მიუხედავად პრიმერაში მოპოვებული ზედიზედ მეექვსე გამარჯვებისა,
”ბარსელონას” დამრიგებელი პეპ გუარდიოლა გუნდის თამაშით არც ისე კმაყოფილი
დარჩა და შეგირდებს საგოლე მომენტების გამოყენების პროცენტული
მაჩვენებელი დაუწუნა.”მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობაში რამდენიმე
ახალგაზრდამ ითამაშა, გუნდისგან უფრო მეტს მოველოდი. თუმცა მესმის, რომ
მუდმივად ერთ დონეზე თამაში შეუძლებელია. ჩვენ ისევ მზად ვართ, ნებისმიერი
მეტოქე დავამარცხოთ”, - აცხადებს გუარდიოლა.