//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
კალაძე ჯენოაშიც ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს - 9 სექტემბერში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 9 » კალაძე ჯენოაშიც ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს
კალაძე ჯენოაშიც ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს
10:02 PM


ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე 57 წუთით (!) ადრე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ მისამართი შეიცვალა - "ჯენოასთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გუშინ ლიგურიული კლუბის მესვეურებმა ქართველი ახალწვეული მასმედიისა და გულშემატკივართა წინაშე წარადგინეს. შესაბამისად, კალაძემ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა და იტალიურ ვებგვერდებზე ამ თემაზე გამოქვეყნებული მასალები ჩვენი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს. პოპულარულმა იტალიურმა საიტებმა ამ თემაზე არაერთი მასალა გამოაქვეყნეს.

"მილანის" ყოფილი ნახევარმცველი კახა კალაძე "მილანში" უთამაშებლობას ვერ შეეგუა და "ჯენოაში" გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. გასულ სეზონში უთამაშებლობის პერიოდში ქართველმა მცველმა არაერთხელ გამოთქვა პროტესტი, რომელიც "როსონერის" ბოსებმა ყურად არ იღეს. კალაძემაც "ჯენოას" მიაშურა და ამ გუნდიდან სურს დაამტკიცოს, რომ კვლავაც შეუძლია მაღალ დონეზე თამაში "მილანის" მესვეურები შეცდნენ, როცა მას არ ათამაშებდნენ. შეძლებს თუ არა ამის დამტკიცებას ქართველი მცველი, ამას დრო გვაჩვენებს", - წერს ვებგვერდი cittadigenova.com.

ახლა კი იმაზე, თუ რა თქვა კალაძემ პრეზენტაციაზე: "დიახ, "იუვენტუსში" ჩემს გადასვლაზე იყო საუბარი, მაგრამ აღარ მინდა ამაზე საუბარი. ახალ გუნდში გადასვლაზე ზრუნვისას არჩევანი "ჯენოაზე" შევაჩერე და მჯერა არ შევმცდარვარ. ამ ნაბიჯის გადადგმაში რამდენიმე ფაქტორი იყო გადამწყვეტი. "ჯენოა" ძველი კლუბია და სკუდეტო არაერთხელ აქვს მოპოვებული. კლუბის პრეზიდენტ ენრიკო პრეციოზისა და მთავარი მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინის მხრიდან დიდი ნდობა და ენთუზიაზმი ვიგრძენი. გარდა ამისა, გუნდის შემადგენლობაც არ ყოფილა ჩემთვის მეორეხარისხოვანი. ეს გუნდი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისას მნიშვნელოვნად გაძლიერდა. თუნდაც ლუკა ტონის დამატება რად ღირს", - აღნიშნა კალაძემ.

ჩვენებურმა "ჯენოას" თავკაცი ჯან პიერო გასპერინი ლეგენდარულ უკრაინელ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკის შეადარა.
"კარიერის განმავლობაში არაერთ მწვრთნელთან მიმუშავია. კარგი სპეციალისტებისგან ბევრი ვისწავლე. განსაკუთრებით ვალერი ლობანოვსკის გამოვარჩევდი, რომელმაც ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ჯერ საბჭოური, მერე კი უკრაინული ფეხბურთის პროგრესში დიდი წვლილი შეიტანა. ფეხბურთი გუნდური თამაშია და ლობანოვსკი ამას ქადაგებდა. ჯან პიერო გასპერინის კრედოც ეს არის. ის ლობანოვსკივით გამოცდილი სპეციალისტია და აქამდეც დიდ პატივს ვცემდი".

საინტერესოა თუ რომელ პოზიციაზე ითამაშებს კალაძე "ჯენოაში" დაცვის ცენტრში თუ მარცხენა ფრთაზე? ამ კითხვით იტალიელი ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ და კახას მიმართეს. "მცველი ვარ და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ცენტრალურ მცველად ვითამაშებ თუ მარცხენა ფრთაზე. ამ ფუნქციებიდან ჩემთვის არცერთია უცხო. გუნდის თავკაცი თავად გადაწვეტს თუ სად გამამწესოს. საჭიროების შემთხვევაში, ორივე ამ პოზიციაზე შემიძლია თამაში", - განმარტა კალაძემ.

ჩვენებურს ფიზიკურ კონდიციებზეც ჰკითხეს: "ბოლოს მუხლის ტრავმა მაწუხებდა, მაგრამ ეს რამდენიმე თვის წინ იყო და ახლა ჩინებულად ვგრძნობ თავს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარ და ახლახანს, 4 დღის შუალედით, ეროვნული გუნდის რიგებში ორივე მატჩში სრულად ვითამაშე. კარგ კონდიციაში ვარ, მეტი სათამაშო პრაქტიკა მექნება და უკეთ წარმოვჩნდები".

რა მიზნისთვის იბრძოლებს "ჯენოა"? ამ კითხვით კალაძესაც მიმართეს: "ჩინებული შემადგენლობა გვყავს, კარგი მწვრთნელი და პრეზიდენტი, რომლებიც წარმატებული შედეგისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ვფიქრობ, ჩვენს გუნდში ყველა პირობაა საიმისოდ, რომ მეოთხე ადგილისა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის ვიბრძოლოთ. ეს სულაც არ არის გადაჭარბებული ამბიცია. ლიგის საგზურის მოპოვება ჩვენს შესაძლებლობებს ნამდვილად არ აღემატება".

"როსონერისთან" გამოთხოვებამდე კალაძემ "მილანის" ბოსები პრესაში გააკრიტიკა და პრეზენტაციაზე ამ კითხვამაც თავი იჩინა.
"მილანის" მესვეურებთან კამათის გაგრძელებას არ ვაპირებ. "როსო ნერიში" ცხრანახევარი წელი გავატარე და ამ გუნდის გულშემატკივრის ტაში და აპლოდისმენტები ბევრჯერ დავიმსახურე. მათი მადლიერი ვარ. თუმცა ახლა "ჯენოაში" ვარ და ამ გუნდის წარმატებისთვის ვიბრძოლებ".

"ჯენოაში" კალაძე 13 ნომრით ითამაშებს. სხვათა შორის, სწორედ ამ ნომრით დაიწყო ჩვენებურის კარიერა "მილანში", მერე კი კახამ 4 ნომრიანი მაისურა მოირგო.
"დიახ, "ჯენოაში" 13 ნომრით ვითამაშებ. ამ ნომრით დავიწყე თამაში "მილანში" და ყველაფერი კარგად აეწყო, პირველად სკუდეტო ამ ნომრით მოვიგე და მინდა, "ჯენოაშიც" წარმატებული სტარტი მქონდეს", - განმარტა კახა კალაძემ.
დაბოლოს "ჯენოა", რომელმაც სასტარტო ტურში "კატანია" სტუმრად 1:0 დაამარცხა და მე-6 ადგილზეა მომდევნო ტურში "კიევოს" უმასპინძლებს. ეს შეხვედრა კვირას, 12 სექტემბერს გაიმართება და შესაძლოა "ჯენოაში" კალაძის ოფიციალური დებიუტი სწორედ ამ შეხვედრაში შედგეს.

კატეგორია: ქართული ფეხბურთი | ნანახია: 1214 | დაამატა: beqa | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg