//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
კრუიფის სვეტი: "ბარსას" ფორმის პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია - 14 მაისში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » კრუიფის სვეტი: "ბარსას" ფორმის პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია
კრუიფის სვეტი: "ბარსას" ფორმის პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია
9:59 PM
http://newsimg.bbc.co.uk/media/images/42170000/jpg/_42170684_golf.jpg



"ბარსას" ერთი ნაბიჯი აშორებს ლა ლიგის ტიტულის მეორედ მოგებამდე. მას მხოლოდ "ვალიადოლიდის" დამარცხება სჭირდება, თუმცა პრიმერა უკვე მოგებულად არ უნდა ჩათვალოს. საკუთარი სტილის ერთგული უნდა დარჩეს და საფეხბურთო ფილოსოფიას არ უნდა უღალატოს.

შეუძლია გვარდიოლას "ბარსელონას" უკეთესად თამაში? კონცეპტუალურად, არა. როგორც გუნდი, ის დომინირებს თამაშის ყველა სფეროში: პოზიციურ თამაშში, თამაშის რიტმში, დომინირებს ასევე მეტოქეზე წნეხის მოხდენის საქმეში, ძალების მინიმალურ დანაკარგში . ამ ყველაფრის უკანასკნელი მტკიცებულება "სანჩეს პისხუანზე" დაფიქსირდა. თამაშის 90 წუთიდან 80 -ს ფენომენალური შეიძლება ვუწოდოთ. "ბლაუგრანას" თამაში გაიხსნა და დაიხურა სურვილისამებრ. ისინი თამაშის სიჩქარეს თვითონ განაგებდბენ. ბურთის მეტოქის ნახევრამდე გადასასვლელად ერთი ან ორი შეხებაც კმაროდა. ბურთზე აბსოლიტური კონტროლი იყო დაწესებული. 0:3 ის შემდეგ თამაში მოეშვა, რასაც შესაძლო იყო უარესი შედეგი მოეტანა.

თამაშიდან პირველი 85 წუთი სანერვიულო ნაკლებად იყო. ბოლო 5 წუთი კი მართლა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. ამ 5 წუთში იყო შესაძლებელი პენალტის დანიშვნაც, რაც "ბარსელონას" ნამდვილად დასჯიდა. სწორედ ეს გახდის ამ გუნდს უკეთესს. ჩემთვის კი ეს არის იმის მტკიცებულება, რომ "ასულგრანას" ჯერ ფორმის პიკისთვის არ მიუღწევია. მე კატალონიელებს უფრო მეტი მუშაობისკენ მოვუწოდებ, რათა მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული ყოველგვარი რისკი.

თქვენ სათამაშო მეთოდი მიღებული გაქვთ, იცით რა გინდათ და როგორ გინდათ, რომ ითამაშოთ. გაქვთ სხვადასხვა ვარიანტი ამ კონცებციის შესასრულებლად: "საუკეთესო თავდაცვა საუკეთესო თავდასხმაა". თქვენი შესაძლებლობები მცირე რაოდენობით ჩანს, მაგრამ რომ დათვლით უამრავია. სამუშაო სტაჟი, შრომისმოყვარეობა,მოხერხებულობა და მანევრირება. უფრო მეტად გამოკვეთილია: განათლებულობა, ყურადღებიანობა. "ბარსას" თამაშის სტილის გაუნებელჰყობა უკვე ძალიან რთული გახდა - ზედაპირულად ჩანს, რომ ადვილია, მაგრამ სინამდვილეში ბევრ ელემენტს და ფაქტორს მოითხოვს. კიდევ უფრო რთულდება თამაში და მატჩში დომინირება, როდესაც თამაშს გიკეტავენ. ამ დროს მხოლოდ იმის გაკეთება შეგიძლიათ, რომ ნაკლებად ირბინოთ და უფრო მეტად კონცენტრირებულნი გახდეთ.. ფეხბურთი არის შეცდომებზე თამაში, მაგრამ ეს როგორც წესი მაშინ ხდება, როდესაც გამოვლინდება ესა თუ ის პრობლემა გუნდში. როდესაც მთელი გუნდი შეტევაში მიდის, ადვილად შესაძლებელია ბურთი დათმო, რამაც შესაძლებელია სავალალო შედეგებამდე მიგიყვანოს. გამორიცხული ნამდვილად არაა, რომ ამ დროს უცებ ორი გოლიც გაგიტანონ. ეს კარგად "სევილიას" გამოუვიდა. ამ დრო საჭიროა კვლავ განახლდეს ბურთზე კონტროლი, ისევე როგორც ანდალუსიელებთან მატჩის ბოლო 15 წუთში მოხდა.

მაქსიმალური წნეხი

როდის მოხდა ბოლოს, რომ 0:3 ის მერე "ბარსამ" დაბალი ინტესივობით შეუტია? ეს გასაგები უნდა იყოს, მაგრამ თავიდან აცილებადი. როდის ითამაშა "ბარსამ" ასე კარგად ბოლო თამაშებში? ასეთი წნეხის პირობებში (ვგულისხმობ "სევილიასთან" და "ვილიარეალთან" თამაშს სტუმრად). როდის ქონდა "ბარსას" ყველაზე მეტი პრობლემა ბოლო თამაშებში? მინიმალური წნეხის პირობებში ( ვგულისხმობ "ხერესთან" და "ტენერიფესთან" თამაშს "კამ ნოუზე" ) რომელია მომდევნო თამაში? ერთი გუნდი, რომელიც ტიტულთან ახლოსაა და მეორე გუნდი, რომელიც მეორე დივიზიონში გავარდნასთანაა ახლოს, ხვდება ერთმანეთს "ნოუ კამპზე". სწორედ ასეთ თამაშში არ შეილება ფიქრი იმაზე, რომ ყველაფერი უკვე მოგებული გაქვს. მხოლოდ მაშინ მოიგებ, როცა კარგად ითამაშებ და გარდა "ბარსელონას" "საოპერაციო სახელმძღვანელოსი", პრაქტიკულედაც უდნა გამოიყენოთ ის. დიახ, მე ვეთანხმები გვარდიოლას: ეს გამარჯვება იქნება მეოთხე ტიტული ამ სეზონში. არა პირველი, არამედ მეოთხე, რადგან სეზონი აგვისტოდან მაის-ივნისამდე გაგრძელდა. თუ კატალონიელები ესპანეთის სუპერ თასის მოგებას მოახერხებენ, ეს ტიტული 2010-11 სეზონის იქნება, ანუ მომდევნო სეზონში პირველი.

ყველას იმსახურებს პატივისცემას

ბოლო თამაშებში "ასულგრანადან" შექებას ყველა იმსახურებს, მაგრამ განსაკუთრებულად ალბათ "ბარსას" წინა-ხაზი, მესი, პედრო და კრკიჩი იმსახურებენ. ეს სეზონიც შეგვიძლია ისტორიულად ჩავთვალოთ, საფინალო რეზულტატი ნამდვილად კარგია. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ერთი ფეხბურთელი საკმარისი არ არის. საუბარი მაქვს ლა ლიგაზე, თუმცა სხვა ჩემპიონატებზეც იგივეს ვიტყოდი, ჩემპიონატის 38 -ივე თამაშში ყველა ფეხბურთელმა საკუთარი წვლილი შეიტანა ამ დონემდე რომ მისულიყვნენ. იბრაჰიმოვიჩი ფუნდამეტური იყო ამ გამარჯვებაში ისევე, როგორც ბოლო თამაშებში. ყველა თამაში ფინალის ტოლფასი იყო, რაც გამოწვეული იყო უფრო მეტად მადრიდელთა წარმატებით.

ვსაუბრობ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე, რომელსაც უმეტესობა აკრიტიკებს, თუმცა ავიწყდებათ მისი გადამწყვეტი გოლი ელ- კლასიკოში "კამპ ნოუზე." გოლი, რომელმაც ტიტული მოიტანა. მარტო ამ თამაშშიც არა, წელს ბევრი იყო ისეთი მომენტი, სადაც შვედი გადამწყვეტი იყო და რისი საშუალებითაც საჭირო ქულები დაგროვდა. ისეთივე გადამწყვეტ თამაშებში, როგორიც ბოლოს "ვილიარეალთან" და "სევილიასთან" იყო, რომლებშიც ზლატანს მონაწილეობა არ მიუღია. კრიტერიუმები, რომლითაც იბრას აფასებენ, სხვა ფეხბურთელებზეც უნდა გამოიყენონ, როგორც პოზიტიური ასევე უარყოფითი გაგებით. ხალხს, რომელთაც ასეთი კონცებციები ახასიათებს, კარგი მეხსიერება ჰქონია..

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1050 | დაამატა: ibra9 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 1
http://s47.radikal.ru/i115/1006/dd/31e99825efe4.gif
რეიტინგი: 0
Имя: beqa kheladze


დაამატა: ბექა | თარიღი: 2010-05-15, 7:14 PM 


sg magari statiaa
0  
1

 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg