რა ეწერა ინიესტას შიდა მაისურზე? იმდენად
დიდი იყო მისი სიხარული და მსოფლიოსთვის საკუთარი გულისთქმის გამხელის
სურვილი, რომ ფინალის ერთადერთი გოლის ავტორი ჰოვარდ ვების ყვითელ ბარათს
არ შეუშინდა და სათამაშო მაისურა წაიძრო. ფიფა კრძალავს ამგვარ სარეკლამო
ტრიუკებს, მაგრამ ეს არ იყო რეკლამა, ინიესტამ გოლი მიუძღვნა გარდაცვლილი
მეგობრის ხსოვნას.
"დანი ხარკე, შენ ყოველთვის ჩვენთან ხარ” - ამ
წარწერით ინიესტამ ყველას გაახსენა "ესპანიოლის” ფეხბურთელი, რომელიც
შარშან გულის შეტევით26 წლისა გარდაიცვალა. მართალია ეს ორი ფეხბურთელი
მოძულე კლუბებში თამაშობდნენ, მაგრამ მაინც დიდი მეგობრობა ჰქონდათ
ესპანეთის ახალგაზრდული და მცირე ასაკოვანი ნაკრებებიდან მოყოლებული.
"ჩვენ ყველას გვინდოდა, რომ დანი ჩვენს გვერდით ყოფილიყო. ის კარგი
ფეხბურთელი და კარგი მეგობარი იყო.”