30 ივლისს ლეო მესი და დანი ალვეში ბარსას შეუერთდებიან, მათი არდადეგები დასასრულს უახლოვდება. რაც შეეხება მესის, მან გვარდიოლასგან მიიღო ნებართვა მაშინ ჩამოსულიყო, როცა მოისურვებდა. გავიხსენოთ, რომ გასულ სეზონზე არგენტინელმა თითქმის ყველა შესაძლო პრიზი მიიღო, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ დონეზე, ამასთან, მესი გვარდიოლას გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა. თავისთავად, ამ სეზონში უფრო დიდი წარმატების გარანტი მძიმე მუშაობაა, ამიტომ ლეოს სურს რაც შეიძლება მალე დაიწყოს მომზადება. მესი, ალვეში და იბრაჰიმოვიჩი აზიის ტურნეს ვარსკვლავები გახდებიან. მოლაპარაკების მიხედვით, ისინი მოედანზე განსაზღვრულ დროს გაატარებენ.