//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
კახა კაჭარავა: “საომრად!” - 4 აგვისტოში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » აგვისტო » 4 » კახა კაჭარავა: “საომრად!”
კახა კაჭარავა: “საომრად!”
11:31 PM



თბილისის "დინამომ”, ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩისწინა ვარჯიში, "ეროვნულზე”, 20 საათსა და 15 წუთზე დაიწყო. კახა კაჭარავას განკარგულებაში 19 ფეხბურთელი იყო, მათ შორის ორი მეკარე – გიორგი ლორია და ბექა შეყრილაძე. "დინამომ” ორკარაც ითამაშა და მთავარი ამბავიც... გუნდთან ერთად ივარჯიშა გურამ კაშიამ. გეცოდინებათ, გურამს "დინამოსთან” კონტრაქტი გასული სეზონის ბოლოს დაუმთავრდა და უცხოეთში აპირებდა კარიერის გაგრძელებას, იყო კიდეც ჯერ პრაღის "სლავიაში”, მერე კი, ჰაიფას "მაკაბიში”, მაგრამ წამოსვლა მოუხდა.  
და მაინც - გურამს "შტურმთან” თამაშის უფლება არ აქვს. ჯერ ერთი, ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია გუნდთან და მეორეც, ევროტურნირებზე საევროლიგოდ განაცხადის შეტანა მხოლოდ ყოველი ეტაპის შემდეგაა შესაძლებელი. ამრიგად, თუ "დინამო” ევროპის ლიგის ფლეი ოფში გავა და კაშიაც უკვე დინამოელი იქნება, კლუბს მისი განაცხადში შეყვანა შეეძლება. 
კაჭარავას გუნდს ავსტრიელებთან დააკლდება დისკვალიფიცირებული ნიკა ფირცხალავა. ტრავმის გამო არ იქნებიან ზვიად მეტრეველი (ოთხი დღეა, არ უვარჯიშია "დინამოში’) და ლაშა ჩადუნელი. სამაგიეროდ, "დინამოს” დაემატა მთავარფორვარდი მათე ვაწაძე, რომელმაც გრაცული მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. 
კახა კაჭარავა: ძალიან რთულად შესასრულებელი ამოცანა გვაქვს, მაგრამ შემდგომ ეტაპზე გასასვლელად, ბოლომდე დავიხარჯებით. გუნდი საბრძოლველად მზადაა და ამაღლებული განწყობა გვაქვს. უნდა ვიომოთ და დანარჩენს თამაშის შემდეგ ვნახავთ.
- გრაცის მატჩში წაგების მთავარი მიზეზი რა იყო?
- პირველი ტაიმი 0:0 დამთავრდა, მე-2 ნახევრის დასაწყისში კი, 10 წუთით დავკარგეთ კონცენტრაცია, რაც გაშვებულ გოლებად დაგვიჯდა.
- თავიდანვე შეტევაზე გააკეთებთ აქცენტს?
- უნდა შევუტიოთ, რადგან სულ ცოტა, 2 გოლი გვაქვს გასატანი. თუმცა, დაცვაშიც სიფრთხილე გვმართებს. მწყობრი, დალაგებული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ვიმეორებ, ამოცანა რთულია, მაგრამ არა შეუსრულებადი. "შტურმი” ნამდვილად კარგი გუნდია და ეს გრაცშიც დაამტკიცეს, მაგრამ მთლად ისეთი ძლიერიც არაა, რომ მათთან სასურველი ანგარიშით მოგებაზე არ ვიფიქროთ. და კიდევ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება გულშემატკივართა მხარდაჭერას. ძალიან მინდა, სტადიონზე ბევრი მაყურებელი მოვიდეს, ბიჭებს მათი გამხნევება დიდად დაეხმარება. 
და ბოლოს, "დინამოს” სავარაუდო ძირითად შემადგენლობაზე: ლორია – კახელიშვილი, თომაშვილი, კაკუბავა, ხმალაძე – ედნილსონი, კოშკაძე, თექთურმანიძე – ჯიუსი, რობერტინიო, ვაწაძე. 
კატეგორია: ქართული ფეხბურთი | ნანახია: 1160 | დაამატა: beqa | რეიტინგი: 1.0/1 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg