//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
ხეორხიანო, როგორ ხარ? - 7 სექტემბერში 2009 - Barcamania
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 7 » ხეორხიანო, როგორ ხარ?
ხეორხიანო, როგორ ხარ?
10:42 AM


საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ჭანტურიამ 26 აგვისტოს “ბარსელონაში” ივარჯიშა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა და ისევე როგორც ფეხბურთელისთვის, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში დღემდე ქართველს არასდროს უვარჯიშია. ჭანტურიასთვის კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას დაინტერესებაც მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა 16 წლის ქართველი თავდამსხმელისთვის.

- გიორგი, როგორც შევიტყვეთ, “ბარსელონას” ძირითად გუნდში ივარჯიშე…

- თავი სიზმარში მეგონა. 26 აგვისტოს, ჩვეულებრივ, “ბარსელონას” 18-წლამდელთა გუნდის ვარჯიშზე მივედი. ჩვენ გვერდით “ბარსას” მთავარი გუნდის მოედანია და იქით გახედვაც კი ბედნიერებაა. ლამის ყველა ვარსკვლავი ჩვენგან ერთ ნაბიჯში ვარჯიშობს. ვარჯიშის დაწყებამდე მთავარმა მწვრთნელმა მითხრა, რომ გუნდის კაპიტანთან ერთად, გვარდიოლამ მიგვიწვია. თავიდან ვიფიქრე, გასაცნობად დაგვიბარა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გუნდში უნდა მევარჯიშა. ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ. “ბარსელონას” ყველა ვარსკვლავი – მესი, იბრაჰიმოვიჩი, დანი ალვეში… მოკლედ, ყველა ვარჯიშზე იყო და მე მათ გვერდით ბურთს ვაგორებდი.

- რამდენი ხანი ივარჯიშე?

- მთელი ვარჯიში დაგვტოვეს, საათ-ნახევრის განმავლობაში დაგვტვირთეს. თავდაპირველად, “კვადრატი” გვქონდა და როგორც ყველაზე პატარა, შუაში ჩამაყენეს. ჩემ წინ იდგა დანი ალვეში, მარცხნივ მესი და ტურე, მარჯვნივ კი იბრაჰიმოვიჩი.

- “კვადრატიდან” ვერ გამოხვედი თუ ვინმეს აართვი ბურთი?

- ერთხელ ალვეშს ჩავუჭერი, მეორედ კი იბრაჰიმოვიჩს და “კვადრატში” ჩავაყენე. ასეთ მეტრებთან ვარჯიში ხუთი წუთითაც ბედნიერებაა და წარმოგიდგენიათ, მთავარ “ბარსელონაში” საათ-ნახევარი ვარჯიში რა განცდაა!

- მესისთან ბურთისთვის ბრძოლა თუ მოგიხდა?

- ისეთ პოზიციაზე იდგა, მასთან ბურთისთვის ბრძოლა არ მიწევდა, მაგრამ სულ მას ვუყურებდი და ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს, ძალიან მაგარია… სხვათა შორის, ერთ-ერთ ეპიზოდში კრკიჩისა და იბრაჰიმოვიჩის ჯგუფში აღმოვჩნდი. არ ვიცი, ამ გრძნობის გადმოცემა თუ შეიძლება. “ბარსელონას” ვარჯიშის გვერდიდან ყურებაც სიამოვნებაა და მასში მონაწილეობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ 16 წლის ბიჭს ხოსეპ გვარდიოლა დამიძახებდა და მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მავარჯიშებდა.

- გვარდიოლამ აგიხსნა, თუ რატომ გააკეთა ეს? იქნებ, მთავარი გუნდისთვის აქედანვე გამზადებს?

- წარმოდგენა არ მაქვს. როგორც გითხარით, თავდაპირველად მეგონა, გაცნობა სურდა და ხელი ჩამოვართვი. გამიკვირდა, რომ მიცნო – ხეორხიანო, როგორ ხარო? ანუ იცოდა, ვინც ვიყავი და გამიხარდა. სხვათა შორის, ვარჯიშის შემდეგ გვარდიოლა ასე დამემშვიდობა – ხეორხიანო, ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდებითო. ამ სიტყვებით დამაიმედა. თუ რაიმე კონკრეტული ჩანაფიქრი აქვს ჩემთან დაკავშირებით, ნამდვილად არ ვიცი.

- სასიამოვნოა “ბარსელონაში” ვარჯიში და გრანდში დაწინაურების პერსპექტივა, მაგრამ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები დარდობენ – ბევრი ქართველივით, ჭანტურიასაც ვარსკვლავური ავადმყოფობა არ დაემართოსო. ძნელია, 16 წლის ასაკში “ბარსელონას” ძირითად გუნდში ივარჯიშო და თავბრუ არ დაგეხვეს…

- მე კარგად მესმის თქვენი და ყველა იმ ფეხბურთის მოყვარულის გულისტკივილი, ვინც ასე ფიქრობს. თუმცა, გარკვევით მინდა ყველას ვუთხრა – ღმერთმა მშვენიერი შანსი მომცა და არანაირი სურვილი არა მაქვს, ეს შანსი წყალს გავატანო. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება და “”ბარსელონას”" ძირითად შემადგენლობაში თამაში მსურს. ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულია და დარწმუნებული ვარ, არანაირი ვარსკვლავური ავადმყოფობა არ შემეყრება.

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1202 | დაამატა: barcaman | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 2
http://s47.radikal.ru/i115/1006/dd/31e99825efe4.gif
რეიტინგი: 0
Имя: nika


დაამატა: | თარიღი: 2009-09-07, 3:17 PM 


imedia male vixilavt barsas shemadgenlobashi
+1  
2

 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg