//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
ქართული გუნდები ევროთასებზე - 22 ივლისში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » ივლისი » 22 » ქართული გუნდები ევროთასებზე
ქართული გუნდები ევროთასებზე
3:09 PM


ზესტაფონი

შოთა ბაბუნაშვილი: "საომარი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. გასვლასაც გააჩნია, ჩვენი დიდი სურვილია, მოგებით გავიდეთ, რადგან გუნდის რეიტინგსაც ავწევთ და ქვეყნისასაც”.


სლოვაკი კოლეგები, ვისაც საქართველოში ჩამოსვლის საშუალება არ ჰქონია, ზესტაფონელთა ვარჯიშის ყურებისას, ჯაბა დვალი რომელიაო, იმას კითხულობდნენ. დიდტირაჟიანი და უხვგვერდიანი "სპორტის” რეპორტიორმა – ეს უფრო დიდი და მასიური წარმომედგინა, ისეთ დღეში ჩაუგდია "დუკლას” დაცვაო. რომ იტყვიან, რაცაა ესაა. იმერლების ფორვარდმა მარტო სლოვაკების ყურადღება არ მიიქცია - იგი სამ მატჩში გატანილი 4 გოლით ევროლიგის ბომბარდირებში მე-2 ადგილზეა და გამორიცხული არაა, ხუთშაბათს დაწინაურდეს კიდეც.
- ჯაბა, თავს როგორ გრძნობ – სლოვაკებისგან, ალბათ, ყურადღება შენზე გამახვილდება.
- საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ და გუნდელებიც ვუგებთ ერთმანეთს. ვიცი, რომ ძნელი იქნება ხვალ თამაში, მაგრამ მე ხომ არა ვარ მთელი გუნდი?
- მალე მოლდოვასთან უწევს ეროვნულ ნაკრებს თამაში და ხელმძღვანელობიდან ხომ არ შემოგხმიანებიან?
- არა, ჯერჯერობით, არაფერი ვიცი - გამომიძახეს თუ არა. მთავარია, ვითამაშო და ვაჩვენო ის, რაც შემიძლია. დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება - ვინ სჭირდება მის გუნდში.


გია გეგუჩაძემ, რომელმაც გუნდის ფსიქოლოგიური განწყობა მატჩამდე 24 საათით ადრე გამართულ ვარჯიშზე არცთუ ურიგოდ მოახერხა, "მსოფლიო სპორტთან” საუბარი სწორედ საპასუხო შეხვედრისთვის ფეხბურთელების განწყობაზე საუბრით დაიწყო.
გია გეგუჩაძე: განწყობა ახლა მშვენიერია. შეატყობდით ალბათ, რომ თავიდან ბიჭები ცოტა "მძიმედ” იყვნენ - არაა იოლი მგზავრობის კვალის ერთი ხელის მოსმით გაქრობა. იმედი მაქვს, ხვალ ამ სიმძიმისაგან აღარაფერი დარჩება და გუნდი თავისუფლად და ლაღად ითამაშებს.
- გვესმის, რომ "ზესტაფონი” შინ მოპოვებულის შენარჩუნებას შეეცდება, მაგრამ მგონი, დაცვიდან თამაშსაც არ უნდა აპირებდეთ.
- ჩვენთვის ნებისმიერ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ის იქნება კიდევ ერთი ხარისხიანი და შედეგიანი თამაში. ეს ბუნებრივია, მომავალშიც მატებს გუნდს ძალებს. ხვალინდელ თამაშზე აუცილებლად მოსაგებად გავალთ - ჩათვალეთ, რომ ზესტაფონში არ მოგვიგია.
- თქვენ მოედანზეც მიუთითეთ ფეხბურთელებს.
- არ მინდა ამ საკითზე ხაზის გასმა. რაც მთავარია, ფეხბურთელები გავაფრთხილე და მათ ყველაფერი კარგად იციან - სად რას უნდა მოერიდონ.


ვიდრე საკუთარ გუნდს მინდორზე შეუძღვებოდა, ბრატისლავური "სპორტის” ჟურნალისტმა ივან ლეჰოტანმა ბლიცს "დუკლას” 43 წლის თავკაც კაროლ მარკოსთან გაუკეთა ორგანიზება: "პირველ მატჩთან შედარებით, მეტოქეზე გაცილებით ბევრი ვიცი. შევეცდებით დავამარცხოთ "ზესტაფონი”. კარგი გუნდი გგყავთ, მაგრამ დაუმარცხებელი არავინაა”.

დინამო

ევროპის ლიგის მე-2 ეტაპზე, სტუმრად შვედეთის "გეფლესთან” პირველ მატჩში გამარჯვების (2:1) მიუხედავად, თბილისის "დინამოს” მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა თვლის, რომ ჯერ საქმე ბოლომდე არ გაკეთებულა და ყველაფერი განმეორებით დაპირისპირებაში გადაწყდება.
ამის შესახებ, კაჭარავამ 21 ივლისს ეროვნულ სტადიონზე გამართული ვარჯიშის წინ განაცხადა. მწვრთნელის თქმით, გუნდი ჩვეულებრივ რეჟიმში ემზადება და ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. იგი თვლის, რომ მის შეგირდებს, რომელთაგან ბევრი ევროსარბიელზე პირველად თამაშობს, ევროპის ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლისა და თავის წარმოჩენის კარგი შანსი აქვთ.
მეტოქეზე საუბრისას, კაჭარავამ აღნიშნა, რომ შვედები ფლანგებიდან მაღალი ტრაექტორიით მეტოქის საჯარიმოში ბურთის ჩაკიდებას ხშირად მიმართავენ და სტანდარტული სიტუაციების შესრულებისასაც სახიფათო არიან. გარდა ამისა, მათ სათამაშო დისციპლინაც მაღალ დონეზე აქვთ.
მატჩისწინა წვრთნაში "დინამოს” შემადგენლობაში 22 ფეხბურთელმა ივარჯიშა: მეკარეები - გიორგი ლორია და ბექა შეყრილაძე; მინდვრის მოთამაშეები – გულვერდ თომაშვილი, ლევან ხმალაძე, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩადუნელი, მათე ვაწაძე, გიორგი თექთურმანიძე, ნიკა ფირცხალავა, გიორგი კახელიშვილი, ალექსანდრე კოშკაძე, გიორგი მამუჩიშვილი, ედნილსონი, რობერტინიო, ჯუისი, ირაკლი ლექვთაძე, ზვიად მეტრეველი, გიორგი გველესიანი, გიგა წენგუაშვილი, ირაკლი სიხარულიძე, ნუკრი მანჩხავა, გიორგი გავაშელიშვილი.
ისინი ჯერ ფიზმომზადების სერბ სპეციალისტ მილოშ ევტიჩთან მოითელნენ, ხოლო შემდეგ კაჭარავასთან გადაინაცვლეს.  
კაჭარავას თქმით, მანჩხავას გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. მწვრთნელი ამ ფეხბურთელს, რომელიც რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს, ამხანაგურ თამაშებში დააკვირდება და საბოლოო სიტყვას მას მერე იტყვის. 
"გეფლე” ოთხშაბათს გამთენიისას, საქართველოს, 18-კაციანი შემადგენლობით ეწვია: მატიას ჰუგოსონი, ემილ ჰედვალი, ოლოფ მარდი, დანიელ ტეორინი, სებასტიან სენატორე, ოუვინდ გრამი, ბერნჰარდ ნიუსტრიომი, იაკობ ორლოვი, ჰიალმარ ოჰაგენი, დანიელ ბერნჰარდსონი, იენს პორტინი, მიკაელ დაჰლბერგი, იონას ლანტო, მარკუს ჰანსონი, დანიელ ვესტლინი, ერიკ ლარსონი, იუსუფ ჩუბსა, სუად გრუდა.
გუნდს თბილისში ვერ ჩამოყვნენ – ჰანს ბერგრენი და ომარ ჯავო. გუნდის მთავარი მწვრთნელის, პერ ოლსონის თქმით, ჯავოს საზარდული აწუხებს, ხოლო პირველ მატჩში თბილისელთა კარში გოლის გამტანი ბერგრენიც, შვედეთში ტრავმის გამო დარჩა. "გეფლე” "რედისონში” დაბინავდა, 19:00 საათზე კი, შვედებმა ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშეს.  
"დინამო”-”გეფლეს” მატჩი 22 ივლისს, 20:45 საათზე დაიწყება და მას ბულგარელი ნიკოლაი იორდანოვი განსჯის. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები 5 და 7 ლარი ღირს.
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1050 | დაამატა: beqa | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg