//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
FC Barcelona - Messi, FIFA World Player 2009 - 22 დეკემბერში 2009 - Barcamania
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 22 » FC Barcelona - Messi, FIFA World Player 2009
FC Barcelona - Messi, FIFA World Player 2009
10:40 AM
გუშინ, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გამართულ ფიფას გალა-წარმოდგენაზე "ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესი 2009 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, რითიც არგენტინელმა ფეხბურთელმა პირადი ჯილდოების ისედაც შთამბეჭდავი სია კიდევ ერთი, ძალზე პრესტიჟული ტიტულით შეავსო. როგორც "ფრანს ფუტბოლის” ჯილდოს მიღების დროს მოხდა, მესიმ ამჯერადაც რეკორდი დაამყარა, მოაგროვა რა საერთო ჯამში 1073 ქულა. აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი, 1047 ქულა, კაკას ჰქონდა. მესის შემდეგ მოდიან კრიშტიანუ რონალდუ (352 ქულა), ხავი (196), კაკა (190), ინიესტა (134). ძნელია ფეხბურთის ისტორიაში გაიხსენო რომელიმე მოთამაშის მიერ ასე წარმატებით ჩატარებული წელი. ლიონელ მესიმ 2009 წელს მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. გუშინდლამდე არგენტინელი ვარკვლავი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული ჰყავდათ ფრანგულ "ფრანს ფუტბოლს” და ინგლისურ "უორლდ სოკერს”. გარდა ამისა, მესი დასახელდა გასული სეზონის ესპანეთის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის, ასევე ცოტა ხნის წინ დასრულებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად. 2009 წელს მესიმ მოიგო აბსოლუტურად ყველაფერი, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა. მესი გახდა პირველი არგენტინელი, რომელიც ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. აქამდე არგენტინელთა საუკეთესო მიღწევა ორჯერ მეორე ადგილი (2007, 2008) იყო და საკუთარ ქვეყანას მაშინაც სწორედ მესიმ წარმოადგენდა. რაც შეეხება საკლუბო დონეს, გუშინდელ გალა-წარმოდგენაზე ფიფას საუკეთესოდ აღიარა "ბარსელონას” მე-5 ფეხბურთელი, მაგრამ თუ აქამდე კატალონიელებს მხოლოდ ბრაზილიელები წარმოადგენდნენ, ახლა საქმეში არგენტინელიც ჩაერთო. აქამდე "ბარსელონაში” წარმატებული თამაშის გამო საუკეთესოს წოდება დაიმსახურეს რომარიომ (1994), რონალდომ (1996, 1997), რივალდომ (1999) და რონალდინიომ (2004, 2005). მოპოვებული ჯილდოების მხრივ აქამდეც ლიდერი "ბარსელონა” კიდევ უფრო წინ გაიჭრა და მეორე-მესამე ადგილებზე 4-4 ჯილდოთი მყოფ მადრიდის "რეალს” და ტურინის "იუვენტუსს” უკვე 3 ტიტულით უგებს. ჯილდოს მიღების შემდეგ მესიმ მცირე კომენტარიც გააკეთა: "უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას, რომელმაც ხმა მომცა. ჩემთვის დიდი პატივია ამ პრიზის მიღება. ძალიან კარგია, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ნაკრებების კაპიტნები გაღიარებენ. მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს და მიღებული ჯილდო მათ გავუზიარო. "ბარსელონაში” ჩატარებული შესანიშნავი წლის ამაზე კარგ დასასრულს ვერც ვინატრებდი”. რაც შეეხება ქალთა შორის საუკეთესოს, აქ ზედიზედ მეოთხედ აღიარება ბრაზილიის ნაკრების 23 წლის ფორვარდმა, მარტა ვიეირა და სილვამ მოიპოვა. ამ მოგებით მარტამ გადაასწრო გერმანელ ბრიგიტ პრინცს და მოპოვებულ ფიფას ჯილდოთა მხრივ აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. წელს ფიფამ პირველად გაათამაშა ფერენც პუშკაშის პრიზი, რომელიც გადაეცემა წლის განმავლობაში გატანილი საუკეთესო გოლის ავტორს. მადრიდის "რეალის” ლეგენდის სახელობის პრიზი ამავე გუნდის ამჟამინდელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ მოიპოვა, რომელმაც ჯილდო "მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის დროს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "პორტუს” კარში გატანილი გოლის გამო მიიღო. გუშინვე დასახელდა FIFPro-ს 2009 წლის გუნდი, რომელიც დაახლოებით 50 ათასი პროფესიონალი ფეხბურთელის მიერ მიცემული ხმებით შედგა. როგორც მოსალოდნელი იყო, წლის გუნდში რაოდენობრივად "ბარსელონა” დომინირებს, რომელსაც 4 წარმომადგენელი ჰყავს. FIFPro-ს 2009 წლის გუნდი ასე გამოიყურება: მეკარე: კასილიასი (რეალი) მცველები: დანი ალვეში (ბარსელონა), ჯონ ტერი (ჩელსი), ნემანია ვიდიჩი (მანჩესტერი), პატრის ევრა (მანჩესტერი) ნახევარმცველები: ხავი ერნანდესი (ბარსელონა), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), სტივენ ჯერარდი (ლივერპული) თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), ფერნანდო ტორესი (ლივერპული), კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი/რეალი) გალა-წარმოდგენაზე ასევე გათამაშდა რამდენიმე სხვა ჯილდოც: ფეხბურთის მხრივ, წლის განმავლობაში ყველაზე განვითარებადი ქვეყნის სტატუსი ჩინეთმა მიიღო; ფეარ-ფლეის პრიზით აწგარდაცვლილი სერ ბობი რობსონი დაჯილდოვდა; ფიფას პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის პრიზი კი, იორდანიის დედოფალმა, რანიამ მიისაკუთრა.
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1195 | დაამატა: ბექა | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg