//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
გუახე სუპერთასით იწყებს - 14 აგვისტოში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » აგვისტო » 14 » გუახე სუპერთასით იწყებს
გუახე სუპერთასით იწყებს
1:29 PM

დღეს ესპანეთშიც ოფიციალურად გაგორდება ბურთი - "სანჩეს პისხუანზე" "სევილია" ქვეყნის სუპერთასის პირველ მატჩში "ბარსელონას" მასპინძლობს, საპასუხო შეხვედრა კი "კამპ ნოუზე" 21 აგვისტოს გაიმართება.

ქვეყნის ჩემპიონი და "სამეფო თასის" მფლობელი სუპერთასისთვის 1982 წლიდან იბრძვიან. ტიტულს პირველი ბასკური "რეალ სოსიედადი" შეწვდა, რომელმაც სტუმრად 1:0 მოუგო "რეალს", შინ კი 4:0 გაანადგურა. 1984 და 1989 წლებში სუპერთასი არ გათამაშებულა, რადგან შესაბამისად "ბილბაომ" და "რეალმა" დუბლი გაახერხეს და სუპერთასიც უბრძოლველად მოიპოვეს. შემდეგ ეს წესი შეიცვალა და ჩემპიონს ყოველთვის თასის ფინალისტი ცვლიდა. ასე იყო შარშანაც, როცა ბილბაოს "ატლეტიკმა" ვერაფერი გააწყო "ბარსასთან" (1:2 და 0:3). 

თუკი წლეულსაც "ბარსელონა" იმარჯვებს, კატალონიური გრანდი კასტილიურს გადაასწრებს - "ბარსას" და "რეალს" 8-8 სუპერთასი აქვთ კოლექციაში, "სევილიამ" კი მხოლოდ ერთხელ (2007) გაიმარჯვა. "სევილია" პირველივე ოფიციალურ მატჩში ცვლილებებს შემოგვთავაზებს დაცვის ფლანგებზე - მარჯვნივ ახალწვეული მუჰამადუ დაბო ითამაშებს, მარცხნივ ახალგაზრდა ანტონიო ლუნა. ლუიშ ფაბიანო შეტევაში ფრედერიკ კანუტესთან წყვილში დაიწყებს, თუმცა საპასუხო მატჩისთვის ის უკვე "მარსელის" ფეხბურთელი იქნება. 

"ბარსელონას" რიგებში ალბათ ჟოზე მანუელ პინტოს მოუწევდა კარში ჩადგომა, რომ არა ტრავმა. ამით სარეზერვო გოლკიპერმა თავის გამოჩენის შანსი დაკარგა. წყალი არ გაუვა, რომ ხოსეპ გვარდიოლა ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობამიღებული ლიდერების ნაწილს დაასვენებს, რომლებს კონკრეტულად ძნელი სათქმელია, თუმცა ჩვენს ვერსიას სავარაუდო შემადგენლობებში შემოგთავაზებთ. დაბოლოს, დავიდ ვილია ბარსელონურ კარიერას პირდაპირ ოფიციალური თამაშით იწყებს - მას საკონტროლო შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია. 
სავარაუდო შემადგენლობები

სევილია (4-4-2): პალოპი - დაბო, სკილაჩი, ნავარო, ლუნა - ნავასი, რენატო, ზოკორა, კაპელი - კანუტე, ლუიშ ფაბიანო.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - ადრიანო, მილიტო, აბიდალი, მაქსველი - დოს სანტოსი, სანჩესი, ალკანტარა - მესი, იბრაჰიმოვიჩი, ვილია.

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 887 | დაამატა: vitali8 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg