიჩის დარტყმული ჩვენს კარს გადასცდა. მალევე ანდრეას ჰიოლცლის დარტყმული აიღო მეკარე გიორგი ლორიამ, მერე კი დინამოელთა ჯერი დადგა. პირველი მცდელობისას რობერტიონიოს მიზანმა მცირედით უმტყუნა, მაგრამ მე-10 წუთზე კი მარცხნიდან დონალდ ჯუისის ჩაწოდებულ ბურთს, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა სტუმართა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, 1:0.

გატანილმა გოლმა დინამოელებს მადა შემატა და მათაც "შტურმზე" ზეწოლა გააძლიერეს. რობერტინიოს, კახელიშვილისა და ედნილსონის დარტყმები მიზანს ასცდა. მე-20 წუთზე გიორგი თექთურმანიძის სახიფათო ჩაწოდებისას ავსტრიელთა კართან კიდევ ერთხელ დაირღვა სიმშვიდე, მაგრამ... 23-ე წუთზე კი გრაცელები ხარიხამ იხსნა - რობერტინიოს ჩაწოდებულს ჯუისმა თავური მიაყოლა, მაგრამ ბურთი ხარიხამ აისხლიტა. ტაიმის მიწურულს ავსტრიელებიც გამოფხიზლდნენ, ფელდჰოფერმა ახლო მანძილიდან ააცილა, 36-ე წუთზე თექთურმანიძის ჩაწოდებული რობერტინიომ კარში გადაგზავნა, მაგრამ ამჯერად სტუმართა მეკარე კრისტიან გრატცეიმ იმარჯვა. ამას კი ის საკვანძო ეპიზოდი მოჰყვა, რომელიც ზემოთ აგიღწერეთ...

თბილისელებმა მეორე ტაიმი გოლით დაიწყეს, ბურთი დონალდ ჯუისმა გაიტანა, მაგრამ მსაჯებმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს და გოლი არ ჩათვალეს. 53-ე წუთზე ალექსანდრე კოშკაძის ჯარიმა გადაცდა ავსტრიელთა კარს. მერე მურატოვიჩის დარტყმისას უკვე გიორგი ლორიამ იმარჯვა. 57-ე წუთზე ჯუისის დარტყმულიც უშედეგო აღმოჩნდა. ამას კი ლევან ხმალაძისა და გორდონ შილდენფელდს შორის ჯერ ხისტი თამაში, ძიძგილაობა და არბიტრის მიერ დარიგებულ წითელ-ყვითელი ბარათი მოჰყვა. ამჯერადაც წითელი ბარათი დინამოელს ერგო და მეტოქე უკვე ორკაციან უპირატესობაში აღმოჩნდა. უკვე ცხადი გახდა ამ ბარიერის გადალახვა შეუძლებელი იყო და დინამოელთა თავკაცმა კახა კაჭარავამ შეცვლებით დაცვა და ნახევარდაცვა გააძლიერა.

ავსტრიელებმა თბილისშიც ჩაიფიქრეს მოგება. გრაცელთა გუნდის თავკაცმა ფრანკო ფოდამ თავისი შვილის, სანდრო ფოდას შემდეგ, ჯერ გამოცდილი მარიო ჰაასი, მერე კი ავსრიის ნაკრების თავდამსხმელი რომან კინასტი შეუშვა მოედანზე. დარჩენილი დრო სტუმართა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. 67-ე წუთზე ჰაასის დარტყმული ხარიხამ აისხლიტა. ბოლოს კი, ავსტრიელთა გუნდში და მთლიანად თამაშში ყველაზე აქტიურ ანდრეას ჰიოლცლის ორი კარგი საგოლე მომენტი ჰქონდა, ჯერ მეკარე გიორგი ლორიამ იმარჯვა, მერე კი ძელმა იხსნა თბილისელთა კარი.

საბოლოოდ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. "დინამოსთვის" ევროტურნირები უკვე დასრულდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკადრო პრობლემებით, ამ შემადგენლობით (რომელშიც გამოუცდელი ფეხბურთელები მრავლად არიან), საბოლოო ჯამში, დინამოელთა ევროასპარეზობა დადებითად უნდა შეფასდეს. 2004 წლის შემდეგ, როცა "დინამომ" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა, 6 წლის განმავლობაში გუნდი მესამე რაუნდში არ გასულა. ეს კი ამ გუნდმა, ამ შემადგენლობამ შეძლო. იმედია, ეს ბიჭები გაისად უფრო მეტს შეძლებენ.

05.08. თბილისი. ბორის პაიჭაძე. 8 500 მაყურებელი
დინამო-შტურმი 1:1
1:0 რობერტინიო (10. ჯუისის პასით), 1:1 მურატოვიჩი (40-პენალტით)
დინამო:
ლორია - კახელიშვილი, თომაშვილი, კაკუბავა, ხმალაძე - თექთურმანიძე (77. მამუჩიშვილი), ედნილსონი, კოშკაძე - რობერტინიო (81. გავაშელიშვილი), ჯუისი (68. გველესიანი) - ვაწაძე.
სათადარიგოები: შეყრილაძე, სიხარულიძე, ლექვთაძე, წენგუაშვილი
შტურმი: გატცეი - შტანდფესტი, შილდენფელდი, ფელდჰოფერი, პიურხერი - ჰიოლცლი, ვებერი (65. ჰაასი), კინცლი (46. ფოდა), ბუკვა, საბიჩი (79. კინასტი) - მურატოვიჩი.
სათადარიგოები: ჩავლინა, ვაინბერგერი, ბურგშტალერი, ერენრაიხი.
გაფრთხილება: ვებერი (48), შილდენფელდი (63), ვაწაძე (90)
გაძევება: კახელიშვილი (40), ხმალაძე (63)
არბიტრი: მირალდ მაჟიჩი (სერბეთი)

კატეგორია: ქართული ფეხბურთი | ნანახია: 950 | დაამატა: beqa | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg