//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
Georgia vs Greece მიმოხილვა - 2 სექტემბერში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 2 » Georgia vs Greece მიმოხილვა
Georgia vs Greece მიმოხილვა
7:11 PM



ხვალინდელ შეხვედრას,რომელიც თბილისის დროით 22:45 შედგება ჩვენი საიტი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსულ შეკრებას დღეს დაასრულებს და ნაშუადღევს საბერძნეთში გადაფრინდება. გუშინ კი ნიქოზიაში ჩვენს გუნდს საკმაოდ დატვირთული დღე ჰქონდა.
მართალია, თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელები მხოლოდ ერთხელ, საღამოს ავარჯიშა, მაგრამ წვრთნა სრულყოფილი გამოდგა. ინდივიდუალურად ივარჯიშეს ლევან კობიაშვილმა და უჩა ლობჟანიძემ, რადგან ნაკრებს გუშინ შეუერთდნენ და ამიტომ ქეცბაიამ ისინი მსუბუქად დატვირთა. ზურაბ ხიზანიშვილსა და ნუკრი რევიშვილს კვიპროსზე დღეისთვის ელიან, დანარჩენებმა კი გუშინდელ ვარჯიშზე მწვრთნელების ყველა დავალება ბოლომდე შეასრულეს.
სასიამოვნო მოულოდნელობა ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო არავინ აკლია – ყველა ფეხბურთელი, ვინც ქეცბაიამ გამოიძახა, მის განკარგულებაშია. კვიპროსზე მყოფთაგან ყველა ჯანმრთელადაა. როგორც გახსოვთ, გოგიტა გოგუას სიცხე ჰქონდა, ხოლო ალექსანდრე კოშკაძეს – მიკროტრავმა. ორივე მათგანი დღეისთვის თავს კარგად გრძნობს, ნალჩიკის "სპარტაკისა" და თბილისის "დინამოს" ნახევარმცველებმა გუშინ და გუშინწინ სრული დატვირთვით ივარჯიშებს.

ცალკე უნდა ვთქვათ ჯანო ანანიძეზე. როგორც ჩანს, მოსკოვის "სპარტაკში" ბოლომდე ჯერაც ვერ მოინელეს ის ფაქტი, რომ ქართველმა ტალანტმა საკუთარი სამშობლოს ღირსების დაცვა გადაწყვიტა. მართალია, დროს უკან ვეღარავინ დააბრუნებს და ანანიძეს გადაწყვეტილებას ვეღარ შეაცვლევინებს, მაგრამ მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რუსეთის "სახალხო გუნდი" მაინც ცდილობს ჯანოსთვის დაბრკოლებების შექმნას.

"სპარტაკის" სამედიცინო შტაბმა განაცხადა, რომ ანანიძე ტრავმირებულია და საქართველოს ნაკრების უახლოეს მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მართალია, ჯანოს მართლაც აწუხებდა მიკროტრავმა და ამის გამო რუსეთის პრემიერლიგის გასულ ტურში გროზნოს "ტერეკთან" მატჩიც გამოტოვა, მაგრამ მისი მდგომარეობა მაშინაც კი არ ყოფილა საგანგაშო – უბრალოდ, ექიმებთან შეთანხმებით ძალების აღდგენა და სულის მოთქმა გადაწყვიტა.

ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია კვიპროსზე მყოფ ქართულ დელეგაციასთან გადავამოწმეთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ დაგვამშვიდა, რომ ანანიძე თავს იდეალურად გრძნობს და მის თამაშს იოტისოდენა საფრთხეც კი არ ემუქრება.

დღეს საღამოს საქართველოს ნაკრები უკვე პირეოსის "გეორგიოს კარაისკასზე" ივარჯიშებს, ხვალ კი იქ მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება და მას ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება კარლოს კლოს გომესის ხელმძღვანელობით.

კატეგორია: ქართული ფეხბურთი | ნანახია: 1490 | დაამატა: beqa | რეიტინგი: 3.7/3 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg