//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
გოგიტა ლა კომედია - 27 ივლისში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » ივლისი » 27 » გოგიტა ლა კომედია
გოგიტა ლა კომედია
0:36 AM



სწორედ ასე დაასათაურა სააგენტო Soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურის ცენტრალური მატჩის მიმოხილვა, რომელშიც მოსკოვის ცსკა-მ ნალჩიკის "სპარტაკს” უმასპინძლა, თამაში კი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ბენეფისად იქცა. დავით სირაძემ და გოგიტა გოგუამ "არმიელთა” კარი პირველივე ტაიმში დალაშქრეს, რისი წყალობითაც ნალჩიკელებმა ფავორიტად მიჩნეული მეტოქე 2:1 დაამარცხეს.
შეხვედრაში ანგარიში უკვე მე-8 წუთზე გაიხსნა, როდესაც გეტერიევის ჩინებული პასის შემდეგ, სირაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ერთი შეხებით, რუსეთის ნაკრების კარის დარაჯ აკინფეევს ხარიხის ქვემოთ გაუტანა.
მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა პირველი ტაიმის მიწურული. 41-ე წუთზე, ერთბაშად სამმა ფეხბურთელმა და მათ შორის გოგუამ ყვითელი ბარათები მიიღო, 45-ეზე კი გოგიტამ ფლანგურ ჩაწოდებას ჩინებული გაგრძელება მოუძებნა და მახვილი კუთხიდან მოსკოველთა კარის ბადე კიდევ ერთხელ შეარხია. მსაჯის მიერ პირველი ნახევრისთვის დამატებულ დროში ნეციდმა ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა, როგორც შემდეგ გამოჩნდა, ეს მაქსიმუმი იყო, რაც ცსკა-მ მოახერხა.
გოგუა პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, სირაძემ კი მინდორი 82-ე წუთზე დატოვა, თუმცა, მეორე ტაიმში გაფრთხილების მიღებაც მოასწრო. "სპარტაკის” რიგებში საუკეთესო შეფასება – 6.5 ქულა, სწორედ ქართველ ფეხბურთელებს ერგოთ. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ როგორც გოგუამ, ასევე სირაძემ სეზონში მე-2 გოლების გატანა შეძლეს. ამ გამარჯვების წყალობით, ნალჩიკელებმა 25 ქულა მოაგროვეს და მე-4 ადგილი შეინარჩუნეს.
ყაბარდო-ბალყარულ კლუბს 3 ქულით ჩამორჩება მოსკოვის "ლოკომოტივი”, რომელმაც ნოვოსიბირსკში დასანანი ქულები დაკარგა. "რკინიგზელები” "სიბირს” ალიევის დუბლის წყალობით, უკვე საწყის ნახევარ საათში 2:0-ს უგებდნენ, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და 2:2 ითამაშეს.
"ლოკოს” ქართველმა მცველმა მალხაზ ასათიანმა შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, ვინაიდან მასპინძელთა პირველ გოლში მისი ბრალიც იყო, Championat.ru-სგან საკმაოდ დაბალი შეფასება – 5.0 მიიღო.
მოსკოვის "სპარტაკის” რიგებში კვლავ გამორჩეულად ითამაშა ჯანო ანანიძემ. მართალია, 17 წლის ქართველ ტალანტს "კრილია სოვეტოვის” კარი არ დაულაშქრავს, თუმცა, ძალიან აქტიური გახლდათ და სტუმართა რიგებში პესიაკოვისა და მაიდანას დარად, საუკეთესო შეფასება – 6.0 მიიღო.
დედაქალაქური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა ანანიძე 85-ე წუთზე შეცვალა, "კრილია სოვეტოვისა” და "სპარტაკის” მატჩი კი უგოლოდ დასრულდა, რის შემდეგაც ჯანოს კლუბი 20 ქულით მე-6 ადგილზე დამკვიდრდა.
16 ქულით მე-11 ადგილზე გადაინაცვლა "ანჟიმ”, რომელმაც მინდორთან დაკავშირებული პრობლემების გამო, გროზნოს "ტერეკი” მაჰაჩყალის ნაცვლად, ვლადიკავკაზში მიიღო და კავკასიურ დერბიში 1:0 იმარჯვა.
"ანჟის” მაისურით დავით კვირკველიამ (შეფასება – 5.5) შეუცვლელად ითამაშა, ნუკრი რევიშვილი და გიორგი ილურიძე კი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარან.
გამარჯვება იზეიმა რუსეთის მოქმედმა ჩემპიონმა ყაზანის "რუბინმაც”, რომელმაც საკუთარ კედლებში მოსკოვის "დინამო” 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში სრულად ითამაშა ლაშა სალუქვაძემ, მისი გუნდი კი, 14 თამაშში მოპოვებული 29 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ "ზენიტს” 7 ქულით ჩამორჩება.
უეფა-ს ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონის” მეტოქე "კარპატიმ” უკრაინის ჩემპიონატში ზაპოროჟიეს "მეტალურგი” 1:0 დაამარცხა, ლვოველთა ქართველი თავდამსხმელი სანდრო გურული კი იმით გამოირჩა, რომ მატჩის დასკვნით 15 წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის იძულებით დატოვება მოუხდა.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "კარპატიმ” ერთადერთი გოლი ჩვენებურის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ გაიტანა. ლვოველებმა ჩემპიონატში პირველი თამაში მოიგეს და 3 ტურის თავზე 4 ქულით მე-9 ადგილზე გადაინაცვლეს.
უჩა ლობჟანიძის "დნეპრი” "ილიჩევეცს” ეწვია და მასპინძლები 5:1 გაანადგურა. ქართველმა მცველმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 74 წუთი ითამაშა. "დნეპრი” ერთადერთი გუნდია, რომელიც უდანაკარგოდ ასპარეზობს და შესაბამისად, პირველ ადგილზეა.
ძირითად შემადგენლობაში დაიწყო მატჩი ვასილ გიგიაძემაც, რომლის "ტავრიამ” დონეცკის "მეტალურგს” 2:1 მოუგო. 35-ე წუთზე, როდესაც "ტავრია” 1:0-ს იგებდა, ქართველ ფორვარდს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ დაახლოებით თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, როდესაც მას ხელს არავინ უშლიდა, ბურთი კარის ძელს გაარტყა. ეს იყო "ტავრიას” მიერ მიმდინარე ჩემპიონატში მოპოვებული პირველი ქულები. გიგიაძის გუნდი, 3 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით, მე-11 ადგილზეა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდმა გიორგი ივანიშვილმა, რომელიც მისმა მფლობელმა კლუბმა "ციურიხმა” "ვოლენის” კვალად, ჩელენჯლიგის კიდევ ერთ წევრ "შაფჰაუზენში” გაუშვა, ახალი გუნდის 19-ნომრიანი მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატარა.
ჩემპიონატის საწყის ტურში შაფჰაუზენელები "სტად ნიონს” ესტუმრნენ და 4:1 იმარჯვეს. ივანიშვილი თადარიგში გახლდათ და მინდორზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, როდესაც მისი კლუბი 3:0-ს იგებდა. ქართველ ფეხბურთელს "შაფჰაუზენთან” კონტრაქტი 2012 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ცსკა (მოსკოვი) — სპარტაკი (ნალჩიკი) 1-2
კატეგორია: ქართული ფეხბურთი | ნანახია: 1010 | დაამატა: beqa | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg